მოგესალმებით ადსენსის გურუებო. პირველ რიგში წარმატებას გისურვებთ და კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ფორუმზე და ედსენსის განყოფილებაშ

კითხვა მაქვს და იქნებ თქვენი დახმარებით უფრო მეტი გავიგო.
ადსენსი მქონდა ადრე დარეგისტრირებული YT მეშვეობით, დაახლოებით ათი დღის წინ გავაკეთე საიტი და მინდოდა არსებულ ადსენსის აცცზე მიბმა და სავარაუდოდ მიება კიდეც. ვერ ვხვდები ამას რატომ წერს ან რა მინდაო ჩემთვის გასაგებ ენაზე იქნებ ამიხსნათ რამე: In order to complete your request to show ads on your own website, you need to implement the ad code on www. ---- com. Your upgrade request can only be reviewed once your ad code has impressions on that domain.
რაც გავიგე რეკლამის ბანერი უდნა ჩამესვა საიტზე, ჩავსვი მაგრამ ყვითელი ოთხკუთხედის გარდა არაფერს აჩვენებს და აქ როგორც ამბობს მომხმარებლის შთაბეჭდილებაზეა დამოკიდებული როდის განვიხილავთო, თუკი მომხმარებელი ვერ ხედავს რა არის მოცემული კონკრეტულ გვერდზე რა impression ექნება? სავარაუდოდ მე ვერ ვხვდები და იქნებ ამიხსნათ. ან არ შეიძლება მარტივად გადართვა hosted აცცდან non-hosted-ზე რომ არც თქვენ გაწვალოთ და არც ჩემი ნერვები?
თუ არ შეგაწყენთ ბარემ აქვე გკითხავთ და იქნებ ამაზეც დამაკვალიანოთ: google webmasters tool-ში google index--index status-ი ხომ უნდა აჩვენებდეს google-მა რამდენი გვერდი აღიქვა საიტიდან. ჩემთან აჩვენებს 0 და რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რას ვაკეთებ შეცდომით. ასევე sitemap-ში ნაწილი დაინდექსებულია და გაჩერდა. ეს ნიშნავს, რომ მეტს არ აღიქვამს? სტატუსიც არ აქვს, რომ შევამოწმო მიმდინარეა თუ მორჩა ინდექსირებას. sitemap - ის განახლებისას ხო ავტომატურად უნდა დააინდექსოს. ან საიდან ვნახო რა პრობლემა აქვს და შევასწორო. დავიჯერო დიდი დრო სჭირდება ე.წ. დაინდექსებსა და მე მეჩქარება?
პ.ს. გთხოვთ ნუ მეტყვით პირველივე პოსტით ამდენი კითხვა არ შეიძლება, გადაგეკითხა თემები ყველა პასუხი გაცემულია და ა.შ. დამიჯერეთ წავიკიტხე ადსენსის 7-8 თემა და ევრ ვნახე პასუხი, საიტის შექმნა და ადსენსზე შეჭიდება კი თქვენმა ენთუზიაზმა გადამაწყვეტინა.
მადლობა წინასწარ და წარმატებები ყველას