chitiashviliუცხოურ საიტებზე რას ? ბექლინკებს?
თუ ბექლინკებს გულისხმობ, რატომ არა.. მსგავსი თემატიკის თუ იქნება გააკეთე უცხოურზეც, ყველაფერი ცადე და მიიღებ ეგრე გამოცდილებას.. ახლა მე პირადად ქართულ პროექტზე არმიმუშავია(არაფერში გამოდგება

), მაგრამ რომ დამეწერა არ გააკეთო აზრი არ აქვსთქო, დაიჯერებდი და მართლა არ გააკეთებდი ასე მითხრესო და.. იგივეა პირიქით შემთხვევაშიც, რომ დაგიწერო ოუფ კი უეჭველი გააკეთე გაამართლებსთქო მაგასაც დაიჯერებდი ისე რომ დარწმუნებული არ იქნები არცერთ ვარიანტში.. ამიტომ ერთს გირჩევ, ყველაფერი გამოსცადე, აბსოლიტურად ყველაფერი და შენთვითონ ნახავ როგორ დაიხვეწები თანდათან.. თუ არ გამოვიდა ნუ ჩაღუნავ თავს, არ დანებდე უბრალოდ.. არ გაამართლა ერთხელ, მეორეჯერ ცადე, მესამეჯერ ცადე მეოთხეჯერ, მეხუთეჯერ, მეექვსეჯერ და სადღაც აუცილებლად მიაგნებ იმ "რაღაცას".. სწორად გამიგე რას ვამბობ.. ისედაც აი რომ დაუკვირდე, დანებების მომენტი რომ შევაფასოთ ლოგიკურად, იმიტომ არის ძალიან ცუდი დანებება, რომ არ იცი რამდენად ახლოს ხარ რეალურად მიზანთან.. დანებდები ერთ დღეს და მეორე დღეს უკვე იმაზე ფიქრს იწყებ ვაიდა გამეგრძელებინა და შემდეგ ცდას წარმატება მოეტანა? ამიტომ უბრალოდ არ დანებდეთ.. თან ეს ისეთი საქმეა, რომ შეიძლება საკმაოდ დიდი დრო(თვეები) დაგჭირდეთ მიზნის მისაღწევად, ამიტომ ნურც ილუზიებს შეიქმნით რომ ხვალ და ზეგ ოქროს უნიტაზებზე მოისაქმებთ და ეცადეთ რომ მოტივაციაც არ მოიკლოთ.. ნუ მოტივაცია თუ მოგაკლდებათ 23 რიცხვისთვის ედსენსის თემაში თხოვეთ ბიჭებს ერთი პატარა ექაუნთის დარიცხვის სქრინი დამიდევით მოტივაციისთვისთქო და დაიმუხტებით ეგრევე