გამარჯობა.
რამდენიმე თვის წინ Youtube -ს "ვაწვებოდი", გადმომირიცხეს თანხა, მაგრამ მერე ალბათ თავში ამივარდა და შევეშვი.
2 თვის წინ კი Myvideo.ge -ზე დავარეგისტრირე არხი, ბრენდირება მოვიპოვე (თუ ახვალ 200 000 ნახვაზე, 50 გამომწერზე და მინიმუმ 20 ვიდეო გექნებათ არხზე, ბრენდირებას მიიღებთ) იმ იმედით, რომ ნახვებზე თანხა ჩამერიცხებოდა. სამწუხაროდ, უარი მითხრეს. ვიცოდი, რომ თანხა მხოლოდ პარტნიორებს ეძლეოდათ, მაგრამ როცა ვნახე რამდენიმე არხი, რომლებიც ორიგინალ ქონთენთს არ დებდნენ და მილიონიბით ნახვის მოპოვებაზე წვალობ(დნ)ენ, იმედი მომეცა, რომ მეც მომცემენ პარტნიორობას არაორიგინალი ქონთენთითქო ..
ამ ამბავსაც შევეშვი, მაგრამ 1 თვის წინ მე და ჩემს ძმაკაცს მოგვივიდა თავში იდეა, შეგვექმნა არხი, სადაც ორიგინალ ქონთენთსს დავდებდით. ეს იქნებოდა ვიდეო მონტაჟები, გაკვეთილები, ეხლა თარგმანებიც შევმატეთ (როგორც აღმოჩნდა თარგმანი მაივიდეოზე ორიგინალად ითვლება). მითხრეს 1000 ნახვაზე 1 ლარიაო, თუმცა მასე არ აღმოჩნდა, "მეტს" იხდიან. 1000 ნახვაზე, დაახლოებით 120-130 თეთრი ..
არის არხები, რომლებიც დებენ თამაშების განხილვებს, აპლიკაციების განხილვებს და ა.შ., მაგრამ მათ ვიდეოებში აუცილებად მათი საუბარი და აუცილებლად ქართულ ენაზე უნდა იყოს .. იგივე არის გაკვეთილებზეც
ერთი დიდი პრობლემა მაქვს ხოლმე პირადად მე:

დღეებს მიტოვებენ. მაგალითად, მარტში 20 მარტი გამომიტოვეს, აპილში კი 4 რიცხვი.. 20 მარტი რამდენიმე დღეში მოვაგვარე და ჩამირიცხეს, იმედია 4 აპრილსაც ჩამირიცხავენ..
ფულის გამოტანა საბანკო ანგარიშით ხდება. ყოველი თვის 15 რიცხვში თუ თქვენი არხის ბალანსი აღემატება 50 ლარს, გადმოირიცხება თანხა, მაგრამ დააკლდება კანონით გათვალისწინებული 20%, ფული კი თქვენს ანგარიშზე მაქსიმუმ 10 საბანკო დღეში დაგერიცხებათ.
პარტნიორის სტატუსის მქონე არხის ავტორს, სტანდარტულიმომხმარებლისა და ბრენდირებული არხის გვერდთან შედარებით, გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
1. აქვს საშუალება გამოიმუშაოს თანხა განთავსებული ვიდეორგოლების საშუალებით მათ გვერდზეგასული რეკლამის რაოდენობის შესაბამისად.
2. პარტნიორის სტატუსის მქონე გვერდს აქვსსპეციალურადმინიჭებულიმისამართიშემდეგი ფორმატით: myvideo.ge/TQVENI-SAXELI
3. ვიდეოების განთავსება შესაძლებელია ყოველგვარი ლიმიტის გარეშე ( განუსაზღვრელი ზომა და ხანგრძლივობა)
4. შესაძლებელია გვერდის დიზაინის მოდიფიცირება გვერდის ჰედერისა და ვიდეორგოლისფონის სურათის შეცვლის გზით; ვიდეორგოლის ფონის სურათი უნდა იყოს თემატური და ასახავდეს ვიდეოს შინაარსს, რაც არ გამოიწვევს მნახველების შეცდომაში შეყვანას.
5. ვიდეორგოლების სწრაფი ატვირთვა რიგის გარეშე;
6. გვერდის ანგარიშში დამატებითი ინფორმაციის შეყვანის საშუალება;
7. ვიდეორგოლებში ანოტაციების დამატების შესაძლებლობა.
პარტნიორის სტატუსისმოთხოვნაზე მომხმარებელი თანხმობას არ მიიღებს იმ შემთხვევაში, თუ:
1. მომხმარებელი არღვევს MyVideo.ge -ს ძირითადი სამომხმარებლო შეთანხმების პრინციპებს (სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე:
http://www.myvideo.ge/?act=inc&p=agreement);2. მომხმარებელს არ აქვს საკუთარი ბრენდირებული არხი;
3. მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეორგოლების ძირითადი ნაწილი შედგება სხვადასხვა ვიდეოს უბრალო მონტაჟის ან ფოტოკოლაჟისაგან (სლაიდშოუ);
4. განთავსებული ვიდეომასალა არ არის არხის მფლობელის მიერ შექმნილი;
5. მომხმარებლის გვერდზე არ არის ატვირთული მინიმუმ 5 უნიკალური ვიდეორგოლი;
6. მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეორგოლები არ სარგებლობენ პოპულარობით;
7. მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეორგოლების პოპულარობა გაზრდილია ხელოვნურად, დამხმარე პროგრამების გამოყენებით.
8. არ აკმაყოფილებს მინიმალურ პოპულარობის კრიტერიუმებს: 100 000 ჯამური ნახვა და 50 გამომწერი.
მინიმალური პოპულარობის კრიტერიუმს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მე პირადად პარტნიორობა მივიღე 7 გამომწერითა და 3000 ნახვით დაახლოებით. მაგრამ 5 ვიდეო ამატვირთინეს და ისე მომცეს პარტნიორობა.
მოკლედ, კარგი საქმეა თუ გამონახავთ ამისათვის დროს. თავიდან ცოტა ჭირს დაწება, მაგრამ შემდეგ ყველაფერი ძალიან ადვილია.
მე პირადად მაივიდეოზე მუშაობა მირჩევნია იუთუბს, იმიტომ, რომ მიადვილდება აქ. ქართველ მომხმარებელს აკლია კარგი ვიდეო, რომელიც იუთუბის მომხმარებელს არ აკლია. შექმენი ვიდეო, ატვირთეთ და მიიღეთ ძალიან მარტივად შემოსავალი
თუ რაიმე კითხვები გაგიჩნდებათ, დამიწერეთ და ვეცდები გიპასუხოთ.
ეს ჩემი გვერდია:
http://www.myvideo.ge/GandGChannel (რეკლამაში არ ჩამითვლიან იმედია)
ეს კი ელექტრონული ფოსტა, სადაც უნდა მიმართოთ პარტნიორობის თხოვნით: dev@itdc.ge
წარმატებები!
UI/UX Designer.