ედსენსის ექაუნთების გაყიდვა უმეტესად ხდება ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, იუზერის და პაროლის გადაცემით. ხანდახან მეილზე მიმოწერითაც, თუმცა, თუ თაღლითურად აქვს განზრახული იუზერს გაყიდული ედსენსის დაბრუნება, ეცდება მიმოწერაში არ იყოს რაიმე ისეთი, რაც დაადასტურებდა ექაუნთის გადაცემის ფაქტს.
იურისტი არ ვარ, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ზეპირსიტყვიერ შეთანხმებასაც აქვს იურიდიული ძალა, ოღონდ რთულია დამტკიცება იმისა, თუ რა შეთანხმებაზე და პირობებზე იყო საუბარი.

ყველაფერთან ერთად ექაუნთს რომ ხსნი, ელექტრონულ კონტრაქტში წერია, რომ არ გაქვს უფლება იუზერის, პაროლის და სხვა პარამეტრების მესამე მხარისთვის გადაცემისა ან თუ გადასცემ, ასეთ შემთხვევაში შენზეა შედეგებზე პასუხისმგებლობა და არა კომპანიაზე.
ექაუნთს რომ არეგისტრირებ, გთხოვს სათადარიგო მეილის მითითებას, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ექაუნთის პაროლის და სხვა პარამეტრების დარესეთება, აღდგენა. გუგლი პაროლის აღდგენისას ბოლო პერიოდში დამატებით კითხვებსაც სვამს, რომ დარწმუნდეს ნამდვილად ექაუნთის შემქმნელი ცდილობს პაროლის დარესეთებას.
ხოდა... ტიპი ყიდის ექაუნთს ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ცოტა ხნის შემდეგ არესეთებს პაროლს, ცვლის ახალი მფლობელის ტელეფონის ნომერს და სხვა პარამეტრებს და ახალ მფლობელს რჩება ხიშტი.

თაღლითობაზე მუხლები არსებობს, მთავარია მტკიცებულებები, რომლის გარეშეც ვერ დაამტკიცებ უბრალოდ ვერაფერს.
ზოგადად, ეხლა იმდენად არასტაბილური სიტუაციაა გუგლში, რომ სხვისი ედსენსის ყიდვა რისკია და ვის როგორ უღირს, გააჩნია...

ნებისმიერ მომენტში ნებისმიერი ექაუნთი შეიძლება დაბლოკოს გუგლმა ყველანაირი განმარტებების გარეშე და აღარ აღადგინოს. მაგრამ თუ მაინც გარისკავთ და იყიდით, ჯერ კარგად უნდა გადამოწმდეს ექაუნთის სტატუსი და მდგომარეობა და წერილობითი შეთანხმებაც არ იქნებოდა ურიგო. ის სათადარიგო მეილიც ჯობს შეძენისთანავე შეიცვალოს და ამაში ალბათ გამყიდველიც იქნება საჭირო იმიტომ რომ იმ სათადარიგო მეილზე მისული გადასამოწმებელი ბმულით დაადასტუროს რომ ნამდვილად მისი ნებართვით ხდება პარამეტრების ცვლილება.
პარნუხების გაყიდვას რაც შეეხება, დაწერეს უკვე საკმაოდ კარგად რა და როგორ. ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც არ უნდა ყიდდე, თუ საქართველოს მოქალაქე ხარ, საქართველოში ხარ, თუ გამოგიჭირეს, აქაური კანონი იმოქმედებს და დაგიჭერენ შენახვა-გაყიდვის და გავრცელების მუხლით.

შენახვაც კი დასჯადია. არათუ გავრცელება და მით უმეტეს გაყიდვა.