wox1997პარტნიორული სისტემა
MyVideo.ge-ს პარტნიორული სისტემა აძლევს საშუალებას უნიკალური ვიდეომასალის ავტორებს მიიღონ გარკვეული შემოსავალი მათი ინტერნეტში გავრცელებით.
პარტნიორის სტატუსის მქონე არხის ავტორს, სტანდარტულიმომხმარებლისა და ბრენდირებული არხის გვერდთან შედარებით, გააჩნია შემდეგი უპირატესობები:
აქვს საშუალება გამოიმუშაოს თანხა განთავსებული ვიდეორგოლების საშუალებით მათ გვერდზეგასული რეკლამის რაოდენობის შესაბამისად.
პარტნიორის სტატუსის მქონე გვერდს აქვსსპეციალურადმინიჭებულიმისამართიშემდეგი ფორმატით: myvideo.ge/TQVENI-SAXELI (მაგ.
http://www.myvideo.ge/nichieri)ვიდეოების განთავსება შესაძლებელია ყოველგვარი ლიმიტის გარეშე ( განუსაზღვრელი ზომა და ხანგრძლივობა)
შესაძლებელია გვერდის დიზაინის მოდიფიცირება გვერდის ჰედერისა და ვიდეორგოლისფონის სურათის შეცვლის გზით;ვიდეორგოლის ფონის სურათი უნდა იყოს თემატური და ასახავდეს ვიდეოს შინაარსს, რაც არ გამოიწვევს მნახველების შეცდომაში შეყვანას.
ვიდეორგოლების სწრაფი ატვირთვა რიგის გარეშე;
გვერდის ანგარიშში დამატებითი ინფორმაციის შეყვანის საშუალება;
ვიდეორგოლებში ანოტაციების დამატების შესაძლებლობა.
პარტნიორის სტატუსის მინიჭებაშეუძლია მხოლოდ MyVideo.ge-ს ადმინისტრაციას ავტორის მოთხოვნის საუძველზე. ამასთანავე, ადმინისტრაცია იტოვებს მოთხოვნაზე უარის თქმის უფლებას მომხმარებლისთვის მიზეზის ახსნის გარეშე.ადმინისტრაციის დასტურის შემთხვევაში, პარტნიორის სტატუსის მინიჭებაუფასოა.
თანხის გამომუშავების პრინციპი
პარტნიორის სტატუსის მქონე ავტორს მის გვერდზე გასული რეკლამის ჩვენებათა რაოდენობის შესაბამისად დაერიცხება გამომუშავებული თანხა.მიმდინარე თვისთანხის დარიცხვა ხდება მომხმარებლის საბანკო ანგარიშზე მომდევნო თვის 15 რიცხვში და განაღდება შესაძლებელია თვეში ერთხელ საბანკო გადარიცხვით, იმ შემთხვევაში, თუკი დაგროვილი თანხა აღემატება50 ლარს.კერძო პირებს დაუკავდებათ კანონით დადგენილი საშემოსავლო გადასახადი.
გამომუშავებული თანხის სტატისტიკის ხილვა შესაძლებელია მომხმარებლის ანგარიშში ავტორიზაციის გავლის შემდეგ. MyVideo.ge-ს ადმინისტრაცია არ იძლევა გარანტიას, რომ სარეკლამო განყოფილება პარტნიორის ვიდეომასალას რეკლამას დატვირთავს100%ით.
პარტნიორის სტატუსისმოთხოვნაზე მომხმარებელი თანხმობას არ მიიღებსიმ შემთხვევაში, თუ:
მომხმარებელი არღვევს MyVideo.ge -ს ძირითადი სამომხმარებლო შეთანხმების პრინციპებს (სამომხმარებლო შეთანხმების უახლესი ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე:
http://www.myvideo.ge/?act=inc&p=agreement);მომხმარებელს არ აქვს საკუთარი ბრენდირებული არხი;
მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეორგოლების ძირითადი ნაწილი შედგება სხვადასხვა ვიდეოს უბრალო მონტაჟის ან ფოტოკოლაჟისაგან (სლაიდშოუ);
განთავსებული ვიდეომასალა არ არის არხის მფლობელის მიერ შექმნილი;
მომხმარებლის გვერდზე არ არის ატვირთული მინიმუმ 5 უნიკალური ვიდეორგოლი;
მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეორგოლები არ სარგებლობენ პოპულარობით;
მომხმარებლის მიერ ატვირთული ვიდეორგოლების პოპულარობა გაზრდილია ხელოვნურად, დამხმარე პროგრამების გამოყენებით.
არ აკმაყოფილებს მინიმალურ პოპულარობის კრიტერიუმებს: 100 000 ჯამური ნახვა და 50 გამომწერი.
თუკი არხი, რომელიც პარტნიორის სტატუსს ითხოვს, წარმოადგენს:
ორგანიზაციას,
ტელევიზიას ან სატელევიზიო გადაცემას,
ინტერნეტ გადაცემას,
მუსიკალურ ან ხელოვნების სხვა დარგში მოღვაწე ჯგუფს ან პიროვნებას,
საზოგადო მოღვაწეს ან ცნობილ ფიგურას,
სხვადასხვა თემატიკის ვიდეოგაკვეთილებსან ვიდეოტრეინინგებს,
ასეთ შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული პოპულარობის განმსაზღვრელი კრიტერიუმების დაკმაყოფილება აღარ არის აუცილებელი პარტნიორის სტატუსის მისაღებად.
ამასთანავე, ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას განსაკუთრებულ შემთხვევებში დაუშვას გამონაკლისები და საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე მიანიჭოს ან ჩამოართვას მომხმარებლის არხს პარტნიორის სტატუსი მიზეზის ახსნის გარეშე.
პარტნიორის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ვიდეორგოლების ნახვის რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის შემთხვევაში MyVideo.GE -სადმინისტრაცია უფლებამოსილია მომხმარებელს გაუფრთხილებლად გაუთიშოს პარტნიორის სტატუსი. თაღლითური გზით გამომუშავებული თანხა ავტომატურად ჩამოიჭრება პარტნიორის ანგარიშიდან.
პარტნიორის სტატუსის მქონე მომხმარებელს ეკრძალება ერთხელ დადებული ვიდეოს წაშლა და მისი ხელახლა დადება ვიდეოს პოპულარობის გაზრდის მიზნით.
პარტნიორის სტატუსის მინიჭების შემდეგ აკრძალულია არხის თემატიკის ცვლილება. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა მიმართოს MyVideo.GE -სადმინისტრაცას ახალი არხის მოთხოვნით.
მოთხოვნები ვიდეორგოლების კატეგორიების მიხედვით:
გაკვეთილები
თუკი პარტნიორის სტატუსის მქონე არხი გაკვეთილების კატეგორიას მიეკუთვნება, ვიდეორგოლები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ხმოვან კომენტარებს ან სუბტიტრებს ქართულ ენაზე.
თამაშები
თუკი პარტნიორის სტატუსის მქონე არხი თამაშების კატეგორიას მიეკუთვნება, ვიდეორგოლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ვიდეორგოლები აუცილებლად უნდა შეიცავდეს ხმოვან კომენტარებს ან სუბტიტრებს ქართულ ენაზე;
ვიდეოგამოსახულების FPS - არ უნდა იყოს 25-ზე ნაკლები;
ვიდეორგოლის გაფართოება უნდა იყოს მინიმუმ 720 P.
მიუხედავადიმისა, რომ MyVideo.GE -სადმინისტრაციაეცდება აცნობოს მოხმარებლებსპარტნიორული სტატუსის მოთხოვნებსა და მოხმარების წესებშიშესულიმნიშვნელოვანიცვლილებებისშესახებ, კრიტერიუმები შესაძლოა შეიცვალოსადმინისტრაციისმიერყოველგვარისპეციალურიშეტყობინებისგარეშე. შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობაა რომ სერვისისგამოყენებისასიხელმძღვანელოთ პარტნიორული სისტემის შესახებ უახლესი ინფორმაციით, რომელიც ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
http://www.myvideo.ge/c/pages/?ci_m=partnersპარტნორის სტატუსისმოთხოვნით მოგვმართეთ ელ. ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: dev@itdc.ge და თემაში მიუთითეთ „პარტნიორის სტატუსი“.