რა რთულად უყურებთ ყველაფერს. შანსი არაა რამე შარში გაეხვა მაგის გამო თუ რამე დიდი ზიანი ან ზარალი არ მიაყენე კომპანიას. წესებში არ ვიცი როგორ წერია იუთუბის დანაშაულის შემთხვევაში რომელი ქვეყნის კანონმდებლობით განიხილება თემა მაგრამ როგორც ვიცი დანაშაულს როცა საქართველოში ჩადიხარ ქვეყანაში არსებული კანონით ხდება გასამართლება და შეიძლება ქართველ მოსამართლეებს გაეცინოთ ასეთი რაღაც რო გაუძრო

ამ შემთხვევაში დაზარალებულმა ინტერპოლს უნდა გადასცეს საქმე და მაგათ დამიჯერე მაგისთვის ნაღდად არ ცხელათ, ეგენი უფრო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს იძიებენ და რაღაც ძაან სერიოზულ თემებს, და რამდენის გადახდა დაჭირდებათ რომ ინტერპოლს გადასცენ ეგ საქმე მაგის წარმოდგენაც მზარავს

ვაფშე გადახედე ინტერნეტ კომერციას როჟები რეებს ჩალიჩობენ შეიძლება გული გაგისკდეს და ფეხებს ვერავინ ვერავის ჭამს

ბლექ ჰეთს კი არა იმენა არალეგალურ რაღაცეებს და 4-5 ნიშნა ციფრებს ურტყამენ დღეში, როგორიც ფიშინგია და ა.შ. მაგაზე რათქმაუნდა შანსი დიდია რო შარში გაეხვე, მაგრამ 95%-ს ვერაფერს უშვებიან. გადახედე კარგად private ფორუმებს და გაგეცინება რომც შეადარო მაგ რაღაცეებს ასეთი რამე
This post has been edited by Sean King on 25 Dec 2016, 15:30