მოკლედ ბოლო რამოდენიმე გვერდზე თითქმის ერთიდაიგივე ლაპარაკი მიდიოდა და მოდი ყველას ერთად გიპასუხებთ:
1)იუთუბთან შედარება:_იუთუბი ის აღარ არის რაც იყო, უფრო მეტიც ასეთი საშინელი მდგომარეობა არასოდეს არ ყოფილა იუთუბზე ყოველმხრივ. ადრე კი 2014-2015 წლებში ადვილად ვარდებოდა ვიდეოები, მაგრამ დიდი ხანია ეგ დრო მოკვდა. მეც პირადად დავანებე თავი იუთუბს, აზრი აღარ აქვს უბრალოდ, არც ვიდეოები ვარდება არანაირად და არც რეკლამები აღარაა.
არის ხალხი ვინც ინსტაგრამით მეტს შოულობს ვიდრე იუთუბით (ამერიკა, აუსტრალია, ეუროპა).
2)ინსტაგრამის მომგებიანობა:_მთავარი პრობლემა იმაშია რომ ვერ ჩაწვდით ინსტაგრამის სპეციფიურობას, ეს სულ სხვა პლატფორმაა, იუთუბისგან ძალიან განსხვავებული, აქ სხვანაირი მუშაობა და მიდგომაა საჭირო. აქ უმრავლესობას გაქვთ ცხოველების ნიშა, მოპარული ქალების და მანქანების სურათები და ასე შემდეგ რაც ინსტაგრამზე არასოდეს არ იმუშავებს. იუთუბზე კი ბატონო თავის დროზე სწორედ ეს ნიშები შოულობდა ფულს, მაგრამ არა ინსტაზე.
ინსტაგრამზე რეკლამები არ ვარდება როგორც იუთუბზე, არამედ აქ რეალური დამკვეთები გეკონტაქტებიან და გიხდიან. ქვემოთ ჩამოვთვლი ფაქტორებს რა უნდა გაკეთდეს.
1)სანდოობა_როგორც უკვე ავღნიშნე დამკვეთები რეალური ხალხია და რეალურ დროში გეკონტაქტებიან, ამიტომ ისინი ეძებენ სანდო პროფილებს (ანუ რეალურ პროფილებს რეალურ ხალხზე). დასკვნა, უნდა გქონდეთ თქვენი საკუთარი პროფილი (უშუალოდ თქვენი ფოტოები და ვიდეოები თქვენს თავზე) რა ნიშაც არ უნდა იყოს. ახლა შენ რომ ანზორას ძაღლის ფოტოები გიდევს ან ვიღაც პორნოვარსკვლავის, დაგიკვეთა ვიღაცამ, გადაგიხადა და შენ გადააგდე სად გზდიოს იმან მერე, ამიტომ ყველა თავს არიდებს ყალბ პროფილებს. როცა იციან შენი სახელი, გვარი, რომელ ქვეყანაში და ქალაქში ცხოვრობ უფრო გენდობიან. აქ საუბარი მაქვს ბრენდებზე და არა უბრალო შემთხვევით shout out-ზე (რომლებშიც ყოველთვის ბევრად ცოტას იხდიან), ბრენდები ბევრს იხდიან. ყალბი პროფილები ბრენდებზე ვერასოდეს ვერ გავა.
პლიუს როცა შენი პირადი უნიკალური აქაუნთი გაქვს, ჩართულობა ფოლოუერების მხრიდან უფრო მეტია. სწორედ ჩართულობა გჭირდება შენც, რეალური მყიდველი რომელიც მხარს გიჭერს.
2)ნიშა_ინსტაგრამზე ხარობს შემდეგი ნიშები, დავალაგებ პირველიდან ბოლოსკენ:_ Beauty & makeup(მაკიაჟი, სილამაზის პროდუქტები პარფიუმერია), Fashion (მოდა, ტანსაცმელები, აქსესუარები), Fitness & Lifestyle (ფიტნესი, საკვები...), Travelling (მოგზაურობა).
ინსტაგრამზე მთავარია ყველაფერი ესტეთიური, რაც თვალს უხარია, ყველა და ყველაფერი ლამაზი და ნამდვილი (ახალი).
3)ფოლოუერების რაოდენობა და ჩართულობა:_თუ მინიმუმ 100 000 ფოლოუერი თავისი საშუალოდ 10 000 ლაიქით არ გყავს მაშინ არც უნდა ელოდე თვეში 4 ნიშნა შემოსავალს, დაჟე ამ მონაცემებითაც ვერ ახვალ 4 ნიშნაზე, საშუალოდ 20-25კ ლაიქი გინდა ფოტოზე, რომ თვეში 2-3 ათასი გააკეთო. კიდე ვიმეორებ გააჩნია ნიშას, მაგალითად კოსმეტიკურ-მეიქაფ ნიშაში 25 000 ლაიქით 10 000+ დოლარსაც აკეთებენ თვეში.
4)ადგილმდებარეობა:_ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენსაც ხალხი ლოს-ენჯელესში აკეთებს იმის 10%-ს გააკეთებს სხვა სხვა ქალაქში(ქვეყანაში). ლოს-ენჯელესია ინსტაგრამის ოქროს საბადო (რათქმაუნდა თავისი დიდი ფოლოუერთა ბაზით). ახლა ბევრი თქვენგანი იტყვის რა აზრი აქვს ადგილსო მაგრამ აქვს დამიჯერეთ. ზოგჯერ ცნობილი ბრენდი ფოტოსესიაზე დაგიბარებს რომ თავისი ტანსაცმელის რეკლამა გააკეთო, ან რამე სასმელ-საჭმელის ან სავარჯოშო დარბაზის. ძირითადად ასე ხდება ხოლმე.
მგონი მეტისმეტად დიდი პოსტი გამომივიდა

იმედია რამეში გამოგადგებათ