draven2015გააჩნია რა პირობები აქვს იმ "მესამე მხარეს"

თუ ვიდეო content ID სისტემაში ზის, რამდენიმე ვარიანტია:
1. გაძლევს ატვირთვის უფლებას, მაგრამ მონეტიზაცია კეთდება მესამე მხარის სასარგებლოდ. ასეთ შემთხვევაში, თუ ვიდეო კარგად კრიფავს ნახვებს, შემოსავალი შენ არ გექნება მაგ ვიდეოდან, საავტორო უფლებების მფლობელს ექნება, მაგრამ შეიძლება გამოგადგეს არხზე აუდიტორიის და გამომწერების მოსაზიდად;
2. გაძლევს ატვირთვის უფლებას და მონეტიზაციიდან მიღებულ შემოსავალს გიყოფს. ეს ყველაზე ჯიგრული ვარიანტია. იმას შემოსავალიც შესდის და თან გარდა თავისი არხის აუდიტორიისა, სხვა არხების აუდიტორიასაც აცნობს თავის ნამუშევარს. პოპულარიზაცია იზრდება. თან შენც - მისი ჩანაწერის ამტვირთავსაც გიყოფს შემოსავალს. ყველა მხარე კმაყოფილია.
3. აკრძალული აქვს სხვაგან ატვირთვა. ასეთ შემთხვევაში პირდაპირ მოდის სტრაიკი და არხისთვისაც, მონეტიზაციისთვისაც ეს ძალიან ცუდია.
თუ ვიდეო მესამე მხარისაა და content ID სისტემაში არ ზის, მაშინ დატოვება სარისკოა იმიტომ, რომ არც ერთ შემთხვევაში ვიდეოს პატრონს არ აწყობს სხვაგანაც აიტვირთოს და ამით თითონ დაკარგოს ნახვებიდან მიღებული შემოსავალი. ამიტომაც პოვნის შემთხვევაშივე დიდი ალბათობით დაასტრაიკებს პირდაპირ.
კიდევ ერთი მომენტია: ხშირად ხდება ხოლმე, როცა უფლებების მფლობელი ცვლის გადაწყვეტილებას და თუ მანამდე ვიდეოს სხვაგან ატვირთვის უფლებას იძლეოდა, უცებ შეცვლილი პირობებით ავტომატურად წამოვიდეს სტრაიკი. ის კი არა cc ლიცენზიით ატვირთული აუდიო-ვიდეოს ლიცენზიაც შეუცვლიათ და თუ მანამდე იძლეოდნენ ნებისმიერ სივრცეში თავისუფლად გამოყენების უფლებას, სტანდარტულ ლიცენზიაზე დაუჯენიათ. ამას ისევ და ისევ კომპლექტში მოყვება შეზღუდვები, ან პირდაპირ სტრაიკი.
მოკლედ, სხვისი მასალის გამოყენება სარისკო საქმეა ნებისმიერ შემთხევვაში და თავად არხის პატრონის გადასაწყვეტია უღირს თუ არა გარისკვა.