მემგონი ფეიფალიდან თანხის გამოტანის გზას მივაგენი.
მოკლედ ბევრი ვეძებე თუ ცოტა ვერსად ვერ მივაგენი გზას თუ როგორ შეიძლება გამოვიტანო თანხა ფეიფალიდან. მერე ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა (ვგიჟდები ამ ფრაზაზე) მემგონი რაღაცას მივაგენი.
ერთხელ მაქვს ეს ოპერაცია შესრულებული და მაშინ ვერც კი მივხვდი რა მოვიმოქმედე
ახლა ფეიფალზე არ მაქვს თანხა ჩარიცხული თორე კიდევ გავტესტავდი.
თუ დაიტნრესება იქნება მემგონი ეს პოსტი ცალკე თემასაც მოითხოვს.
ესეიგი ამისთვის უნდა გვქონდეს 3 ექაუნთი.
Paypal.com
Freelancer.com
Skrill.com
პირველ რიგში დეპოზიტს ვაკეთებთ ფრილანსერის საიტიდან. როგორც მახსოვს წამებში აისახება ფრილანსერის ანგარიშზე.
შემდეგ ვაკეთებთ ვიდდრავალს სკრილზე (პირველ გადმოტანას დიდ ხანს ანდომებს თითქმის ერთ თვეს მაგრამ მეორეზე და შემდეგზე უკვე 5 დღეს)
და ბოლოს სკრილიდან გამოგვაქვს ნებისმიერ ვიზაზე(ამასაც დაახლოებით 5 დღე უნდა).
თითო გამოტანა დაჯდება
2.3% + 4.05$
50$ის მაგალითზე სადღაც 6$
300$ის მაგალითზე სადღაც 12$
პირველ მოხალისეს მივეხმარები და თუ გამოვიდა თან სქრინშოთებით უფრო ზუსტ გაკვეთილსაც გავაკეთებთ.