გუშინ საღამოს ავტვირთე ახალი ვიდეო. ზუსტად ეგრე მოხდა ჩემთანაც. რეალთაიმი მიჩვენებდა ნულებს და მეტიც, იუტუბის სტუდიოს ანდროიდის აპლიკაციაში საერთოდ არ ჩანდა ატვირთული ვიდეო.

დღეს დაიწყო რეალთაიმის დათვლა, მაგრამ მკვეთრად ჩამორჩება ვიდეოს ქვეშ რაც ჩანს იმ ნახვების რაოდენობას. ადრე პირიქით იყო ხოლმე. რეალთაიმში ჩანდა მეტი და ვიდეოს ქვეშ გვიან ისახებოდა ხოლმე.
ზოგადად კი იმ დიდი ბოიკოტისას ძალიან აირია მონასტერი და ჩემს არხზე ეხლაც ვერ დალაგებულა. ქართული მუსიკის ნიშა. ვერ ვიტყვი, რომ ძალიან პოპულარული ან ისეთი მუსიკისა, რომელიც საზღვარგარეთ დიდ აუდიტორიაზე გავა. თან არ მაქვს მე კარგი შემოქმედებითი ხედვა და კარგი კამერა საიმისოდ, რომ ვიდეოები კონკურენტუნარიანი ხარისხით გავაკეთო, მაგრამ თვეში 800 000 ჯამურ ნახვაზე ავიყვანე არხი და თან მაჩვენებელი მზარდი იყო. ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოიმატა უცხოეთიდან ნახვების რაოდენობამაც. თან სულ ლეგალური კონტენტი მაქვს. ავტორებთან შეთანხმებით, ჩვენთან შექმნილი. ხოდა ბოლო პერიოდში აშკარად იგრძნობა, რომ არხის ნახვების რაოდენობები ხელოვნურადაა დალიმიტებული.
ახალი ჩანაწერების დამატებისას, რამდენადაც იზრდება ჩანაწერის ნახვების რაოდენობა, იმდენივე აკლდება დანარჩენებს. ეხლა თვეში 400-500 ათას ნახვამდეა არხი დალიმიტებული და რაც არ უნდა გავაკეთო, არაფრით არ ადის მაღლა. არც სხვადასხვა სივრცეში გაზიარებები შველის და არც არაფერი. უკვე გავარდნილ ჩანაწერებს აკლებს ნახვებს სერიოზულად. არადა არ დავიზარე და 1 თვის რეალთაიმი, ვიდეოს ქვეშ ნახვები, ჯამური ნახვების რაოდენობები დავითვალე, შევადარე და არანაირად არ ემთხვევა ერთმანეთს.

არც ერთი პარამეტრით, არანაირი ლოგიკით.
ადრე რა პროპორციით იძლეოდა მონეტიზაციას და რამდენ ნახვაზე რა ხვედრითი წილი მოდიოდა ვიცოდი და შესაბამისად ისიც ვიცოდი ნელნელა როგორ წამეყვანა არხი წინ. ეხლა ვერაფერს ვეღარ ვხვდები. სრული ქაოსია. ლამის ყოველ დღე ცვლიან ალგორითმს და კაცმა არ იცის როდის დალაგდებიან...
ხო მართლა, ვისაც ვიდაიქიუს ამბავი გაინტერესებთ, გამოვიყენე. ფასიანი 10 დოლარიანი პაკეტიც მქონდა ჩართული 2 თვის განმავლობაში და დიდი ვერაფერი დამხმარე ხელსაწყოა ჩემთვის. კარგი ის აქვს, რომ ვიდეოების ინფოს ერთიანად, ერთი ხელის მოსმით დაედიტების საშუალებას გაძლევს, თუ გსურს რომ ერთიდაიგივე ტექსტი ჩასვა, მაგრამ ეგ იუტუბსაც აქვს აფლოუდ დეფაულთებში თუ რა თქმა უნდა თავიდანვე დაიჭერ თადარიგს.
კარგი ისიცაა, რომ ტეგების რეიტინგებს გაჩვენებს, თუმცა მაგისთვის სხვა უფასო სერვისებიც არსებობს.
ცუდი ისაა, რომ არხის სავარაუდო შემოსავალს არაზუსტად თვლის. იღებს მაქსიმალურ პოტენციურ შემოსავალს. უფრო ზუსტ სტატისტიკას გაჩვენებს სოციალბლეიდის პლაგინი. შემოსავალს ისიც არ გაძლევს რეალურს, თუმცა გამოთვლა ადვილია. სოციალბლეიდის პლაგინი გიჩვენებს არხის შემოსავალს გუგლის წილიანად. მიახლოებით მაგისი ნახევარია კონკრეტული არხის რეალური შემოსავალი. მოკლედ, ვიდაიქიუ ვერ გამოვიყენე. ვისაც გამოგადგათ, წარმატებები. მე საკუთარი გამოცდილება და სოციალბლეიდი უფრო მეხმარება.