მინდა ჩემი ერთერთი დაკვირვების შესახებ დავწერო.
ვისაც უკვე საკმაოდ ძლიერი არხი გაქვთ და იყენებთ სხვის კონტენტს ნებართვის გარეშე იმათ გამოგადგებათ, რომ შეამციროთ საავტორო უფლების დარღვევის გამო დაბლოკვის რისკი.
როგორც დავაკვირდი, ნახვების ძალიან დიდი წილი მოდის ვიდეოების მცირე ნაწილზე (ჩემს შემთხვევაში ნახვების დაახლოებით 90 % მოდის ყველა ვიდეოს 10 %-ზე მიახლოებით).
ძალიან ბევრი ვიდეო დევს არხზე რომლებსაც ცოტა ნახვები აქვთ, რეალურად არხს ბევრს ვერაფერს მატებენ, მაგრამ დაბლოკვის რისკი მათზეც თითქმის ისეთივეა, როგორიც სწრაფად მზარდ ვიდეოებზე.
გირჩევთ პერიოდულად გადახედოთ არხზე მყოფ ყველა ვიდეოს და ის ვიდეოები რომლებით 5-6 თვის ან უფრო ადრე ატვირთულებია და ნახვები ცოტა აქვთ ან წაშალოთ ან პრივატში გადაიყვანოთ.
ეს საკმაო მნიშვნელოვანია ჩემი გამოცდილების მიხედვით. საერთოდ სტრაიკებს იშვიათად ვიღებ, მაგრამ როცა მიმიღია, ძირითადად ისეთ ვიდეოებზე დამასტრაიკეს, რომლებსაც ნახვები თითქმის არ ჰქონდა.
იმედია გამოგადგებათ