ხვალ გათამაშდება 10 ცალი 5 თეთრიანი.პარამეტრებით:
საწყისი თანხა: 3 ელარი
ბიჯი : 1 ელარი
ინტერვალი : 7 წუთი
შეგახსენებთ აუქციონის წესებს მოკლედ:
1. აუქციონი არ იწყება, მანამ, სანამ არ გაკეთდება პირველი ბიდი;
2. ყოველი ბიდის შემდეგ თავიდან იწყება დროის "ჩამოყრა", ამ შემთხვევაში 7 წუთი;
3. სანამ არ დასრულდება ის აუქციონი, რომელშიც გაკეთებული გაქვთ ერთი ბიდი მაინც, მანამ არ შეგეძლებათ სხვა აუქციონში მონაწილეობის მიღება
4. დროითი ინტერვალის დასრულებისას მოგება უჯდება იმ მოთამაშეს, რომელსაც აქვს გაკეთებული ყველაზე მეტი ბიდი მოცემულ აუქციონში და ეს თანხა უდევს მიმდინარე ანგარიშზე და არა სეიფში.
რჩევები:
1. მოამზადეთ თანხა და შეინახეთ სეიფში
2. აუქციონის იმიჯზე გადასვლისას ან ახალი ბიდების ნახვისათვის დააწკაპეთ შიდა პანელზე არსებულ "რეფრეშ"(განახლება) იკონკას და არ დაარეფრეშოთ მთელი გვერდი(უბრალოდ აზრი არა აქვს)
3. გამოიყენეთ ბიდში ტექსტის მიწერის ველი

ასე, რომ მოემზადეთ ბრძოლისათვის მეგობრებო
წარმატებები!