თემა გრძელდება.
ლინკების შეგროვების რა და რა მეთოდები არსებობს?
პირველ რიგში, გუგლი უფრო აფასებს ცალმხრივ ლინკებს, ვიდრე ლინკების გაცვლას. თუმცა ესეც კარგია, თუ თქვენ ცვლით ლინკებს თქვენი საიტის თემატიკასთან ახლო მყოფ საიტებთან (ანუ, მანქანების საიტი და მანქანების დაზღვევის საიტი ახლო თემატიკაა). შესაბამისად, თუ ამ მეთოდს იყენებთ, მოძებნეთ რელევანტური საიტები. ეხლა, როგორ უნდა მოძებნოთ. ეს მეთოდი მასწავლა ამ ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ და იმდია არ გამიჯავრდება, რომ აქა ვწერ ამის შესახებ. თუმცა რამდენი ხანია დაიკარგა ეს კაცი და აღარ ჩანს და თუ გამოჩნდება, ძალიან გამიხარდება

ძალიან ბევრ საიტს აქვს add link page-ები, სადაც ხდება გაცვლა. ამიტომ გუგლში ვკრიფავთ დაახლოებით ესეთ ფრაზას
http://www.google.com/search?hl=en&q=car+i...G=Google+Searchან
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...%29&btnG=Searchდა მივყვებით ჩამონათვალს. ბევრ საიტს ნახავთ, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ ლინკი.
* * *
მეორე მეთოდი მდგომარეობს თქვენი ლინკების სხვადასხვა ნიშე დირექტორიებში განთავსებაში. არის უამრავი დირექტორია, სადაც შეიძლება უფასოდ თქვენი ლინკის განთავსება. ძალიან ბევრი მათგანი საკმაოდ მაღალი PR საიტია. მაგრამ აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი საიტი შესახედად მეტ-ნაკლებად უნდა ვარგოდეს და გარკვეული კონტენტი უკვე უნდა გედოთ (10-20 უნიკალური სტატია), რომ დირექტორიის პატრონმა აღიქვას თქვენი საიტი, როგორც ხარისხიანი და არა სპამი.
აი აქ ნახეთ
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...+directory+listან აქ
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...ree+directoriesრა საკვირველია, თუ მზად ხართ, რომ დახარჯოთ ფული, უფრო ხარისხიან დირექტორიებსაც ნახავთ, მაგრამ მე ამაზე ფულს არ ვხარჯავ, იმიტომ, რომ დაბალი კონკურენციის ნიშებს უფასოებიც ყოფნის.
* * *
მესამე მეთოდი article directory-ებში თქვენი სტატიების განთავსება.
ეს ნახეთ:
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...cle+directoriesეს ყველაზე იოლი მეთოდია back link-ების მოგროვებაში (მათთვის, ვინც ინგლისურად წერა იცის. ვინც არ იცის და ისწავლეთ. თავიდან მეც მეგონა, რომ სტატიას რა დამაწერინებს ინგლისურად, ქართულად არცერთხელ არ დამიწერია, მაგრამ ჯერ პირველი სტატია მივჯღაბნე, მეორე ცოტა უკეთესად წავიდა და ეხლა სტატია რომ დავწერო 3-4 საათი მინდა, თუ მოვინდომე). მეთოდი შემდეგია: ვწერ ერთ სტატიას. სტატიის resource box-ში ვწერ ჩემი საიტის ლინკს და ვავრცელებ 30 დირექტორიაში. თანაც ვცდილობ, რომ ლინკები ვცვალო. ანუ წინასწარ გავამზადებ resource box-ის 3 ვარიანტს და ისე ვავრცელებ. ამის პლიუსი კიდევ იმაშია, რომ თუ ვინმეს მოეწონა თქვენი სტატია განათავსებს თავის საიტზე. ანდა საერთოდ RSS-ით ქაჩავენ სტატიებს ავტომატურად. ამიტომ უნდა დაწეროთ რამე, რაც მეტ-ნაკლებად საინტერესო იქნება.
ეხლა როგორ უნდა დაწეროთ, ეგაა მთავარი. ინფორმაციის წყარო ისევ article directory-ებია. მე ვიღებ რამოდენიმე სტატიას კონკრეტულ თემატიკაზე და ყურადღებით ვკითხულობ. როდესაც მოვრჩემი, უკვე ვიცი რაც უნდა დავწერო და მერე მიდის წაკითხული ტექსტის შინაარსი, ოღონდ შენი სიტყვებით. ანდა საერთოდ ვირებ ერთი სტატიიდან 1-2 აბზაცს და იმას ჩემი სიტყვებით გადავწერ და მერე მეორე სტატიიდან კიდევ 12- აბზაცს დავამატებ და ა.შ. სანამ 400-500 სიტყვას არ დავწერ.
* * *
კიდევ ვიმემ თუ იცით ლინკების მოგროვების რამე მეთოდი თქვენც დაწერეთ, ნუ დაიზარებთ.
პერიოდულად (კვირაში ერთხელ ძალიან კარგი იქნება) უნდა გაავრცელოთ ახალი სტატია ატრიკლე დირექტორიებში. აუცილებლად, კვირაში ერთხელ მაინც, უნდა დაამატოთ ახალი კონტენტი თქვენს საიტზეც. გუგლი თუ ხედავს, რომ კონტენტი არ მატულობს, ჩაძირავს თქვენს საიტს, ხოლო რეგულარულად განახლებად საიტებს მაღლა წევს.