მოგესალმებით ყველას. იქიდან გამომდინარე რომ კრიპტო ბიზნესი არის მომავლის ბიზნესი და ჩვენც ჩვენს მომავალზე ვფიქრობთ, გადავწყვიტე გამეკეთებინა აქტუალური პოსტი ქლოუდ მაინინგთან დაკავშირებით. რადგანაც რამოდენიმე დიდ ქლოუდს აღარ აქვს გასაყიდად სიმძლავრები და ნაკლებად ცნობილ ქლოუდებში ფულის ჩადება არ არის რეკომენდებული, ამ ეტაპზე მხოლოდ 2 ალტერნატივა გვაქვს: Hashflare და Omnia-Tech. მე არ გამიჭირდება მათი შედარება, ვინაიდან ორივეში ვარ და ორივეს კარგად ვიცნობ, Hashflare-ში ივლისიდან და Omnia-Tech-ში ოქტომბრიდან. ორივეს გვერდი გახსნილი მაქვს + კალკულატორიც და მემგონი ზუსტი შედარება გამომივა, ხოლო თუ რამეში მაინც შევცდი დააკომენტეთ და შევცვლი არ არის პრობლემა. კაი დავიწყოთ:
რადგანაც ყველამ ვიცით, რომ უცებ გამდიდრების მსურველებს უეჭველი კრახი ელით და ზოგადად კრიპტო ბიზნესიც მომავალზეა გათვლილი, ასევე გათვლებს ძალიან არასწორად და სწორხაზოვნად აკეთებენ, ამიტომ მათ დასახმარებლად გავაკეთებ 5 წლიან გათვლას:
• ავიღოთ ინვესტიცია 500$, ვინაიდან 5 წლის მანძილზე 5-ჯერ თავიდან უნდა შევიტანოთ Hashflare-ში აღნიშნული თანხა ვიანგარიშოთ 2500 $ ინვესტიცია. ასევე თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გამოტანის საკომისიო არის 60 000 სატოში და საშუალოდ თვეში ერთხელ გამოაქვს ყველას, სულ წელიწადში გამოდის 720 000 სატოში და 5 წლის მანძილზე გამოდის 3 600 000 სატოში, რაც დაახლოებით 600 $ ზე მეტია მაგრამ მოდი დავამრგვალოთ Hashflare-ს სასარგებლოდ და 500 $ ვთქვათ. ანუ საბოლოო ჯამში 5 წლის მანძილზე გამოგვივიდა 3000 $ ინვესტიცია.
1. Hashflare - კომპანია ბაზარზეა მესამე წელია, პოპულარობის პიკი 2017 წლის ზაფხულია, სექტემბრიდან კი რეიტინგი საგრძნობლად დაბლა დაეცა, რისი მიზეზიც მუდმივი კონტრაქტების ერთპიროვნულად 1 წლიანზე გადაკეთება გახდა. (მაშინ დავრწმუნდი რომ ქართველებზე არანაკლები გინებები ცოდნიათ უცხოელებს...)
a. ეხლა გადავიდეთ ყველაზე საინტერესოზე და ვნახოთ შემოსავლები: 500 დოლარად მოგვდის 2.3 ტერაჰეში, რაც დღეში წერს 30 000 სატოშს, ანუ თვეში 900 000 სატოში, რაც დოლარებში 150$ გამოდის, წელიწადში 1800 $ და 5 წელიწადში - 9000 $. მშვენიერია, შედარებისათვის ბანკი 5 წელიწადში იძლევა 50 % მოგებას... საბოლოო შედეგი არის, 5 წლის მანძილზე ვხარჯავთ 3000 $ და ვიღებთ 9000 $ ანუ 300% მოგება...
2. Omnia-Tech - კომპანია ბაზარზეა სულ რაღაც 5 თვეა, და პოპულარობის პიკი 2018 წლის ზაფხულია ნავარაუდევი, რა დროსაც უკვე ექნებათ ბლოკჩეინზე თავისი პული, დაწყებული უნდა იყოს მუშაობა საკუთარ ICO-ზე და მინიმუმ 2 დიდი ფერმა უნდა ქონდეთ დამატებით გახსნილი შვედეთში და ავსტრიაში, რომელთა მშენებლობაც უკვე დაწყებულია. ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანია თქვენს მიერი ნაყიდი სიმძლავრეებიდან იტოვებს ნახევარს, ასევე მუდმივად, საიანაც გადახდილი იქნება ყველანაირი გადასახადები, დაქირავებული იქნებიან ადამიანები რომლებიც მოუვლიან თქვენს აპარატურას, გაკეთდება მუდმივი განახლება ტექნიკის და კომპანია განვითარდება, რაც ორივე მხარეს ნამდვილად გვაწყობს...
a. ვინაიდან აქ კონტრაქტი სამუდამოა ამიტომ ავიღოთ აქაც 5 წლიანი გათვლა და ინვესტიცია 3000$, რომელშიც მოგვდის პაკეტი - Mid Miner, 8913,84 GH/S. საიდანაც დღეში დაგვერიცხება - 119 000 სატოში, ყოველთვიური შემოსავალი გვექნება - 3 500 000 სატოში რაც დოლარებში გამოდის დაახლოებით 500$. წელიწადში იქნება - 6000 $, ანუ წლიური 200% და 5 წელიწადში ჩვენი მთლიანი შემოსავალი იქნება 30 000 $. გადარიცხვის საკომისიო ომნიას არ აქვს. მინიმალური გამოსატანი - 0.0024 btc
.
• ასევე ორივე საიტს აქვს რეფერალური პროგრამა მსურველებისთვის, რაც დამატებითი შემოსავალია, ორივე საიტს აქვს ერთჯერადი 10% რეფერისგან და მხოლოდ Omnia-Tech-ს აქვს დამატებითი ბონუსები: ჩვენი რეფერალების მიერ ნაშოვნი ფულის 4 %, ასევე მთლიანი რეფერალური ბრუნვის 10%...
ეხლა მინუსები:
1. Hashflare-ზე ზემოთ გითხარით რომ ერთხელ ძალიან მწარედ მოგვატყუეს და ნდობა დიდს ნიშნავს ბაზარზე, ასევე თვითნებურად წევენ ხოლმა საკომისიოს ძალიან დიდ ნიშნულამდე, ეხლაც 5 მილიონ სატოშზე მეტს ვერ გამოიტან, ასევე დღემდე არ ვიცით ვინ არიან დამფუძნებლები, სად აქვთ ოფისები, ფერმები, რა გეგმები აქვთ მომავალში და ა.შ. (ნუ თუ გადაქექავთ მთელს ინტერნეტს შეიძლება მიაგნოთ რამე ინფოს, მაგრამ დამეთანხმებით რომ ასე არ უნდა იყოს) ჩემი ინფორმაციით უნდა იყოს ესტონური კომპანია. ასევე ბევრი გამოთქვამს უკმაყოფილებას საპორტის მიმართ. ასევე თავად კომპანია არის ძალიან ჩაკეტილი და საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე.
2. Omnia-Tech - კომპანია როგორც გითხარით სულ რაღაც 5 თვისაა და ბევრი სასარგებლო ფუნქცია არ აქვთ საიტზე, მათი განმარტებით ნელნელა დაემატება ყველაფერი. ასევე თავიდანვე დაუშვეს საკმაოდ დიდი შეცდომა და შეცდნენ მომსახურე აიტი კომპანიის არჩევაში, რის გამოც თვენახევის შემდეგ, დაახლოებით ოქტომბრის დასაწყისში საიტმა დაიწყი გაჭედვები და იძულებული შეიქნენ დაედოთ კონტრაქტი ერთ-ერთ გერმანულ ბანკთან და მათი სისტემა გადმოეტანათ (ბანკი აირჩიეს მაქსიმალური დაცული სისტემის გამო). აღნიშნული შეცდომის გამო თითქმის მთელი თვენახევარი გაუცდათ. ასევე ცუდად მუსაობს კომპანიის საპორტი, რაზედაც კომპანიის ვებინარზეც გამოითქვა საყვედური და მატი განმარტებით 10 ახალი ადამიანი დაემატება იანვრიდან საპორტს. Hashflare-სგან განსხვავებით რასაც ვერ ვიტყვით არის გახსნილობა, ყველა მოვლენა პირდაპირ ეთერში ხდება, სულ ეხლახანს დამთავრდა აზიის ტური და ვებირანებიც საკმაოდ ხშირად იმართება, ასევე პირდაპირ ეთერში ხდება მაინინგ ფერმების გახსნა-დათვალიერება.
მომავალი მიზნები:
1. Hashflare-ს მიზნებზე ვერაფერს ვიტყვი, უბრალოდ იმიტომ რომ არ ვიცით...
2. Omnia-Tech - კომპანის საკუთარი პული ბლოკჩეინზე, საკუთარი კრიპტოვალუტა, 10-ზე მეტი ახალი მაინინგ ფერმის გასხნა შვედეთში და ავსტრიაში, სხვადასხვა ვალუტის მაინინგის დამატება (ეთრიუმი ეხლაც არის), ქეში, დაში, ლაითკოინი, ზეჰაში. უახლესი ტექნიკის შეძენა, რომლითაც ადვილად მოხდება სხვადასხვა ვალუტებზე გადართვა, Omnia-mastercard ბარათის გაკეთება 2018 წლის პირველ ნახევარში, მარტის დასაწყისში ევროპასი შეხვედრა ევროპელ მომხმარებლებთან (შეხვედრა გაიმართება ან ვენაში ან ბარსელონაში)...
.
სულ ეს იყო, მე შევეცადე რომ ვყოფილიყავი მაქსიმალურად ობიექტური და მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობილი მასალები მომეწოდებინა, ასევე შეგახსენებთ რომ ორივე პროექტის მომხმარებელი ვარ მაგრამ ალბათ მაინც მიხვდებოდით თუ რომელი კომპანიისკენ იხრება ჩემი სიმპათიები. გირჩევს დიდი თანხების ინვესტირება არ მოახდინოთ სხვა ნაკლებად ცნობილ საიტებზე, რომლების ინტერნეტ სივრციდან გაქრობასაც კაციშვილი ვერ გაიგებს თქვენს გარდა...
ასევე გეტყვით რომ Omnia-Tech ქართველმა ენთუზიასტებმა გავაკეთეთ ქართული საინფორმაციო საიტი სადაც ბევრ სასარგებლო თემას ნახავთ, საიტიც ასევე ტესტირების რეჟიმშია და კომპანიასთან ერთად განვითარდება. ამ გვერდიდან თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ ომნიას ოფიციალურ გვერდზე:
http://omnia.ge/index.php/ka/ მხოლოდ იმათ ვისაც გაინტერესებთ Omnia-Tech-ში ინვესტირება შემდით ჩვენს ფეისბუქ გვერდზე:
https://www.facebook.com/groups/484283035281710/