Artificial Humanoidმადლობა

თვითონ პინი 21-ში ჩამოვიდა მაგრამ დღეს ავიღე.. მე თვითონ მივედი.. რომ არ მივსულიყავი 2-3 კვირაში ან მომიტანდნენ ან არა

ოპერატორი აღმოჩნდა ჯიგარი გოგო და თვითონ ფოსტაში მაგარი ღლეები იყვნენ.. გუშინ დავრეკე ჩამოსულიაო მითხრა ოპერატორმა და ფოსტალიონი მოგიტანს ამ დღეებშიო, არ მინდა მეთქი მე თვითონ მივალ და წამოვიღებ თქო, ხოდა ხვალ დარეკე და გეტყვი რომელ სერვის ცენტრში უნდა მიხვიდეო.. დღეს თვითონ დამირეკა

ფოსტაში რომ მივედი იქ ხან სად ეძებეს ხან სად, ხან გელას გადაურეკეს, ხან გოდერძის, მერე ჯონდომ ხომ არ წაიღოო, ან ჯემალას ეცოდინება დაურეკეთო.. მერე რა იცი რომ ჩამოსულიაო, ვინ დაგირეკა, ვინ გითხრაო და მსგავსი სირობები.. ბოლოს გადარეკეს ერთთან იმან მაგიდაზე უნდა იდოსო.. ეძება მაგიდაზე ვერ ნახა, მეორესთან გადარეკეს - უჯრაში უნდა იყოსო.. ეძება, ეძება მაინც ვერ ნახა.. ვიღაც ქალი გამოვიდა, გუგლის ბარათი ხომ არ არისო? ხო მეთქი

აქ იდო სადღაცო

ძლივს იპოვეს ბოლოს და წამოვედი ბედნიერი

მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ჩემი ბედნიერება

ამ თვეში თუ ვერ ავიღე ჩემი ფული მაგრად ტეხავს

ესეც ჩემი პინი

