ბიჭებო, სერიოზულად ვარ უკვე ჩათრეული ბიტკოინის თემაში და განვითარებაც მაქვს გადაწყვეტილი. საქმე თუ კარგად წამივიდა კომპიუტერი უნდა გავარემონტო და შემდეგ მაინინგზე უნდა დავიწყო ფიქრი. ასე თუ ისე ბიტკოინებში საბაზისო ცოდნა მაქვს, მაგრამ ახლა მაინინგშიც მინდა განვითარება, რადგან რომ ვუკვირდები კაი რაღაცაა რა
კაროჩე გადაწყვეტილი მაქვს სახლში დადგმა მაინინგის ან ახალი გამოწერით ან კიდევ აქ თუ გაქვთ ვინმეს და ყიდით აქ ვიყიდი.
ახლა რა მაინტერესებს: ვთქვათ ვიყიდე ს7 უცხოეთში რამდენი მწვანე დამჭირდება, შემდეგ აქ განბაჟება და მთელი ამბები რა დამიჯდება და დაახლოებით ყოველთვიური ხარჯი რა მექნება დენზე? (ვთქვათ ახლა ყოველთვე 20 ლარის დენს ვწვავ, მაინინგით რამდენს აარტყავს, სტაბილურად ჩართული რომ იყოს) და რამდენ თვეში გავალ მოგებაზე უხეში გათვლებით.
ვისაც არ გეზარებათ, დამითმეთ რამდენიმე წუთი და მიპასუხეთ კაცურად. ^_^