არ ვიცი რატო მარა ბევრი მწერს პმ-ში თუ იცი იუთუბზე ფული როგორ ვიშოვო მასწავლეო

ხოდა ყველას ერთიდაიგივეს ვპასუხობ და აქაც დავწერ ბარემ გამოადგება ალბათ ბევრს.
იუთუბზე ედსენსით ფულის შოვნა ალბათ ყველაზე ნაკლებად მომგებიანია. ბევრად უფრო მეტის შოვნა შეგიძლიათ შემდეგი მეთოდებით:
1) დაგუგლეთ და მოიძიეთ ინფორმაცია Clickbank -ის შესახებ დეტალურად. ნუ მარტივად რომ ვთქვათ ეს არის საიტი სადაც პროდუქტის გაყიდვა ვისაც უნდა ისინი ადამეტებ პროდუქტებს და შენ შეგიძლია მათი პროდუქტი გაყიდო და სამაგიეროდ გაყიდვიდან 50% ვთქვათ (ბევრ პროდუქტზე 70% -იც არის ხოლმე) შენ დაგრჩეს. ხოდა ამ პროდუქტების რეკლამირება შეგიძლიათ იუთუბის ვიდეოებით. აი მაგალითად ერთერთი პოპულარული პროდუქტი გოგოების გაცნობის ნიშაში არის ეს:
http://www.thetaoofbadass.com/, კლიკბანკზე რო დარეგისტრირდებით მიაგნებთ მარტივად ამის affiliate ლინკს და დღესვე შეგიძლიათ მისი რეკლამირება. ძალიან პოპულარული რამეა ეს და ბევრი ადამიანი ეძებს იუთუბზე ესეთ ფრაზებს: The Tao Of Badass review და ამ ტიპის ფრაზებს რა მიხვდით ალბათ, ხოდა თქვენც რო ჩაწეროთ და ნახავთ ბევრ ვიდეოს რომელშიც ამ პროდუქტის განხილვებია, პოტენციური მყიდველი უყურებს ამ ვიდეოებს, შემდეგ აკლიკავს ვიდეოს ქვეშ მოცემულ ლინკებს და ამ ლინკიდან რომ ყიდულობენ ვიდეოს ავტორს ერიცხება გაყიდვიდან საკომისიო კლიკბანკის სისტემაში. ეს შედარებით რთული განსახორციელებელი მაგრამ ძალიან, ძალიან მომგებიანი მეთოდია.
2) Pay Per Download (PPD) საიტებიდან შეგიძლიათ აიძულოთ ხალხს რომ თქვენი ფაილი გადმოწეროთ და თითოეული ფაილის გადმოწერისას თქვენ დაგერიცხებათ თანხა, ეს მეთოდი დეტალურად არის გამზადებულ-დაღეჭილი
http://www.blackhatworld.com/blackhat-seo/...ed-100-day.html ამ ლინკზე, ინგლისური ვინც იცით წაიკითხეთ 2-3 -ჯერ ძალიან მაგარ რაღაცეებს ისწავლით, ეს წინასთან შედარებით უფრო მარტივი მაგრამ მაინც საკმაოდ სოლიდური მეთოდია.
ორი სიტყვით რომ ავღწერო, რეგისტრირდებით PPD საიტზე, ერთერთი ყველაზე ცნობილი ასეთი საიტია
http://sharecash.org/, და ტვირთავთ რაიმე ფაილს. შემდეგ დებთ იუთუბზე ვიდეოს სადაც ამბობთ რომ ვთქვათ ამ ლინკიდან შეუძლიათ გადმოწერონ რაიმე თამაშის კრეკი (ან ქეიგენი ან რაიმე რა არ აქვს მნიშვნელობა) შემდეგ გაქაჩოთ ეს ვიდეო ამ თამაშის შესაბამის ქივორდებზე იუთუბის ძებნაში და როდესაც ხალხი ამ ვიდეოს ნახავს და გადმოწერს ამ ფაილს თქვენ დაგერიცხებათ ფული..
ეს მეთოდი ძალიან პოპულარულია და ბევრი ადამიანი ლაივში ანხორციელებს ანუ ყოველდღიურად ღიად წერს რა და როგორ გააკეთა და შეგიძლიათ მიყვეთ, აი ერთერთი მაგალითად:
http://www.blackhatworld.com/blackhat-seo/...day-ppd-yt.html ეს ახალი დაწყებულია..
წინა მეთოდსაც შეგიძლიათ მიყვეთ აი აქ:
http://www.blackhatworld.com/blackhat-seo/...nk-youtube.html ესეც დიდიხანი არაა რაც დაწყებული აქვს მაგრამ უკვე ღებულობს შემოსავალს.
ედსენსი ცუდი არაა რათქმაუნდა მაგრამ უბრალოდ იმ შრომით რაც მას სჭირდება ბევრად უფრო მეტის შოვნა შეიძლება იგივე ძალისხმევით

პ.ს.
http://blackhatworld.com ეს ფორუმი გადატენილია ასეთი ინფორმაციებით და ყველას გირჩევთ გადახედოთ ხოლმე პერიოდულად, ძალიან, ძალიან მაგარი რაღაცეების სწავლა შეიძლება ამ ფორუმზე თან სრულიად უფასოდ. მთავარია მონდომება