ქეშბექის განაღდების დღე ახლოვდება და გამეორება არ გვაწყენდა მგონი.
www.ebates.com ეს არის საიტი რომელიც ძალიან კარგათ შეუძლია გამოიყენოს ონლაინ შოპინგით დაკავებულმა ადამიანმა.
ვინც იწერთ ნივთებს სხვა და სხვა უცხოური საიტებიდან Ebates დაგიბრუნებთ დახარჯული თანხის ნაწილს (1% - დან 50% - მდე). პროექტში გაწევრიანებულია უამრავი ონლაინ მაღაზია საიდანაც შესაძლებელია როგორც ნივთების ასევე ინფო პროდუქტების და სხვა და სხვა სერვისების ყიდვა. მათ შორის არის ყველასათვის კარგათ ნაცნობი Ebay, Amazon, Best Buy და ასე შემდეგ. (1000 მეტი მაღაზიაა პროექტში).
ქეშბექის განაღდება საქართველოს მოქალაქეებისთვის ხდება Paypal -ის საშუალებით.
როგორ დავაგროვოთ ქეშბექი.
1. აუცილებლად უნდა დავრეგისტრირდეთ საიტზე ჩვენი რეალური მონაცემებით.
www.ebates.com (სასურველია Google Chrome ბრაუზერი)
2. საიტზე ავრორიზაციის გავლის შემდეგ გამოგვიჩნდება ღილაკი რომელიც Extensions ჩაამატებს Google Chrome ბრაუზერში
3. ჩვენთვის სასურველ მაღაზიაში შესვლის დროს Extension მოითხოვს გააქტიურებას და რათქმა უნდა უნდა დავეთანხმოთ. დათანხმების შემდეგ კი დაგვიწერს რა სახის და რამდენ პროცენტიან ქეშბექს გაკვიკეთებს Ebates.
პროდუქტის შეძენის დროს არ არის აუცილებელი Ebates აქაუნთში შესვლა და მერე ჩვენთვის სასურველ მაღაზიაში გადასვლა. ექსთენშენი თვითონ ხვდება აქვ თუ არა ქეშბექი, რამდენი აქვს და რა სახის აქვს ამა თუ იმ მაღაზიას.
რაც შეეხება თანხის განაღდებას.
დაგროვილი თანხის განღდება ხდება 3 თვეში ერთხელ
01. 01 დან 31. 03 მდე დაგროვილი თანხა განაღდდება 15. 05 ში
01. 04 დან 30. 06 მდე 15. 09 ში
01. 07 დან 30. 10 მდე 15. 11 ში
01. 11 დან 31.12 მდე 15.02 ში
მოკლეთ არავინ არაფერს არ კარგავთ პირიქით ქეშ ბექს აგროვებთ და საიტი welcome bonus -ის სახით გირიცხავთ 10$-ს. ვისაც გინდათ იხეირეთ.
This post has been edited by lasha_LASHA on 4 Feb 2017, 12:10