კი, ვხვდები რა ტიპის საიტი იქნება
ანუ გავყოთ ორ საკითხად შენი შემთხვევა
1. ალბათ გსურს გუგლის საძიებო სისტემაში ოპტიმიზაცია ვებსაიტის ისე რომ პირველ ადგილზე იყოს რამდენიმე keyword-ისთვის
2. როგორც ჩანს ასევე გსურს ედსენსის რეკლამის განთავსება
* პირველ შემთხვევაში წარმატებული კამპანიის შემდეგ შეგიძლია უპრობლემოდ, ყოველგვარი კონტენტის გარეშე, გაიყვანო ნებისმიერი საძიებო სისტემის პირველ ადგილზე (მაგალითად TemplateMonster)
* მაგრამ როცა საქმე ეხება ედსენს (არა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას არამედ ედსენს) მაშინ კონტენტზე ექნება მოთხოვნა გუგლს
ანუ გუგლს თავის გაიდლაინებში უწერია შემდეგი ფრაზა ვებსაიტების კონტენტთან დაკავშირებით
"Create sites with unique and relevant content. - შექმენი საიტი რომელზეც განთავსებული იქნება უნიკალური და რელევანური კონტენტი"
"Google will take action against domains that don’t add any value to users" - თუკი კონტენტი არ მისცემს ფასეულობას მომხამრებელს მაშინ რა თქმა უნდა პენალიზებული იქნება ვებსაიტი
ანუ მოთხოვნა არის რომ კონტენტი იყოს მაგრამ არ წერია რამდენი სიტყვა.. შესაბამისად გამოიყენება პრინციპი "ის რაც აკრძალული არ არის დასაშვებია" - ანუ კონკრეტული სიტყვათა რიცხვით არ ხარ შეზღუდული შესაბამისად 10/20 სიტყვიანი კონტენტიც უნდა იყოს მისაღები (მხოლოდრა თქმა უნდა ამ კონკრეტულის ტიპის საიტისთვის და არა ვთქვათ დიდი სამედიცინო ტიპის ვებსაიტისთვის)
ანუ საძიებო სისტემისთვის მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს კონტენტს, ხოლო ედსენსისთვის რაღაც კონტენტი მაინც უნდა იდოს
ჩემი რჩევა იქნება რომ ძალიან მინიმალური მაგრამ მაინც გქონდეს კონტენტი, თავის დაზღევის მიზნით. სულ ეს არის.
მაგალითად ისეთი ანოტაციების გაკეთება თითოეული Templates-სთვის როგორსაც ეს ვებსაიტი აკეთებს -
http://theme123.net/