GREGREმართლა დიდი შრომა ჩადო პირველი პოსტის ავტორმა, მეც დამწყები ვარ და პირველი პოსტი საკმარისი იყო იმისათვის რომ გარკვეული წარმოდგენა შემქმნოდა.
ქუიზი რა არის მართლა არ იყო პირველი პოსტის წაკითხვა საკმარისი ჩემთვის პირადად, რომ ჩამოყალიბებული და გასაგები ყოფილიყო.
ამის გამო ნუ გაკიცხავთ ამ კაცს.
ისე კი... ვინც ამ საქმეს მოკიდებთ ხელს, იცოდეთ რომ მარტივი არ არის წარმატების მიღწევა. თუმცა წარმატება ვის როგორ წარმოუდგენია მაგასაც აქვს თავისი ზღვარი. აგერ ზოგი 500 დოლარს აკეთებს დღეში და მათთვის წარმატება მოგების კიდევ უფრო მაქსიმიზაციაა.
მაგ დონემდე მისვლა კი დამწყებისთვის დიდი წარმატება.
ხოდა ჩემო მოეგობრებო... კიდევ ერთი რაშიც დავრწმუნდი ის, არის რომ თუ კონკრეტულ რაღაცაში ხარ მაგარი ჯობია იმ ნიშას მიაწვე.
მაგალითად, ზოგისთვის ფიტნესია ჰობი, ზოგისთვის ჭიდაობა, ზოგისთვის ფეხბურთი, სამხედრო საქმე და ა.შ.
ხოდა ინტერესის სფერო რაც არის იმ ნიშას მიაწექით და მერწმუნეთ თქვენი მიზნობრივი სეგმენტი დაგიფასებთ შრომას.

მე პირადად არ მაქვს იმისათვის დრო რომ ჩავუჯდე და ძალიან კარგი ვიდეოები გავაკეთო, ერთ კონკრეტულ სფეროზე.
ვიღებ სხვადასხვა თემატიკის ვიდეოებს და ვტვირთავ ჩემ არხზე. არ აქვს ბევრი ნახვები, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე მაქვს გეგმა რომ მოვიცალო იუთუბისთვის და ალბათ ბევრჯერ მომიწევს აქაურების შეწუხება

))