ძალიან შებოჭილი ხარ ადსენსეთი, ისღა დაგრჩენია განალაგო ბანერები საიტზე და დაელოდო კლიკებს. მერე უნდა ატარო ექსპერიმენტები და აიტკიო თავი იმაზე, თუ რომელ პოზიციაზე გექნება მაღალი ცტრ და ცპც, ამაზე უამრავი ფაქტორი მოქმედებს. მქონდა 2 ვებ საიტი - ერთი განათლების ნიშაში და ერთი ფლეშ თამაშებში, ცპც მქონდა ორივეზე ერთნაირი. მაგალითად, განათლების ნიშაში რომ მაქვს საიტი, მანდ ადსენსეზე ვშოულობდი თვეში 4 ევროს.

ძალიან ბევრი რო მეცადა და გამეზარდა ცტრ ავსულიყავი ჰაჰა 20 ევროზე თვეში. არადა არის მაგ ნიშაში ცპა პროგრამები, სადაც ლიდში 20 დოლარს იხდიან. 2% კონვერტაცია ძალიან მარტივია და ცპა-ს კარგად თუ ჩავსვამ თვეში საშუალოდ 400 დოლარს მარტივად ვიშოვი. ღირს მაგ საიტის ადსენსეზე ოპტიმიზაცია? - არა. ღირს ცპა? - კი.

არის ძალიან ბევრი 1 საფეხურიანი ცპა პროგრამა, სადაც მხოლოდ მეილის და ზიპ კოდის შეყვანაში გაძლევს 1 დოლარს. თითქმის ნებისმიერი ნიშას კონვერტაცია შეგიძლია, დაჟე ფლეშ თამაშების საიტისაც.

ამასთანავე აქ ბევრად უფრო თავისუფალი ხარ და მარტივად შეგიძლია % გაზრდა. თან მთელი მუღამი იმაშია, რომ იცი რაში რამდენს აიღებ, რას ყიდი, რისკენ უბიძგებ მომხმარებლებს და ა.შ
დამწყები რო ვიყავი მეშინოდა ცპასი. მეგონა ვერავის ვერაფერს მივყიდიდი და ვერ ვუბიძგებდი.

აღმოჩნდა, რომ არც ისეთი რთული ყოფილა.