ცოტა უფრო გლობალურად შეხედეთ საკითხს

რატომ აქვს ქაღალდის ფულს ფასი და რატომ ხმარობს მას ხალხი? - კანონი ავალდებულებთ. ანუ საქართველოში მცხოვრებ მოსახლეობას სხვა გზა არ აქვს ლარი უნდა აიღოს და გასცეს, ხომ?
რა იწვევს ფულის, როგორც ვალუტის ფასის მომატება მოკლებას? - მარტვია, მოთხოვნა მიწოდება. ანუ ლარის კურსი იმიტომ დაეცა დოლართან რომ ქვეყანაში დოლარის მოთხოვნა აჭარბებს მიწოდებას.
ახლა გადავიდეთ ბიტკოინზე

რატომ ღირს ბიტკოინი დღეს $410? როცა გუშინ $380 იყო? - მოთხოვნა გაიზარდა

ანუ ხალხი ყიდულობს ბიტკოინებს. ხალხი იმიტომ ყიდულობს ბიტკოინებს რომ რაც დრო გადის უფრო მეტი საგნების და სერვისის მიღება შეიძლება ბიტკოინის სანაცვლოდ. ეს ასე გაგრძელდება და რამდენიმე წელში მივიღებთ შემდეგ სურათს. უფრო მეტი ხალხი იხმარს ბიტოინს და უფრო მეტი ბიზნესი გაყიდის თავის სერვისებს და პროდუქტებს ბიტკოინებში. შესაბამისად ტრანზაქციების რაოდენობა მოიმატებს. და იმიტომ რომ ბრუნვა გაიზრდება და ბიტკოინები გამოილევა (ჯერ ადრეა, მაგრამ როცა იქნება), ან შემცირდება გამომუშავება (რაც წელსაც მოხდება) ფასიც მოიმატებს.
ახლა მოკლედ იმაზე თუ რატომ არ იქნება ამხელა დატაცენტრები ტყუილად.
იქიდან გამომდინარე რომ ტრანზაქციები გაიზრდება და ბიტკოინის სისტემა ისეა მოწყობილი რომ ვიღაცამ ეს ტრანზაქცია აუცილებლად (გამოთვლის შემდეგ) დაადასტუროს დატაცენტრებს საქმე მოემატებათ რაც დრო გავა.
როგორც მოგეხსენებათ ყოველ 4 წელიწადში ბიტკოინის სისტემა ანახევრებს ეგრედ წოდებული Reward-ების რაოდენობას. თავიდან თითოეულ გამოთვლილ ბლოკზე საჩუქარი იყო 50 ბიტკოინი, დღეს ეს 25-ზეა ჩამოსული. თუმცა წელს ესეც ნახევრდება და ხდება 12.5. ოთხ წელიწადში ესეც განახევრდება.
აი აქაა დაწვრილებით მაგის შესახებ
https://en.bitcoin.it/wiki/Controlled_supplyრა მოხდება როცა ბიტკოინების გაცემა შეწყდება, ანუ როცა 21 000 000-ს მიაღწევს ბრუნვაში არსებული ბიტკოინების რაოდენობა?
როგორც წეღან ვთქვი, დატაცენტრები გააკეთებენ იგივე საქმეს და მათი შემოსავალი იქნება ტრანზაქციის საკომისიოდან მიღებული ბიტკოინების რაოდენობა.
ტრანზაქციის ღირებულება ღიაა და ვისაც რამდენი უნდა იმდენს გადაიხდის და მის ფასსაც ბაზარი დაარეგულირებს, რადგან მე თუ მეჩქარება სიტყვაზე გადავიხდი 100-ს და ვისაც არ ეჩქარება გადაიხდის 30-ს და ა.შ.
Everything happens for a reason...