ვიდეოების გაქაჩვის მოყვარულებს

როგორც ბოლო აფდეიტის შემდეგ გამოჩნდა, ნახვები ან უმატებს ვიდეოს რეიტინგს, ან აკლებს - გააჩნია რა ტიპის ნახვაა.
ძველი მეთოდი - ანლისტიდ ატვირთა, ნახვების დაყრა და შემდეგ გაშვება პრინციპში მუშაობს, თუკი ატვირთვის შემდეგ მინიმუმ 1 დღე დააცლით. მაგრამ გაშვების შემდეგ პირველ გვერდზე ჯდება და პირველივე ფლაგზე ავტომატურად იშლება. ფლაგერებს კიდევ რა გამოლევს.,..
ამიტომ ვაწვები ისევ ძველ მეთოდს, ოღონთ შტრაფების გათვალისწინებით:
შტრაფები - ვიდეო ნახვების გარეშე ამოყვინთავს 11-დან 2-ე გვერდამდე თავისით. თუკი პირველი ორი კვირის განმავლობაში დაასხავთ ნახვებს, 99% ალბათობით ვიდეო დაიყებს ჩაძირვას.
2 კვირის დაძველებულ ვიდეოს შეგიძლიათ დაუმატოთ ხარისხიანი ნახვები.
ნახვა ხარისხიანია, თუკი :
1. ხანგრძლიოვობა აღემატება 30 წამს,
2. ნახის ხანგრძლივობა აღემატება ვიდეოს ხანგრძლივობის 90%-ს.
დღეში 50-100 ასეთი ნახვა (შტრაფების არ არსებობის შემთხვევაში და ნიშის გათვალისწინებით) მნიშვნელოვნად წინ წაწევს ვიდეოს. ამას პროპორციულად უნდა დაუმატოთ ლაიქები (დღეში 20+), ფავები (დღეში 5+), საბები (დღეში 3+), კომენტარები - ესენი უკვე კარგი თბილი ატმოსფეროს შესაქმნელად

ეხლა იარაღები:
u2bviews - ამათი ნებისმიერო ნახვა გვაჯარიმებს. მაინც ვიყენებ - კომენტარების დასამატებლად. როგორც კი კომენტარებს მორჩება, ვიდეოს ვუშლი დავალებებიდან. პლიუსი - ამათი ბოტი მუშაობს ვიუებზე (დასაქაჩი პროგრამა) და ღამეში 1000+ ქულას აგროვებს.
addmefast - ამათ ვიყენებ ლაიქების, საბების და ფავებისთვის. პლიუსი - ბოტი აგროვებს 2000 ქულას ღამეში (ბოტი სკრიპტია, რომელიც ქლინფაილზე დევს). მინუსი - ხანდახან, ორ კვირაში ერთხელ გაურკვეველ ვიდეოს მიდებენ გასაქაჩათ, სულ შემოწმება უნდა, შენი ქულებით ვიღაც ხო არ მაიმუნობს. ორჯერ წავშალე ეგრე ჩემ ანგარიშზე სხვისი დამატებული ვიდეო (!)
enhanceviews - ყველაზე მაგარი გამქაჩავი. ძეიძლება ნახვის დროის ჩაწერა - ვაყენებ ჩემს 1 წუთიან ვიდეოზე 50 წამს. ვიდეოს ნახვის შემდეგ რამოდენიმე წამი შემოწმებას უნდება, ამიტომ რეალურად 55+ წამი მოდის ნახვები. მინუსი - ნახვის ფასი წამების რაოდენობას უდრის. შესაბამისად კარგია ერთ წუთიან ვიდეოებზე, მაგრამ ძვირი გამოდის 2-3 და მეტი ხანგრძლივობის ვიდეოებზე.
megaviews.io - ამას დღეს ვატესტირებ. ამბობენ იდეალურია უფასო 60 წამიანი ნახვებისთვისო ... ვნახოთ.