აჰა 5 ლარად სეო
საიტის შექმნისას დროდადრო შეამოწმე მისი სინტაქსური გამართულობა W3.ORG Validator-ით
1. პირველ რიგში, საიტის მისამართი უნდა შეესაბამებოდეს მის შინაარსს. მაგალითად, მონებით ვაჭრობის საიტის მისამართი უნდა იყოს www.slaves-for-sale.com ან რაიმე მსგავსი და არა www.mycompany.com
2. სწორად შეურჩიეთ სათაური საიტს.
<title>მონებით ვაჭრობის სერვისი - იყიდეთ გაწვრთნილი მონები იაფად!</title>
3. გამოიყენეთ Description მეტა ტეგი. (საიტის მოკლე აღწერა. არაუმეტეს 300 სიმბოლო)
<meta name="description" content="ჩვენ ვყიდით ყველაზე ჯანიან და ჯანმრთელ მონებს იაფად. იყიდეთ მონა და გახდით მისი მბრძანებელი!" />
4. გამოიყენეთ Keywords მეტა ტეგი. (საიტთან მიახლოვებული საკვანძო სიტყვები გამოყოფილი მძიმით)
<meta name="keywords" content="მონები, ყიდვა, გაქირავება" />
5. საიტზე არსებული მნიშვნელოვანი ტექსტები გამოყავით შემდეგი ტეგებით:
იყიდეთ <h1>მონები იაფად</h1> და დატკბით ცხოვრებით.
H1 - ძალიან დიდი ზომის ტექსტი, H2 - დიდი ზომის, ... H6 - ზომიერი.
იყიდეთ <strong>მონები იაფად</strong> და დატკბით ცხოვრებით.
შეეცადეთ <b>-ს მაგივრად გამოიყენოთ <strong>
6. შექმენით ტექსტური ფაილი sitemap.txt და თითო ხაზზე ჩაწერეთ გვერდის მისამართი.
http://slaves-for-sale.com/index.htmlhttp://slaves-for-sale.com/monebis_galerea.htmlhttp://slaves-for-sale.com/shekveta.htmlhttp://slaves-for-sale.com/servisi/index.htmlhttp://slaves-for-sale.com/servisi/fostit_gamocera.html7. ბმულებს მიუთითეთ სრულყოფილი ტექსტი.
<a href="monebis_galerea.html">მონების გალერეა</a>
This post has been edited by ფროდი on 1 Apr 2011, 08:46