lasha_LASHAმადლობა, ბევრი ფორუმელი გვყავს ანალოგიური და უკეთესი შემოსავლებითაც.
ვერაფერს ახალს ვერ გეტყვი, ისევ იმას დაგიწერ რასაც ყველას ვეუბნები ხოლმე.
ა)იკითხე,იკითხე, იკითხე და გაჩერდი, თორემ ძაან თეორიაში ჩარჩენაც არ შეიძლება.
ბ)დაიწყე მოქმედება ! რაც არ უნდაიყოს, სწორი, არასწორი, პერსპექტიული უპერსპექტივო, არაფრის შეგეშინდეს უბრალოდ მთავარია რაღაც დაიწყო.
გ) ჩავარდა პროექტი ? არ დანებდე, გაანალიზე რა შეგეშალა და შემდეგისთვის გაითვალისწინე.
დ) არ უსმინო სხვებს, გჯეროდეს შენი თავის და შენი შესაძლებლობების, ყოველდღე უთხარი შენ თავს რომ შეძლებ.
ე) დატკბი შედეგებით

p.s პირველი კაპიკებია ყველაზე ტკბილი... ხო კიდე რაც მთავარია იმის ილუზია არ შეიქმნა რომ 1 და 2 თვეში სასახლეს აიშენებ, იქონიე მოთმინების უნარი და გულმოდგინედ შრომის მერე გპირდები, რომ მომავალი წლის 5 ნოემბერს სტაბილურ შემოსავალზე იქნები გასული..