ხვალიდან შევუდგები ისევ საქმეს...
ბიზნეს იბეი, ბიზნეს ამაზონი, პეიპალი და პეივანერი მზად მაქვს ყველაფერი... ანუ სნულია ნაჩინაიუ... იმედია შეცდომას აღარ დავუშვებ ))
ე.ი. ამაზონის სელერის ექაუნთი რო გავაკეთე 40$ ხო ჩამომაჭრა, 1 თვე რო გავიდა არაფერი გაგიყიდია და დაგიბრუნებთ ამ 40$სო, კაი მეთქი (იდეაში ეგრეც მქონდა ჩაფიქრებული, ჯერ ჩინეთიდან არაფერი დამიფიპავს და), დამიბრუნეს 40$ და დამიჯდა პეივანერის ანგარიშზე 4 დღეში დაჯდა... მინუს 1% ანუ 0.40$ მომაჭრა პეივანერის საკომისიო, მერე შემომთავაზა პეიმ ჩვენი კარტა აიღეო, ხოდა კაკრას ეგ კარტა მინდოდა... შევუკვეთე იმ დაბრუნებული ფულით 30$ ღირს პეივანერის მასტერქარდი და ჩამომივა თვის ბოლოს აქ სახლში თბილისში ადგილზე. ხოდა ეს კარტა რომ არ შემეკვეთა პეის ანგარიშზე დარიცხული ფული თიბისის ვიზაზე უნდა გადმომეკატავებინა და 3-5 დღე კიდევ უნდოდა, ეხლა კიდევ ეს კარტა ჯიბეში რომ მედება ეგრევე ბანკომატიდან გამოვიტან დოლარს... თითქმის ყველა იძლევა დოლარს ))
ხოდა მინდა ეხლა ესე ვსინჯო:
ებაიდან ჩარიცხული ფული პეიპალზე ხო დაჯდება, აი პპდან რო გავუშვა პეივანერზე, იმიტომ რომ პეივანერის ანგარიში ამერიკული მაქვს (ყველა ამერიკულია) ხოდა პროცენტს ცოტას ამახევს თან მალე დაჯდება ალბათ )) ეგეც გასატესტი მაქვს... თუ 1 დღეში დაჯდა კაია )) ეგრევე იმ პეივანერის მასტერკარდით ვიყიდი ამაზპნზე ან სხვაგან დასაშიპ ნივთებს... ამ ფულის კატაობაში კი წავა ეგ 2%, მარა მაგ 2%ს ფასზე მოვუმატებ და ეგაა )) ანუ იმას ვამბობ რომ იბეი პაიპალი - ამაზონი შენი ჯიბე - რომ გავაერთიანო და იბეიც და ამაზონიც რომ ერთ საფულეში გედოს რა )) პეივანერის კარტას მსოფლიოში სადაც გინდა იქიდან გაანაღდებ ფულს - ბანკომატიდან და ყველაფერს იყიდი ონლაინშიც და თბილისშიც )) პური, ბენზინი, პამპერსი
ცოტა ხანი ხვალიდან იბეიზე გაჩუშვებ რაღაცეებს და ამაზონს 20 დან მივხედავ )) ჯერ კიდევ ვარჩევ სტარტაპ პროდუქტს ))
ხო კიდევ - სეილს ჰაბ და ტერაპარკი ჩავურთე იბეის... 1 კვირა უფასოაო და ვნახავ, მგონი ძაან კაი რამეა და უნდა დავიტოვო... უველაფერს გიჩვენებს და გიანგარიშებს რაც იბეიზე ხდება და მომხდარა ))
თქვენც დაწერეთ როგორ რას აკეთებთ...
ჩვენში რა კონკურენცია უნდა იყოს ეგეთი რომ არაფერს წერთ.... :/