სიახლე სპეციალობა Basic-შიდაემატა ახალი კატეგორია "
არითმეტიკა" ტიპებით:
დამწყები, საშუალო, ექსპერტი
ვიზუალური მხარე: - ჩარჩოში შემთხვევითი პრინციპით გამოდის 12 სურათი სხვადასხვა სახის გრაფიკული "ხმაურით" - ზოლები, ფიქსელები, წყვეტილი ხაზები და სხვა.
- სურათებზე გარდა სახელდებული საგნებისა (ადამიანები, ცხოველები, ფრინველები და სხვა) არის ასევე სხვა საგნებიც.
- თითოეულ საგანს ქვემოთ მიწერილი აქვს ასო ან ციფრი, რომელიც შეესაბამება ძირითად პასუხს.
- სურათების ზემოთ არის არითმეტიკული გამოსახულება, რომლის პასუხი უნდა ეძებოთ იმ სურათებში, რომელიც მითითებულია ტოლობის მარჯვნივ: ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, კომპიუტერები და სხვა.
ფუნქციონალური მხარე: - პირველ რიგში იგებთ არითმეტიკული გამოსახულების პასუხს.
- შემდეგ პასუხს ეძებთ ტოლობის მარჯვნივ არსებული მინიშნების მიხედვით სურათებში, ისე რომ სურათის ქვემოთ მიწერილი დიდი შავი ციფრები ადგენდნენ პასუხს
- სიმბოლოების შეტანა ხდება მიმდევრობით - ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ.
- ძირითადი პასუხი სულ უნდა იყოს 7 სიმბოლოიანი.
- თუ პასუხის შესაბამისი სურათები ისე დასრულდა, რომ არ შეადგინა 7 სიმბოლო, მაშინ იწყებთ პირველი მინიშნებული ობიექტიდან სანამ არ შეგროვდება 7 სიმბოლო
- არითმეტიკულ გამოსახულებაში მონაწილეობენ მხოლოდ ციფრები 0-დან 9-მდე და შედეგი ყოველთვის არის დადებითი მთელი რიცხვი
- სიმბოლოების შეტანა შესაძლებელია ასევე მაუსზე დაწკაპებით შესაბამის სურათზე.
- პასუხის შეტანის შემდეგ უნდა დააწკაპოთ პლიუს ღილაკს.
- თუ პასუხი სწორია თქვენ დაგემატებათ იმდენი ერთეული ელარი, რამდენიც მითითებულია ტარიფში, მაგალითად 0.05.
- პასუხის ველის მარცხნივ და მარჯვნივ განთავსებულია პასუხის გასუფთავებისა და წაშლის ღილაკები შესაბამისად.
მაგალითი:დავუშვათ, რომ არის მინიშნება:
2 * 4 + 7 = ტელეფონებიამ არითმეტიკული გამოსახულების პასუხია 15, ამიტომ, ეძებთ პირველ ტელეფონს, რომლის ქვემოთაც შავად წერია ციფრი 1, შემდეგ იმ ტელეფონს, რომლის ქვემოთაც შავად წერია 5, შემდეგ აწკაპებთ დანარჩენ ტელეფონებს მიმდევრობით ზემოდან ქვემოთ, მარცხნიდან მარჯვნივ, სანამ არ შეგროვდება 7 სიმბოლო პასუხისათვის
შეგახსენებთ, რომ ძირითადი პასუხის ველში იწერება სხვა სიმბოლოები და არა ისინი, რომელიც შეესაბამება არითმეტიკული გამოსახულების შედეგს