კარგი თემაა, მეც დავამატებ ცოტას
პირველ რიგში არ დავეთანხმები სოკრატას ყველაფერში. ცპა-ს ძირითადად სპამით და დარღვევებით არ იყენებენ. ეგ მეთოდები ძირითადად დაბალ ანაზღაურებად ოფერებზეა (იმეილის/ზიპის შეყვანა. - მაქს 2$ გადახდა) ყველაზე კარგი შედეგი მიიღება საძიებო სისტემების ფასიანი ან უფასო ტრაფიკით, იმიტომ რომ პირდაპირ მიზნობრივ ვიზიტორს იღებ.
ოფერები:
ოფერები მრავალნაირია. იმეილის შეყვანა, რეგისტრაცია, შეკვეთის გაფორმება, ტესტ დრაივი, ამ ბოლო დროს პოპულარულია pay per call ტიპის ოფერები - ნეტვორკი გაძლევს უნიკალურ ტელეფონის ნომერს და თუ შენი ვიზიტორი დარეკავს ამ ნომერზე შენ გიხდიან თანხას 15-70$ ფარგლებში. გასათვალისწინებელია ის რომ თუ ზუსტად არ შეარჩევთ ოფერს, კონვერტაციები მინიმალური იქნება
მაგალითისთვის მე მქონდა საიტი ამერიკულ ატრაქციონების ქსელზე six flags და ვარეკლამებდი ოფერს six flags 2 free tickets. კონვერტირდებოდა ძალიან წარმატებით. 100 ვიზიტორიდან 5-10 კონვერტაცია, მაგრამ იყო სეზონური. მუშაობდა ძირითადად ზაფხულში
ბოლო 2 წელია ვმუშაობ ერთ-ერთ ფინანსურ ოფერზე რომელიც მიხდის 25$ თითო მარტივი ფორმის შევსებაში და 100 უნიკალური ვიზიტორიდან 5-7 კონვერტირდება. ტრაფიკი მყავს გუგლიდან კონკრეტულ საძიებო ფრაზებზე. სხვა ტრაფიკზე 1000000 დან შეიძლება 1 კონვერტაციაც არ იყოს
ოფერების მოსაძებნად და რომელი ნეტვორკი მუშაობს ამ ოფერზე გასაგებად
http://offervault.com/მოკლედ თუ სწორად არ შეარჩევთ ოფერს და ტრაფიკი მიზნობრივი არაა, ადსენსი იხმარეთ ისევ
ნეტვორკები:
რეკომენდაციას გავუწევ maxbounty, CJ, clickbank-ს. რეგისტრაციაზე წერია თემის დასაწყისში. სრულად ნეტვორკების სია, გადახდის მეთოდებზე და პერიოდებზე ინფო www.affpaying.com/
Armenicum - სომხური წარმოების კიბოს წამალი. მართალია კიბოს არ არჩენს მაგრამ არც აჩენს!