მაინდამაინც იუთუბი უნდა დაიხუროს ფეისბუქი და ამაზონი რო გაეშვას ?
ფეისბუქმა რო დაიწყოს ვიდეოს მონეტიზაცია წავა მასიური ბლოკები და ქოფირაითები, ყველა დაიწყებს თავისი კონტენტის დაცვას, წავა მასიური ბლოკები და საბოლოოდ მივალთ იმ ეტაპამდე რაზეც იუთუბია ახლა, ყველა ეტაპი საბოლოოდ აქეთკენ მოდის
თავიდან ყველას არ მისცემენ ფეისბუქზე მონეტიზაციის საშუალებას და ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ეგ მიუწვდონელი იქნება, როგორც ახლა მარტო ამერიკელებისთვისაა ხელმისაწვდომი და მერე ნელ-ნელა დაიწყებენ გაფართოებას
თან თავიდან იქნება ცოტა $ და ბევრი პრობლემები, სანამ სისტემა ფეხს აიდგამს და გაეშვება
იუთუბმა ყველა ეგ ეტაპი გაიარა და წლების განმავლობაში დაიხვეწა
ასე რომ რაც არის თავისი მინუსებით ის შეირგეთ
უკეთესს არავინ შემოგთავაზებთ

თან ფეისბუქი არ არის მხოლოდ ვიდეოების საიტი, მაგათ ბევრი სხვა პრობლემები აქვთ
იუთუბი კი მხოლოდ ვიდეოებზეა ორიენტირებული და ბოლომდე იხარჯება აქ, მაგიტომაცაა როა ამდენი $$ იუთუბზე და ამდენი ქრეათორი
ასე ვთქვათ ფეისბუქი იქნება ლაითად ვიდეოს მონეტიზაციის საშუალება, კონკურენციას იუთუბს ვერასდროს გაუწევს და თუ ეგრე უნდა მაშინ მთლიანად უნდა გადაკეთდეს ვიდეოების პლატფორმად
This post has been edited by მილანისტა on 2 Apr 2017, 13:40