მოგესალმებით!
გაცნობებთ, რომ აღნიშნული ლიმიტი განპირობებული იყო მომხარებლების მოთხოვნის შესაბამისად, ვინაიდან, მოგეხსენებათ, ვებმანის სისტემაში არსებობს გარკვეული შეზღუდვები სტანდარტული საფულის ტიპებზე.
მომხმარებელთა ძალიან დიდი ნაწილს აქვს სწორედ სტანდარტული საფულე და მათი შეზღუდვა დღეში შეადგენს დაახლოებით 500 დოლარს. "მანი მუვერს"-მა გაითვალისწინა თხოვნა და დააწესა აღნიშნული შეზღუდვა.
ასევე შეზღუდვაა კონკრეტული სერვისპროვაიდერების მხრიდან, რომელიც გვავალდებულებს, რომ მაქსიმალური თანხა არ უნდა აჭარბებდეს ერთჯერადად 1500 ლარს.
იმ მომხმარებლისთვის, ვისაც სურს დიდი თანხების განაღდება, ჩვენს კომპანიას აქვს გათვალისწინებული პირადი ხელშეკრულებით მომსახურება: აღნიშნული სერვისის მისაღებად თქვენ უნდა მობრძანდეთ ჩვენს სერვისცენტრში, გააფორმოთ ხელშეკრულება და ჩვენი ფინანსური დეპარტამენტი არსებული ხელშეკრულების საფუძველზე პირად ანგარიშზე გადმოგირიცხავთ გასანაღდებელ თანხას.
გისურვებთ წარმატებას, ჯანსაღ კომუნიკაციასა და თანამშრომლობას ჩვენთან