როგორც წესი არ მჩვევია ხოლმე დამწყებების კითხვებისთვის იუმორის კუთხით მიდგომა, მაგრამ ეს ბოლო პერიოდია ძაან "ყელში ამოვიდა" :X გაიგებთ სადღაც ვიღაცამ ფული იშოვა ინტერნეტში და შემოდიხართ "საიტი გამიკეთეთ ვინმემ და მეც ვიშოვი" აი დაახლოების ასეთი არაფრის მომცემი წარმოდგენები გაქვთ.. შემოდიხართ პირდაპირ 60-ე გვერდზე და სვავთ კითხვებს, რომლებიც არის აი წარმოდგენაც კი არ შეიძლება იმდენად ელემნტარული

მაგრად მწყინს რომ ასე "უაზროდ" კარგავთ დროს, ვერაფერს მიაღწევთ დამიჯერეთ ასეთი მიდგომით.. აქ დღეს თუ ვინმემ რამე ვიცით(ბოლო 2-3 წელია ვინც ვჩანვართ, უფრო ძველები და გამოცდილები ძაან ცოტაა ფორუმზე) 90%-მა seo.ge -ზე დავიწყეთ აზრზე მოსვლა.. ვინიცის რამდენი შრომა, წვალება, მარცხი გაუვლია ნებისმიერ აქაურს, მაგრამ შრომის და მონდომების ხარჯზე მაინც, სამნიშნას, ოთხნიშნას თუ ხუთნიშნას მაინც მიაღწია უმეტესობამ და თქვენ კითხვაც გეზარებათ :X რით ვერ გაიგეთ რომ საწყის ეტაპზე დაუთმეთ ეს დასაწვავი რამდენიმე კვირა მაინც თეორიული ცოდნის მიღებას.. ინგლისური თუ არიცით არის აქაც და seo.ge-ზეც საკმარისი მასალა იმსიათვის, რომ გაერკვეთ "ანბანში" და ყოველშემთხვევაში არანორმალურად ელემენტარული და პირდაპირ ვიტყვი, ნერვების მომშლელი კითხვები აღარ გაჩნდეს. ერთხელ წაიკითხეთ ყველაფერი აბსოლიტურად seo.ge-ზე თავიდან ბოლომდე და თუ მეორეჯერ წაკითხვის სურვილი(დიდი ალბათობით ბევრი კითხვისნიშანი გაჩნდება და ბევრ რამეს ვერ გაიგებთ) არ გაგიჩნდათ ან დაგეზარათ, არ ყოფილხართ მაშინ საკმარისად მზად ამ საქმისთვის. უკვე მეორეჯერ როცა წაიკითხავთ თავიდან ბოლომდე, თქვენ თვითონ იპოვით უკვე თქვენივე კითხვებზე პასუხებს.. მოკლედ ბიჭებო ყველას წარმატებებს გისურვებთ, არვიცი თუ რამე კითხვები ჩნდება თუნდაც ეგ ელემენტარული, არც ეგენი რჩება უპასუხოდ აქ, მაგრამ ხომ გინდათ განვითარდეთ და ბევრს მიაღწიოთ არა ? ნუ იქმნით ამ ილუზიებს რომ შემოხვალთ და 1 თვეში ბიზნესმენი დადგებით.. შეიძლება მართლა მოხსნათ 1 თვე ათასები მეორე თვე მესამე თვე, მაგრამ ცოტა უფრო ლოგიკურად განვითარების შემთხვევაში გაცილებით უფრო მეტს და სტაბილურ შემოსავალს მიაღწევთ გრძელვადიან პერსპექტივებში..
საწყენად არავინ მიიღოთ, უბრალოდ ერთი "ოდნავ" წარმატებული ფორუმელის რჩევაა
თან უფასოდ
This post has been edited by spichuka on 21 Nov 2015, 13:56