ალბათ ბევრისგან გაგიგიათ რომ პირველი დოლარების შოვნა, ნულიდან დაწყებაა ყველაზე ძნელი ნებისმიერ ბიზნესში. ონლაინიც არაა გამონაკლისი, კონკრეტულად იუთუბზე ყოველ წუთში 60 საათიანი ვიდეო იტვირთება, და დამწყებისთვის ძალიან ძნელია რომ საკუთარი თავი გამოარჩიოს და დაიმკვიდროს თავი გარკვეულ ნიშაში. ამ პოსტში მინდა მოკლედ დავწერო როგორ ვიშოვე 3000 საბი 2-3 თვეში ბავშვების ნიშაში, სრულიად ლეგალურად, არანაირი სტრაიკის შანსი და აქაუნთის დახურვები. ბევრი მიშოვნია ადრეც ბავშვების ვიდეოებით (სერიების ატვირთვით) და რამდენიმე Aთასი რომ დავკარგე და მუდმივი დაბლოკვის შიშით დავიღალე, იმიტომ დავანებე იუთუბს თავი. ეხლაც ფაქტიურად დანებებული მაქვს, თვეში ერთხელ დავხედავ ჩემს აქაუნთებს რომლებიც სუბებს მიგროვებენ და ეგაა. თუ ოდესმე მივლენ იმ დონემდე მე რომ დავინტერესდე ლეგალური საბავშვო კონტენტის შექმნით (ეს ცალკე თემაა,
ამ მეთოდით ფულს ვერ იშოვით, უბრალოდ დააგროვებთ მაყურებლების ბაზას რომლებიც შეგიძლიათ გადაიყვანოთ სხვა ვიდეოებზე, რომლებითაც ფულს გააკეთებთ) მაშინ შეიძლება დავბრუნდე. მოკლედ, დავუბრუნდეთ საკითხს:
როგორ დავაგროვე 3000 სუბი 2-3 თვეში, 2 საათის შრომით
Channel 1:

1,9XX subscribers • 2,032,119 views
Joined May 18, 2016
Channel 2:

1,XXX subscribers • 1,360,317 views
Joined May 15, 2016
მოკლედ რაში მდგომარეობს მთელი იდეა.
ალბათ ბევრჯერ შეგხვედრიათ საბავშვო მულტფილმი მილიონობით ნახვით რომლებზეც გიფიქრიათ "მე თუ მიშლიან სერიის დადებას, ამას რანაირად აქვს ატვირთული და 2 მილიონი ნახვა მოგროვებული?". რანაირად და მულტფილმის შემქმნელებს, თუ ტელევიზიას, არ აწყობთ მთელი სერიის უფასოდ იუთუბზე ყოფნა, მაგრამ თუ ამოჭრით 20-30 წამიან კლიპს და დადებთ იუთუბზე, დაგედებათ ასეთი რამე :

რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ვიდეოდან შემოსული რეკლამის ფული ინტელექტუალური საკუთრების ავტორს მიუვა (თქვენ არა) მაგრამ დანარჩენი - ანოტაციები, ქარდები, ნახვები, სუბები - თქვენ გრჩებათ. როგორც ხედავთ , ამ მეთოდმა 2 ჩანელზე იმუშავა და დამიგროვა 3000 საბი. რომელიც შეიძლება ჩემთვის და ზოგისთვის არაფერია, მაგრამ დამწყებები სულ წუწუნებენ რომ ტვირთავენ ვიდეოს და კვირები ისე გადის არავინ ნახულობს. ამ მეთოდით გამიქაჩავს 10 ვიდეომდე, ყველას 100 000 ზე მეტი ნახვა აქვთ და 1 კვირა 50-100 ათასი მაყურებელი მუდმივად მყავს, რომლებიც სხვა ვიდეოებზეც გადადიან და მეხმარებიან ჩანელის გაზრდაში.
როცა ამდენი მაყურებელი გყავს, შეგიძლია უკვე უნიკალური ვიდეოების შექმნაც დაიწყო, იქნება ეს თუ თამაშების ვიდეოების გადაღება თუ პლასტელინებით თამაში
1. იწერ ნებისმიერი მულტფილმის სერიებს. (მაგალითად - Mickey Mouse Clubhouse, Paw Patrol, Dora The Explorer, PJ Masks - სხვებიც ბევრია, შეგიძლიათ ნახოთ nickjr და disney junior საიტებზე.)
2. ამოჭრი 20-30 წამიან მონაკვეთს, ოდნავ აასწრაფებ და ჩარჩოს დაუმოკლებ სონი ვეგასით.
3. ატვირთავ.
შეიძლება სერია ერთი თვე გედოთ და არაფერი ქნას, არ დაპანიკდეთ, იუთუბის ალგორითმი ძნელი ამოსახსნელია, შეიძლება მოულოდნელად მილიონობით ნახვები ააგროვოს ვიდეომ, რომელიც 10 ნახვას ძლივს აგროვებდა.
ჩემი ვიდეოებიდან დაახლოებით 5 დან 1 არის წარმატებული. ასე რომ რაც მეტს ატვირთავთ, მით უკეთესი.
რამე ნაწილი თუ გამომრჩა შემახსენეთ და ჩავამატებ
იმათთვის ვინც ფიქრობს, "ამით რო ფულის გაკეთება შეილებოდეს რატო გვასწავლიდა"
1. ისედაც მილიონი კაცი აკეთებს ამას და 10-20 ქართველი არაფერს შემიცვლის
2. საერთოდ სხვა სფეროში ვმუშაობ ამ წამს და კონკურენციაც რომ გამიწიოთ, არაფერი დამაკლდება
This post has been edited by Shiva> on 23 Jul 2016, 13:34