ბევრი მეკითხება თუ როგორ ხდება იმანიზე ბიტკოინის ყიდვა და იმანიდან biteminer.com -ზე სიხშირის ყიდვა ქვემოთ სურათზე მოყვანილია როგორ ჩავრიცხოთ იმანიზე ლარი და როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი ნუმერაციის თანმიმდევრობით
(ძაან დაღეჭილად გავაკეთე რომ დამწყებმა იოლად გაიგოს ყველაფერი არადა ძაან მარტივია )
1 იმანიზე რეგისტრაციისას გეძლევათ ესეთი ანგარიშის ნომერი 3715****4 რომელზეც შეგაქვთ ლიბერთის გადახდის აპარატიდან სასურველი რაოდენობის ლარი ვთქვათ 5 ლარი (სხვა ტერმინალითაც შეიძლება მარა საკომისიო იქნება ალბათ გადასახდელი)
2 როდესაც თქვენი ჩარიცხული თანხა აისახება იმანის ბალანსზე აწვებით ისრებიან ღილაკს და გადადიხართ შემდეგ ველზე
3 აქ მარჯვენა ზედა კუთხეში ვუთითებთ ლარს როგორც სურათზეა, მაგის ქვემოთ კი 5 ლარს ,მარცხენა მხარეს ზემოთ კი ბიტკოინს და სისტემა ავტომატიურად დაგითვლით რამდენი ბიტკოინი მოგივა
4 დააწვებით გადაცვლის ღილაკს და ამით თქვენ დაასრულებთ ბიტკოინის ყიდვას რომელიც მომენტალურად აისახება თქვენს იმანის ანგარიშიზე ბიტკოინის ველში
როგორ დავთვალოთ მოგება biteminer.com -ზე რომ სასურველი რაოდენობის სიხშირე ვიყიდოთ
1 შედიხართ თქვენ ექაუნთში biteminer.com -ზე და მარცხენა მხარეს აწვებით REPAYMENT როგორც სურათზეა
2 ამ გრაფაში დაგხვდებათ ჩაწერილი მინიმალური სიხშირე 20 შეგიძლიათ მაგ 20-ის მაგივრად ჩაწეროთ რამდენიც გინდათ 20-ზე მეტი მაგალითად 700
3 სისტემამ დაგვითვალ 203$ (ამ რაოდენობის ბიტკოინი უნდა დაურიცხო ყიდვისას დაგითვლის ბიტკოინში)
4 5 , 6 , 7. არის რამდენ ბიტკოინს გამოიმუშავებს დღეში , კვირაში , თვეში , წელში (მათ ქვეშ კი გიწერს დოლარში ამწუთას რამდენი იქნება ეგ ბიტკოინები ბიტკოინის კურსი თუ აიწევს მეტი დოლარი გამოგივა გამომუშავებული, ანუ საიტი გიხდის სტაბილურად მაგ რაოდენობის ბიტკოინებს დოლარს ყურადღება არ მიაქციო ბიტკოინის კურსისმიხედვით მერყეობს)

როგორ ვიყიდოთ სასურველი სიხშირე
მოკლეთ დავიანგარიშეთ და გადავწყვიტეთ ვიყიდოთ 700 KH/s
1 საიტზე მარცხენა მხარეს ვაწვებით BUY ღილაკს
2 ვწერთ 700
3 ვაწვებით GET ADDRESS იხილეთ სურათზე

როგორც ზემოთ აღვნიშნე GET ADDRESS -ის ღილაკის დაჭერის შემდეგ გადავალთ შემდეგ ბოლო პოზიციაზე იხილეთ სურათი ქვემოთ
1 და მნიშვნელოვანი აქ გიწერს რომ უნდა გადაუხადოთ ზუსტად მაგ რაოდენობის ბიტკოინი ყიდვისას დააკოპირეთ რაოდენობა და ჩასვით იმანიში საიდანაც უნდა გადაურიცხოთ ბიტკოინი იმ ველში ჩვენ შემთხვევაში 0.34612696 ბიკკოინია გადასარიცხი (მეტის დარიცხვის შემთხვევაში ჩალიჩი დაგჭირდება საპორტთან)
2 ეს არის ბიტკოინის ანგარიშის ნომერი რომელზეც უნდა დაურიცხო 0.34612696 ამასაც დააკოპირებთ და ჩასვავთ იმანიზე
3 აქ გიჩვენებს რომ 30 წუთში უნდა მოხდეს გადარიცხვა (აუცილებლად ჩაეტიეთ ამ დროში ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად)

მოკლეთ გვაქვს ბიტკოინის ანგარიშის ნომერი 1S3EXeNJkJybDboq9yUF8ShoMRsQFpTh4
რომელზეც ვრიცხავთ 0.34612696 ბიტკოინს
ეხლა გაჩვენებთ იმანიზე როგორ კეთდება გადარიცხვა
1 ვაწვებით იმანიზე ბიტკოინის ლოგოს
2 ვაწვებით გაგზავნა მოთხოვნას და ვავსებთ ველებს
3 ვწერთ მიმღების ბიტკოინის მისამართს 1S3EXeNJkJybDboq9yUF8ShoMRsQFpTh4
4 ვწერთ რაოდენობას 0.34612696
5 ვაწვებით ბიტკოინის გაგზავნას
სულ ეს იყო სადღაც 2-6 საათის განმავლობაში biteminer.com-ზე ავტომატურად
აისახება და გააქტიურდება თქვენს მიერ შეძენილი სიხშირეები
თავიდან მინიმალური იყიდეთ 20 კილოგერცი რომ კარგად გაერკვიოთ გადარიცხვაში
ბოლო სურათის ატვირთვა კიღამ დამავიწყდა დავიღალე იმდენი დავწერე და ვიჩალიჩე

biteminer.com-ზე ასევე უნდა გაუწერო თქვენი საფულის მისამართი რომ გამომუშავებული ბიტკოინები დაგირიცხოს 2-რე გვერდზე მიწერია ვინც არ იცით
გისურვებთ წარმატებებს