მუხლი 189. საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის ხელყოფა
3."საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა, იმპორტირება, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და
საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვა ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე.
4.ამ მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:
ა)ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით;
ბ)წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,-
ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით.
მაინც იცოდეთ, ყოველი შემთხვევისთვის