ერთი კითხვით კი არა ათასი კითხვით შეგვაწუხებ..
ფიქრობ რომ იუთუბს ეხება და ვიდეოების გაქაჩვას და მორჩა.. ეს ხომ მარტივია არა?
სადაც შეიძლება მილიონერი გახდე ხომ უნდა დაფიქრდე რომ ისეთი მარტივი არ იქნება როგორც შენ ფიქრობ...
შენ რომ "საქმეს ხელს კიდებდე" და არასერიოზულად არ ეკიდებოდე ელემენტარულად ედსენსის რეგისტრაციაზე პოსტებს კი არ გააკეთებდი კითხვებით... პირველ გვერდზე ვიდეოგაკვეთილში ახსნილ და დაღეჭილ ვიდეოს მიყვებოდი და ამდენ დროს არ დაკარგავდი პასუხის ლოდინში...
თუ მოდიხართ აქ და გამოცდილებისგან რამეს ითხოვთ გამოცდილები გირჩევენ რომ
თემები გადაიკითხოთ!
თქვენ კი
გეზარებათ...
ვისაც რამე აქვს ნაშოვნი ეს აქვს გავლილი...
რატომღაც თქვენ თავი გენიოსები გგონიათ მაგრამ სინამდვილეში ზედმეტად ცუდად უდგებით საქმეს...
ელემენტარულად ის რომ სათქვენოდ ჩვენი უზარმაზარი პრაქტიკაა წინა თემებში და ეს გამოიყენოთ ეს არ გესმით...
თქვენ დაიხევთ უკან მინიმუმ 6 თვით მაინც.. (საუკეთესო შემთხვევაში) და ამ დროში უმეტესობა დამწყები თავსაც დაანებებთ..
თემები რომ გადაიკითხოთ მოუნდებით 1 კვირა და დარჩება მხოლოდ პირადი პრაქტიკის აგროვება და თქვენივე შესაძლებლობები რომ ამ საქმეში რამე შედეგი ნახოთ!..
ასეთი მიდგომით ყველაფერი ნათელია..
1. სიზამრაცე
2. თავი რამე მგონია 'თემა..
3. არასერიოზული მიდგომა...
გარანტიას გაძლევთ რომ 100დან 95 საერთოდ ვერაფერ შედეგს ვერ ნახავთ..
დანარჩენი 4 კი ინანებთ რომ შედეგისთვის ამდენი იწვალეთ და არ მოიქეცით თავიდანვე ჭკვიანურად...
1 კი ის შედეგიანი იქნება რომელიც ჭკვიანურად მიუდგება ამ საქმეს...
ეს ზოგადი სტატისტიკა კი აქ მომსვლელი დამწყებებიდან გამომდინარე მაქვს დაწერილი
საოცარი ისაა რომ 1-2 დამწყების გარდა აბსოლიტურად ყველა ზერელედ უდგება ამ საქმეს და აზრზე არაა (სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) რა არის თავისთვის სასიკეთო და რით უნდა ნახოს შედეგი...
ეს არის ელემენტარული და ამას თუ არ ითვალისწინებთ თქვენი შედეგი ცენტებს და რამდენიმე დოლარს არ გასცდება...
ახლა 10დან 9 დამწყები ჩემზე ან შეიგინებით ან რამე ნიტოს იფიქრებთ...
იმიტომ რომ იმასაც ვერ ხვდებით ვისთვის და რისთვის ვწერ(თ) ამას!
შემდეგ კი შემოდიხართ აქ და ტლიკინებთ რომ თურმე "აბა აქ ვინ რას გეტყვით რა ნიშა ჯობია და რა შემთხვევაში არ იბლოკები".. "აბა აქ ვინ წაგეშველება".. "აბა აქ ყველა მალავს რაც იციან".. "აბა აქ ხომ არავინ არაფერს გეტყვის"...
ამას გეუბნება ის ხელმოცარული საცოდავი რომელსაც თემებიც კი არ გადაუკითხია და რამის შოვნა უნდა ასე არაფრიდან...
წამოწვეს და მანი ითვალოს..
ქართველების (დ არამარტო) ოცნება...
ოცნება ოცნებად დარჩება... სხვების პრაქტიკითაც ვერაფერს სწავლობთ... გინდათ რომ თქვენს მაგივრად იმუშაონ...
თუ ისე არ იზამთ როგორც გეუბნებით ( 6 თვის.. ერთი წლის.. ორი წლის.. სამი წლის შემდეგ ეს ჩემი ნათქვამი გაიხსენეთ..)
ცენტებს ვერ გაცდებით! This post has been edited by ErikTon on 11 Apr 2015, 19:21