ამ პოსტში შეჯამებულად შევეცდები დავწერო სეო-ს შესახებ ყველაფერი
როგორ მოვხოდოთ საიტი ისე რომ მოიტანოს $$$
საიტის გასამართად საჭიროა 3 ძირითადი ეტაპის გავლა
1. ნიშას მოძებნა (keyword)დავიწყოთ ნიშას მოძებნა
http://www.google.com/search?hl=en&q=cars სიტყვა "Cars"-ზე გუგლში დიდი კონკურენციაა - 1 240 000 000 საიტი. ამიტომ ამ keyword-ზე მუშაობა არაფერს არ მოგვიტანს.
https://www.google.ge/?gws_rd=ssl#q=hotels+in+tbilisi ქივორდზე "Hotels in Tbilisi" კონკურენცია ბევრად დაბალია - 632 000 საიტი და ამაზე მუშაობამ შეიძლება რეალური შედეგი მოგვიტანოს. "შეიძლება" იმიტომ, რომ გარდა კონკურენციისა საჭიროა ამ keyword-ს ბევრი ადამიანი ეძებდეს. ყოველთვის ეცადეთ მოძებნოთ ისეთი keyword რომელსაც ბევრი ადამიანი ეძებს და ნაკლები კონკურენციაა, ყველაზე ნორმალური keyword არის რომელსაც 1 000 000-მდე კონკურენცია აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში დიდი დროის დახარჯვა მოგიწევთ და შეიძლება შედეგს ვერც მიაღწიოთ მაგ: 7 8 9 თვე
ვთქვათ ავირჩიეთ "Hotels in Tbilisi" keyword. ეხლა უნდა შევამოწმოთ, ეძებს თუ არა ამ ქივორდებს საერთოდ ვინმე
https://www.google.com/trends/explore#q=Hot...%20in%20Tbilisi ვნახეთ რომ ეძებენ, მაგრამ მხოლოდ საქართველოდან შესაბამისად დიდად არ გამოგვადგება. ბევრი $$$ საშოვნელად საჭიროა უცხოური ტრეფიკი და არა ქართული...
შევაჯამოთ:
keyword-ის საპოვნელად ვხმარობთ:
google.com
nichebotclassic.com
ხოლო გადასამოწმებლად ეძებს თუ არა ვინმე
google.com/trends
ვეძებთ keyword-ს რომელსაც აქვს 1 000 000-ზე დაბალი კონკურენცია და ეძებს ბევრი ადამიანი თან არასაქართველოდანნიშას მოძებნის შემდეგ კარგი იქნება, თუ შევამოწმებთ გუგლი რამდენს იხდის ამა თუ იმ სიტყვაში.
შევდივართ
https://adwords.google.com/select/KeywordTo...l?defaultView=3 მისამართზე. ეს არის tool, სადაც შეგვიძლია შევამოწმოთ რამდენს იხდის გუგლი კონკრეტულ სიტყვაში.
"Enter one keyword or phrase per line:"-ში ვწერთ keyword-ს, მაგალითად Cars.
"Choose data to display:"-ში ვირჩევთ "Cost and Ad Position Estimates". ვირჩევთ დოლარებს და "Max CPC"-ში ვწერთ 100-ს.
2. პატარა კონტენტ საიტის გაკეთება (მინიმუმ 3 გვერდიანი თითო გვერდზე 400-700 სიტყვიანი სტატიით)კონტენტის გაკეთებისას გიათვალისწინეთ, რომ სტატია უნდა იყოს უნიკალური რადგან გუგლმა დაინახოს მისი უნიკალურობა და გაუშვას წინა პლანზე. კონტენტის უნიკალურობის შემოწმება შეგიძლია ამ საიტის მეშვეობით:
www.copyscape.comრაც შეეხება უნიკალურ კონტენტს. ინტერნეტში არის უამრავი article directory. იქიდან ვიღებთ სტატიებს კონკრეტულ თემაზე და ამის ბაზაზე ვწერთ ჩვენსს სტატიას. ან სულაც ჩვენით 0-დან.
http://www.google.com/search?hl=en&q=direc...cle+directories შეგიძლიათ ნახოთ ეს დირექტორიები.
articledashboard.comgoarticles.comezinearticles.comესენია პოპულარული დირექტორიები.
ეხლა, როდესაც ვწერთ სტატიას საიტისთვის აუცილებელია დავიცვათ გარკვეული წესები.
სტატია უნდა შედგებოდეს 400-700 სიტყვისაგან. მეტიც შეიძლება. სტატიაში უნდა მოაყოლოთ თქვენს მიერ შერჩეული keyword-ები, მაგრამ არ მიაყაროთ. დაახლოებით keyworde density უნდა იყოს 2%-5%. მეტი არ არის საჭირო.
SEO იყოფა ორ ნაწილად, onpage optimization და offpage optimization. პირველი ეხება თქვენს საიტზე განთავსებულ ქივორდებს და მეორე სხვა საიტებიდან მომავალ ლინკებს.
On page optimization:მაგალითად, შერჩეული მაქვს შემდეგი ქივორდები "dog shit". Html Template უკვე მზად მაქვს. ტექსტი დავწერე 500 სიტყვისგან. პირველ აბზაცში dog shit ვიხმარე ერთხელ-ორჯერ, დანარჩენ აბზაცებში ერთხელ ჩავსვი და ბოლო აბზაცში ისევ ერთხელ ან ორჯერ. ასევე უნდა იხმაროთ
და
თეგები. h1 ერთხელ უნდა იხმაროთ და h2 დანარჩენ შემთხვევაში. ოღონდ აუცილებლად ჯერ უნდა h1 იხმაროთ და შემდგომ h2. დოკუმენტის იერარქია დაიცავით.
Search Engine-ები (SE) ყურადღებას აქცევენ თუ რა სიტყვებია ნახმარი ლინკებში. ანუ ერთ-ორ ლინკში აუცილებლად ჩავწერ ჩემს ქივორდს.
დიდი მნიშვნელობა აქვს საიტზე ნავიგაციისთვის გამოყენებულ ლინკებს. მაგალითად Stories about dog shit უკეთესია ვიდრე Stories about dog shit.
თუ იყენებთ სურათებს, აუცილებლად იხმარეთ თქვენი ქივორდი alt ტეგში, მაგრამ სხვა სიტყვასთან ერთად. მაგალითად  უკეთესია ვიდრე  იმიტომ, რომ უფრო ბუნებრივია SE-სთვის და keyword stuffing-ს არ ჰგავს. საერთოდ ისე უნდა ააწყოთ გვერდის კონტენტი, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს SE-სთვის.
კიდევ,  ბევრად უკეთესია ვიდრე .
დიდი მნიშვნელობა აქვს დომენურ სახელს და title ტეგს. დომენური სახელი მაქსიმალურად უნდა უახლოვდებოდეს თქვენს ქივორდს. მაგალითად, dogshit.com ყველაზე კარგი ვარიანტია. შემდეგ მოდის dogshit.net, dogshit.org, dog-shit.com, dog-shit.net, dog-shit.org, dogshit.info, dog-shit.info. ეს ჩემი აზრით. შეიძლება ვცდები კიდევაც, მაგრამ ესე მგონია.
მნიშვნელობა აქვს ,  და  ტეგებს. ერთი ორ ადგილას თქვენი ქივორდი უნდა ჩასვათ ამ თეგში, მეტი არ უნდა.
მაგალითად, Welcome to Dog Shit! Our web site is dedicated to stories about dog shit... და ა.შ.
მნიშვნელობა აქვს კიდევ, გვერდის რომელ ნაწილში ნახმარია თქვენი ქივორდი. დიდი მინიშვნელობა ენიჭება პირველ და ბოლო 25 სიტვას. მაგალითად, გვერდის ძირში ვწერთ Copyright 2007 Dog Shit, და ეს ტექნიკა თქვენც გამოიყენეთ, კაგად მუშაობს.
გარდა ამისა. SE-ები ყურადღებას აქცევენ იმას, არის თუ არა ტექსტში ნახმარი მთავარი ქივორდის მონათესავე სიტყვები. თუ თქვენ სტატია გაქვთ მანქანებზე და უბრალოდ dog shit შეტენეთ სხვადასხვა ადგილებში, ამას არ ექნება დიდი შედეგი.
Off page optimization:ყველამ ვიცით, რაც მეტი ლინკი შემოდის ჩვენს საიტზე, მით უკეთესი. მაგრამ...!!! მთლად ესე არ არის თურმე. SE-ები თვლიან რამდენი ლინკი შემოდის, რა წერია იმ ლინკებში და ლინკების ზრდის დინამიკა როგორია. მაგალითად, თუ თქვენ გაქვთ ნიშა რაღაცა ქივორდზე გუგლი უყურებს, თუ რამდენად სწრაფად ემატება თქვენს საიტს შემომავალი ლინკები და ადარებს ნიშის საშუალო მაჩვენებელს. ასე მაგალითად, ერთ საიტზე დავიწყე ძალიან აქტიურად ლინკების შეგროვება. ჩემი ნიშის პირველ საიტს სულ ჰქონდა სადღაც 1500 შემომავალი ლინკი, რომელიც რამოდენიმე წლის განმავლობაში დააგროვა. მე კიდევ მივაყარე და ერთ თვეში - თვე ნახევარში 400 ლინკი შევაგროვე. შედეგი ის იყო, რომ გუგლმა ჩემი საიტი ჩაძირა სადღაც შორს... თუმცა დროთა განმავლობაში ისევ ამოყვინთა. ამას ჰქვია google bombing, თუ არ ვცდები, რომელიც არ უნდა გამოიყენოთ, რადგანაც შედეგი საპირისპიროა. ჩემი შემომავალი ლინკები იყო დაბალხარისხოვანი საიტებიდან და არალევევანტური საიტებიდან. მაგალითად საიტი თუ მქონდა მანქანების შესახებ, ლინკი შემოდიოდა საიტიდან პოეზიის შესახებ და ეს არ ვარგა. google bombing-ის შედეგები შეიძლება გამოსწორდეს, თუ მაგალითად მაღალხარისხიან და რელევანტურ ლინკებით გააწონასწორებთ სიტუაციას.
3. პრომოუშენიგანვიხილოთ პრომოუშენი
მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა წერია title ტეგში, ანუ იმ საიტის ტეგში, რომლიდანაც მოდის ლინკი. ამას დიდი მნიშვნელობა ენიჭიბა. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა წერია თვითონ ლინკში. ამიტომ უნდა შევეცადოთ, ტომ ლინკში ეწეროს ჩვენი ქივორდი. მაგრამ აქაც მიყრა არ შეიძლება. თუ ერთი ლინკი გვექნება My keyword, მეორე უნდა იყოს something about my keyword, ანუ არ შეიძლება, რომ ყველგან ერთნაირი ლინები დავყაროთ, რადგანაც გუგლი მაგაზე დაგვაჯარიმებს და ჩაძირავს ჩვენს საიტს.
გარდა ამისა, გუგლი აკვირდება ტექსტს, რომელიც წერია ლინკის გარშემო. ამიტომ ლინკის description-იც (თუ გაქვთ რა საკვირველია) უნდა იცვლებოდეს. ცვალებადობა, არის SEO-ს ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. გუგლი მოქმედებს ნატურალურობის პრინციპიდან.
ლინკების შეგროვების რა და რა მეთოდები არსებობს?
პირველ რიგში, გუგლი უფრო აფასებს ცალმხრივ ლინკებს, ვიდრე ლინკების გაცვლას. თუმცა ესეც კარგია, თუ თქვენ ცვლით ლინკებს თქვენი საიტის თემატიკასთან ახლო მყოფ საიტებთან (ანუ, მანქანების საიტი და მანქანების დაზღვევის საიტი ახლო თემატიკაა). შესაბამისად, თუ ამ მეთოდს იყენებთ, მოძებნეთ რელევანტური საიტები. ეხლა, როგორ უნდა მოძებნოთ
ძალიან ბევრ საიტს აქვს add link page-ები, სადაც ხდება გაცვლა. ამიტომ გუგლში ვკრიფავთ დაახლოებით ესეთ ფრაზას
http://www.google.com/search?hl=en&q=car+i...G=Google+Searchან
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...%29&btnG=Searchდა მივყვებით ჩამონათვალს. ბევრ საიტს ნახავთ, სადაც შეგიძლიათ დაამატოთ ლინკი.
მეორე მეთოდი მდგომარეობს თქვენი ლინკების სხვადასხვა ნიშე დირექტორიებში განთავსებაში. არის უამრავი დირექტორია, სადაც შეიძლება უფასოდ თქვენი ლინკის განთავსება. ძალიან ბევრი მათგანი საკმაოდ მაღალი PR საიტია. მაგრამ აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ თქვენი საიტი შესახედად მეტ-ნაკლებად უნდა ვარგოდეს და გარკვეული კონტენტი უკვე უნდა გედოთ (10-20 უნიკალური სტატია), რომ დირექტორიის პატრონმა აღიქვას თქვენი საიტი, როგორც ხარისხიანი და არა სპამი.
აი აქ ნახეთ
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...+directory+listან აქ
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...ree+directoriesრა საკვირველია, თუ მზად ხართ, რომ დახარჯოთ ფული, უფრო ხარისხიან დირექტორიებსაც ნახავთ, მაგრამ მე ამაზე ფულს არ ვხარჯავ, იმიტომ, რომ დაბალი კონკურენციის ნიშებს უფასოებიც ყოფნის.
მესამე მეთოდი article directory-ებში თქვენი სტატიების განთავსება.
ეს ნახეთ:
http://www.google.com/search?hl=en&safe=of...cle+directoriesეს ყველაზე იოლი მეთოდია back link-ების მოგროვებაში (მათთვის, ვინც ინგლისურად წერა იცის. ვინც არ იცის და ისწავლეთ. თავიდან მეც მეგონა, რომ სტატიას რა დამაწერინებს ინგლისურად, ქართულად არცერთხელ არ დამიწერია, მაგრამ ჯერ პირველი სტატია მივჯღაბნე, მეორე ცოტა უკეთესად წავიდა და ეხლა სტატია რომ დავწერო 3-4 საათი მინდა (თუ მოვინდომე). მეთოდი შემდეგია: ვწერ ერთ სტატიას. სტატიის resource box-ში ვწერ ჩემი საიტის ლინკს და ვავრცელებ 30 დირექტორიაში. თანაც ვცდილობ, რომ ლინკები ვცვალო. ანუ წინასწარ გავამზადებ resource box-ის 3 ვარიანტს და ისე ვავრცელებ. ამის პლიუსი კიდევ იმაშია, რომ თუ ვინმეს მოეწონა თქვენი სტატია განათავსებს თავის საიტზე. ანდა საერთოდ RSS-ით ქაჩავენ სტატიებს ავტომატურად. ამიტომ უნდა დაწეროთ რამე, რაც მეტ-ნაკლებად საინტერესო იქნება.
ეხლა როგორ უნდა დაწეროთ, ეგაა მთავარი. ინფორმაციის წყარო ისევ article directory-ებია. მე ვიღებ რამოდენიმე სტატიას კონკრეტულ თემატიკაზე და ყურადღებით ვკითხულობ. როდესაც მოვრჩები, უკვე ვიცი რაც უნდა დავწერო და მერე მიდის წაკითხული ტექსტის შინაარსი, ოღონდ შენი სიტყვებით. ანდა საერთოდ ვიღებ ერთი სტატიიდან 1-2 აბზაცს და იმას ჩემი სიტყვებით გადავწერ და მერე მეორე სტატიიდან კიდევ 12- აბზაცს დავამატებ და ა.შ. სანამ 400-500 სიტყვას არ დავწერ.
პერიოდულად (კვირაში ერთხელ ძალიან კარგი იქნება) უნდა გაავრცელოთ ახალი სტატია არტიკლე დირექტორიებში. აუცილებლად, კვირაში ერთხელ მაინც, უნდა დაამატოთ ახალი კონტენტი თქვენს საიტზეც. გუგლი თუ ხედავს, რომ კონტენტი არ მატულობს, ჩაძირავს თქვენს საიტს, ხოლო რეგულარულად განახლებად საიტებს მაღლა წევს.
გამოიყენეთ ეს პროგრამები რომელიც დაგეხმარებათ ოპტიმიზაციაში საკმაოდ ძლიერი პროგრამებია
უფასო:
Seo Studio -
trendmx.comWeb Seo -
webceo.comფასიანი:
Money Robot -
moneyrobot.comP.S. დიდი მადლობა ამ ყველაფრის თავის დროზე დამწერს Verbatim-ს და მე ყველაფრის შეგროვებისთვის და ერთ ტოპიკად ჩამოყალიბებისათვის
ყველას წარმატებებს გისურვებთ!!!