მოგესალმებით! WebMoney-ს სმარტივზე გადაბმა აღარ არის ხელმისაწვდომი.
იმისთვის, რომ საფულიდან სმარტივი ბარათზე თანხა გადაიტანოთ, საჭიროა, რომ პირველ რიგში, გააუქმოთ გადაბმა;
ჩვენს ვებგვერდზე აირჩიოთ სმარტივი და მიჰყვეთ პროცედურას.
ასეთი შეცდომა ხშირ შემთხვევაში უჩანთ იმ მომხმარებლებს, რომელთაც გაუქმება ჯერჯერობით კვლავ აქტიური აქვთ სმარტივზე.
თუ მაინც პრობლემა შეგექმნებათ, გამოგვიგზავნეთ სქრინშოთი და თქვენი სმარტივის ნიკი info@mm.ge-ზე.
* * *
★ ძვირფასო მომხმარებლებო, სასიამოვნო სიახლე გვინდა გაგაცნოთ!
საქართველოში უკვე შესაძლებელია მიიღოთ
პერსონალური ატესტატი WebMoney-ს სისტემაში!
პერსონალური ატესტატის მფლობელს სისტემაში ენიჭება შემდეგი შესაძლებლობები:
• რესურსების მიღების ავტომატიზაცია Merchant WebMoney Transfer-ის ინტერფეისის გამოყენებით;
• საკრედიტო ბირჟის მუშაობაში მონაწილეობის მიღება;
• სერვის Capitaller-ის მუშაობაში მონაწილეობა (ბიუჯეტის ავტომატიზირებული მართვის მოდული - бюджетные автоматы);
• "მეგასტოკის" კატალოგის ნებისმიერ განყოფილებაში ინტერნეტრესურსების რეგისტრაციაზე განაცხადის გაკეთდება;
• სისტემის კონსულტანტის სტატუსის მიღება;
• საწყისი ატესტატების გაცემის უფლება;
• სიახლეების განთავსება WM სისტემის სხვადასხვა ვებგვერდზე;
• DigiSeller სერვისის მეშვეობით სავაჭრო პლატფორმების შექმნა;
• საარბიტრაჟო სისტემაში შეზღუდვების გარეშე საჩივრების შეტანის უფლება.
ატესტატის მიღების ინსტრუქციას გაეცანით
აქ.