გიორგი3008მე შევედი ეგ რაა მე Lisk ვიყიდე 97 მაქვს და ფასმა გამაბანძა ძაან დავარდა ეხლა 100 კიდე უნდა ვიყიდო სანამ იაფია რო მალე ამოვაგდო ზარალი და დიდი ხანი არ მომიწიოს ლოდინი
RDD და Doge ყველაზე მყარი ვალუტებია ამ ვალუტაზე ფულის გაკეთება ძნელია დიდი ხანი უნდა ელოდო ეთერიუმი და ლისკი ცოტა ნორმალურია არის კიდე რამდენიმე ცოტა ისეთი ვალუტა რისი ყიდვა გაყიდვაც შეიძლება
აგერ მცირე ახსნას გავაკეთებ პროფესიონალი არ ვარ მარა შეიძლება ვინმეს ჩემი რჩევა გამოადგეს და დაეხმაროს სქრინს დავდებ და ფრების მიხედვით ავხსნი სად რა არის და რას ვაქცევ ყურადღებას მე პირადად, თუ ვინმე უფრო გამოცდილია და მეტი იცის დაამატეთ ან შემისწორეთ
1 შავი - ეს არის კურსი რომელიც ამწუთას ღის ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება რომ ყველაზე დაბალ ფასთან ( წითელ ოთხკუთხედში)იყოს რაც შეიძლება ახლოს მეტი შანსია გაძვირების და სწრაფად მოიტანს სარგებელს
2 მწვანე - მწვანეთ აჭნიშნულია ყველაზე მაღალი ფასი ბოლო 24 საათში
3 წითელი - წითლად ყველაზე დაბალი ფასი ბოლო 24 საათში
4 ცისფერი - აქ ნაჩვენებია მთლიანად ვალუტის ბრუნვა ბიტკოინებში რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, ნიშნავს რომ ამ ვალუტას მეტი მომხმარებელი იყენებს ყიდულობს ან ხიდის და ბრუნვაც გაცილებით სწრაფია
5 ყვითელი - ამ ფერში იგივე მაჩვენებელია რაც ცისფერზე მაგრამ აქ ყველა ვალუტის ბრუნვაა ნაჩვენები და საკმარისია ამ გრაფის დათვალიერება რო გავიგოთ რომელ ვალუტას რამხელა ბრუნვა აქვს.
6 ნაცრისფერი - ნაცრისფერში ნაჩვენებია ფასის ზრდა და დაკლება პროცენტულად მწვანე ფერში ფასის ზრდაა წითელ ფერში ფასის დაწევა
7 სტაფილოსფერი - სტაფილოსფერში მოვნიშნე ვალუტის ორივე ფასი მაღალიც და დაბალიც ეს იმიტომ გავაკეთე რომ ასევე ამასაც მიაქციოთ ყურადღება რაც მეტია სხვაობა კონკურენციას მეტს გაუწევთ მაგალითისთვის მოვიყვან 2 სიტუაციას : 1. ვიყიდეთ რომელიმე ვალუტა 1 სატოშად იყიდება 2 სატოშად დავადებთ ამ ფასს და ველოდებით მანამ ვინმე არ იყიდის მეტის დაწევის საშვალება არ გვაქვს და ვიჭედებით ჩვენი ფული შეილება 1-2 თვეც გაჩერდეს და ვერ გავყიდოთ. 2. ვიყიდე 8000 სატოშად და გასაყიდი ფასი 9500 სატოშია ამდროს შეგვიძლია სურვილისამებრ კონკურენცია გავუწიოთ სხვა გამყიდველებს ფასი ხელოვნურად დავწიოთ 1-2 სატოშით ამას მოგება საშვალებას იძლება 8100 დაც რომ გაყიდოთ მაინც ხომ არაფერია ზარალი და გაცილებით მეტიც დაგრჩებათ მოგება. მიაქციეთ ყურადღება ვალუტის ბრუნვას და დააკვირდით რამდენიმე ვალუტას რომელიც ძირითადად ჩამონათვალის თავში ექცევა . იმედია დაგეხმარებათ რამეში ჩემი რჩევა და ცოტა მეტი ინფორმაცია მაინც მიიღეთ
This post has been edited by extremall on 7 Jun 2016, 00:18
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)