* * *
შესავალი
Clickbank არის ფასდაუდებელი ოქროს მაღარო, მაგრამ მე აქ გამუდმებით ვკითხულობ ან ვიღებ მესიჯებს, იმ ხალხისგან ვინც ცდილობს დაიწყოს მუშაობა Clickbank-თან. სამწუხაროდ, ხშირად რამდენიმე კვირის შემდეგ ვამოწმებ ამ ადამიანებს და ისინი ისევ ფიქრობენ მოკიდონ თუ არა ხელი ამ საქმეს ან საერთოდ დაწყებამდე დანებდნენ და აღარც აპირებენ დაბრუნებას.
ძალიან მარტივია კარგი შემოსავლის მიღება Clickbank-თან მუშაობის შედეგად...მაგრამ ადამიანების უმეტესობის შეცდომა ის არის, რომ სათანადოდ არ ცდილობენ წარმატების მისაღწევად.
ყველაზე დიდი წვალება არის ფიქრში, ისინი ფიქრობენ ბევრს, ზედმეტ ყურადღებას აქცევენ თეორიას და ბევრ დროს ხარჯავენ მასზე, რის შედეგადაც არ გადადიან მოქმედებაზე, რადგან ვერასდროს ხვდებიან აქვთ თუ არა საკმარისი ცოდნა ამისთვის.
სხვები ცდილობენ, მაგრამ უშვებენ კლასიკურ შეცდომებს, მაგალითად, ირჩევენ 100+ მქონე Gravity-ის პროდუქტებს, რადგან მათ გონიათ, რომ ასეთი პროდუქტების გაყიდვა ყველაზე ადვილია. ეს შეცდომაა !! ამ პროდუქტებზე უკვე არის საკმაოდ დიდი ეფილიეიტ კონკურენცია და პრაქტიკულად პრომოუშენის ყველა მეთოდი გაჟღენთილია სხვადასხვა ლინკებით. მაგრამ თუ თქვენ კარგად ფლობთ შემდეგ შესაძლებლობებს, როგორებიცაა SEO, YT-ის ვიდეოების დარანკვა და ა.შ, ან გაქვთ ტრეფიკის მოზიდვის რაიმე მეთოდი, რომელიც არაა გავრცელებული საზოგადოებაში და ბევრმა არ იცის, მაშინ, შეგიძლიათ მოკიდოთ ხელი ასეთ პროდუქტებს.
ახლა კი გადავიდეთ მეორე ეტაპზე, აქ აღწერილია თუ როგორ უნდა შეარჩიოს დამწყებმა კარგი პროდუქტი კლიკბანკზე:
შედით "marketplace"-ში და Gravity-ს ფილტრი დააყენეთ 5-დან 25-მდე. მენდეთ ამ დეტალზე. ძალიან დიდი არჩევანი გექნებათ ჯანმრთელობის კატეგორიაში. გამოტოვეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც აკმაყოფილებენ Gravity-ს ჩვენს პირობებს, მაგრამ არიან ზედმეტად პოპულარულ ნიშაში(მაგ: "weight loss" და "make money online"), ეს დაგეხმარებათ მარტივი კონკურენციის მქონე ნიშის მოძებნაში.
შემდეგ, გადადით პროდუქტის Landing Page-ზე, დააკვირდით დიზაინი უნდა იყოს პროფესიონალურად დამუშავებული, ანუ მაღალი ხარისხის და რაც შეეხება ფასს, უნდა მერყეობდეს $17-$47-ის ფარგლებში. თუ პროდუქტი ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მაშინ დაუკავშირდით გამყიდველს, უთხარით რომ თქვენ ხართ მისი პოტენციური პარტნიორი და გსურთ review-ის ერთ-ერთი ვერსია. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია review არ იყოს კოპირებული, მაგრამ დაელოდეთ რას გიპასუხებთ გამყიდველი. იმ შემთხვევაში თუ მათ პასუხი არ მოგწერეს, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ აკეთებენ ინვესტიციებს მათ პარტნიორებში და შეეშვით, არ ღირს ასეთ გამყიდველებთან დროის ხარჯვა. გადადით შემდეგ პროდუქტზე. როდესაც თქვენი წერილი შედეგს გამოიღებს და გამყიდველი საინტერესო და გამოსადეგ პასუხს მოგწერთ, ე.ი თქვენ გაიმარჯვეთ. გამყიდველი დარწმუნებული უნდა იყოს მისი პროდუქტის კონკურენტუნარიანობაში, ის უნდა ეხმარებოდეს პარტნიორებს რათა მიიღოს მეტი შემოსავალი.
როგორ გავავრცელოთ ?
შენ არ გჭირდება რაიმე სპეციალური მეთოდი პირველი გაყიდვების მისაღებად. ყველაზე მარტივი 3 მეთოდია საიტის გაკეთება მიკრონიშაში, იუთუბი ან PPC(იგულისხმება საძიებო სისტემებში დარეკლამება, მაგ: გუგლ ედვორდი). რადგან ჩვენ არ ავირჩიეთ მაღალი Gravity-ს მქონე პროდუქტი, ე.ი კონკურენციაც დაბალია და ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას გვექნება უპირატესობები:
1) თუ თქვენ ააწყობთ მიკრონიშის საიტს ან ატვირთავთ იუთუბის ვიდეოს, საკმაოდ მარტივი იქნება მათი საძიებო სისტემაში დარანკვა(SEO-ში დაგჭირდებათ მცირე ინვესტიცია). P.S. მიკრონიშის საიტს უნდა ქონდეს მინიმუმ 5 გვერდი, იდეალური იქნება დაახლოებით 10 გვერდის გაკეთება. ხოლო იუთუბის გასაღებია გუგლში დარანკვა. ეს არ გამოგადგებათ იმ შემთხვევაში თუ თქვენი საიტი იუთუბის სერპში იკავებს პირველ სამ წამყვან პოზიციას, მაგრამ გუგლში არ ჩანს 1-2 გვერდებზე. გაუკეთეთ ბექლინკები თქვენს ვიდეოს ისევე, როგორც იზამდით ჩვეულებრივი საიტის შემთხვევაში.
2)თუ თქვენ აირჩიეთ PPC, ანუ საძიებო სისტემებში რეკლამირება, მაშინ თქვენ უნდა იპოვოთ დაბალი CPC-ს მქონე ქივორდები($0.05-0.10).. მე გირჩევთ Bing-ში დარეკლამებას, რადგან ისინი იძლევიან 50$-იან ვაუჩერს რეგისტრაციაზე. დასაწყისისთვის დაუმიზნეთ შემდეგი ქვეყნების ტრეფიკს მხოლოდ: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი და კანადა. თუ თქვენ შეზღუდულები ხართ ინვესტიციის მხრივ, ეცადეთ ქივორდები შეარჩიოთ მაქსიმალურად მიზნობრივად(ოღონდ არა ძალიან ვრცელი). დარეკლამების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. CTR უნდა გქონდეთ მინიმუმ 1-2%. რაც მთავარია დაივიწყეთ Facebook-ის რეკლამა. დიახ, ეს არის კარგი ტრეფიკის წყარო, მაგრამ მხოლოდ მათთვის ვინც ზუსტად იცის თუ რას აკეთებს, ხოლ ოდამწყებებს გირჩევთ თავი შეიკაოთ Facebook-ის რეკლამაში ინვესტიციისგან, რადგან ხშირად ეს ინვესტიცია წყალში გადაყრილი ფულია ვიდრე გამართლებული.
მონიტორინგი:
შემდეგი ეტაპია თქვენი Clilckbank-ის სტატისტიკის ანალიზი. თუ თქვენი conversions rate არის 1%-ზე დაბალი, ე.ი რაღაც შეცდომა დავუშვით, ან გამყიდველის მიერ მოცემული review არაა კარგი, ან შემოსულ ტრეფიკშია პრობლემა(არ არის საკმარისად მიზნობრივი). ისევ მიწერეთ გამყიდველს და კითხეთ რჩევა. წესიერ გამყიდველს მოეწონება თქვენი საიტის პრომოუშენი და მოგცემთ საჭირო რჩევებს.
გაფართოება, მასშტაბის გაზრდა:
გააკეთეთ ყველაფერი თავიდან, იპოვეთ ახალი 5-25 Gravity-ს მქონე პროდუქტი და გაიზარდეთ შემოსავალი. თქვენ ამ ეტაპზე გექნებათ მეტი გამოცდილება ვიდრე თავიდან გქონდათ და ფულიც მეტი გექნებათ ინვესტიციისთვის, ხოლო ამის შემდეგ გადადით უფრო დიდი Gravity-ს მქონე პროდუქტებზე.
სულ ეს იყო, წარმატებებს გისურვებთ და შეუდექით მოქმედებას
წყარო:
http://iseo.ge/index.php?/topic/187-%E1%83...83%9D%E1%83%97/ This post has been edited by spichuka on 17 Sep 2015, 11:40