ვიდეოში კერძო სპონსორების რეკლამების განთავსებაზე ცოტა რთულადაა საქმე. რამდენადაც ვიცი იუტუბის წესებით შესაძლებელია განთავსება, ოღონდ ვიდეოს advanced settings ტაბში "Content declaration
This video contains paid promotion such as paid product placement, sponsorships or endorsement " უნდა ჩაიპწიჩკოს აუცილებლად და ამით უნდა მოხდეს დეკლარირება, რომ ვიდეო შეიცავს კერძო რეკლამას ან ფასიანი სარეკლამო რგოლია მთლიანად, ტიპის მიხედვით, რა... ოღონდ რისკის შემცველიაო ფორუმებზე წერენ იმიტომ, რომ ალგორითმებს ხარვეზი აქვს და შეიძლება არხს მონეტიზაცია გაუუქმდეს, ან ჩაბანონ კიდევაცო. ცუდი ის არის, რომ არავინ არ წერს დეკლარირებულზე ადებენ ბანს ან უუქმებენ მონეტიზაციას თუ არადეკლარირებულზე. თუ არ გაქვს დეკლარირებული, ეგ უკვე ცალსახად იუტუბის ქომიუნითი წესების დარღვევაა და ადრე თუ გვიან თუ ამოიცნო სისტემამ, რომ რეკლამას შეიცავს, მინიმუმ წესების დარღვევაზე სტრაიკი მოვა. მაქსიმუმ არხის ჩაბანვაც შეიძლება მოყვეს (გააჩნია სტრაიკების რაოდენობას და ალგორითმები როგორ ხასიათზე შემოირბენენ

).
ნებისმიერ შემთხვევაში paid promotion-ზე ჰელფში არის ვრცლად ინგლისურად და რუსულად და სასურველია გამოყენებამდე გაეცნოთ ყურადღებით.
რაც შეეხება მუსიკების გარემიქსებას, ან რარიტეტების დადებას (ვინილიდან გაციფრულებული ძველი, ხანდახან უნიკალური ჩანაწერებიც), აქ მთლად ასე იოლად არაა საქმე. სოუშელბლეიდი შემოსავლებს ითვლის ფორმულების საშუალებით, თანაც გუგლის წილის ჩათვლით. ანუ არხის რეალურ შემოსავლებზე ინფორმაციას არ იღებს. რომელი ქვეყნიდან იყო ნახვები, რამდენი და ასე შემდეგ, მაგის მიხედვით გარკვეული ფორმულებით ხდება სავარაუდო, მოსალოდნელი შემოსავლის გამოთვლა. თუ კონტენტი სრულიად საავტოროა, მაშინ გუგლის წილი რომ გამოაკლო (უმეტესად 60/40 %ზეა ხოლმე), მიიღებ რეალურთან ახლოს შემოსავალს.
თუ კონტენტი შერეულია და სხვისიც არის არხზე და უფლებების მფლობელს ქონთენთ აიდი სისტემაში აქვს ჩასმული სხვაგან ატვირთულებიდან მონეტიზაციის უფლებით, მაშინ სოუშელბლეიდი და სხვა მსგავსი პლატფორმები იმათ შემოსავალსაც არხის მოსალოდნელ შემოსავლებთან ერთად ითვლის და ამიტომაც ჩანს რომ რემიქსებიდან და სხვისი მუსიკიდან დიდი შემოსავლები აქვს ამა თუ იმ შერეულქონთენთიან არხს.
2 დღის წინ გავაკეთე ლაივსტრიმი და ფონად მქონდა 70-იანების ქართული ჯგუფების მუსიკა ჩართული. სხვა მსგავს სტრიმებთან შედარებით უკეთესი გამოხმაურება და მეტი აუდიტორია მოიპოვა სტრიმმა, მაგრამ დასრულებულზე, უკვე პროცესინგს რომ მორჩა და ვიდეო არხზე გამოაჩინა, ქონთენთ აიდიმ ამოიცნო ყველა სიმღერა და მონეტიზაცია წავიდა უფლებების მფლობელის სასარგებლოდ. მთლიანად, მთელ ვიდეოდან

სოუშელ ბლეიდი და სხვა მსგავსი სისტემები ასეთ დროს ჩანაწერის მონეტიზაციის სავარაუდო შემოსავალს მაგ ვიდეოდან ჩემს არხს მიათვლის. ამიტომაც ჩანს, რომ თუნდაც იგივე თეკლა დუდუჩავას არხი თვეში 1000 ევროზე მეტს ჭრის. რეალურად ამ თანხის თავისი წილი მიაქვს გუგლს, რაც რჩება იქიდან დიდი ნაწილი დარწმუნებული ვარ ან პირდაპირ აქვთ ქონთენთ აიდიში უცხოელ მუსიკოსებს/ლეიბლებს, ან ჩერეზ ადრევი და მსგავსი უამრავი სისტემის მეშვეობით. ხო, ვიდეოზე სტრაიკი არ მოდის საბედნიეროდ, მაგრამ შემოსავალი იქით მიდის.

თეკლას და მის მსგავს არხებს ეგეთი ქონთენთიდან ექნებათ მხოლოდ ის მიზერული შემოსავალი, რომელიც რჩება ქონთენთ აიდის გარეთ დარჩენილი ტრეკებიდან.
კიდევ ცალკე თემაა რარიტეტებზე ან მუსიკაზე ვის და როგორ აქვს საავტორო უფლებები დარეგისტრირებული. სამწუხაროდ, უამრავი მსხვილი და წვრილი თაღლითია, რომელიც მაგარ მაყუთს შოულობს უპატრონოდ დარჩენილი მუსიკოსების ჩანაწერებზე და იმ მუსიკოსების დიდი ნაწილი მშიერია ამ დროს. მაგალითისთვის მარტო მერლინიც საკმარისია. მერლინ ეშენსელსი არა ოღონთ, მერლინ მიუზიკ რაღაცა. ერთკაციანი კანტორა, რომელმაც გაიარა იუტუბის სერტიფიცირების კურსები, ჩააბარა გამოცდა და როგორც ვხვდები, თავის დროზე ფირმა მელოდიას სრული და უნიკალური საბჭოთა არქივი მოხვდა მაგის ხელში. მელოდიას ლეიბლით გამოცემულ თითქმის ყველა ალბომზე მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ამ ტიპს აქვს დარეგისტრირებული საავტორო უფლებები. აქვს ბუტაფორიული და ლამაზი საიტიც, ვითომ რაღაც გერმანული კომპანიაა მუსიკის მენეჯმენტის პონტში და მაგარ მაყუთს იღებს ყოველთვიურად. ნუ, ეს სხვა თემაა და ამაზე აზრი არა აქვს გაშლას.

კიდევ ერთი დამავიწყდა გარე ანალიზატორებზე: როცა არხზე ბევრნახვიანი ვიდეო გადაგყავს ფაბლიქიდან ანლისტედზე ან პრივატზე, მაგრად ერევათ რამსები და რეალურთან შედარებით გაცილებით მცირე თანხას გიჩვენებს იმ არხის შემოსავალს. თუ ანლისტედ ან პრივატ ვიდეო ისევ გააფაბლიკე, მაშინაც იბნევიან და დიდ შემოსავალს აჩვენებენ.

და თუ წაშალე ვიდეო არხიდან, მაშინ კარგახნით **ევდება მაგათი ფორმულები და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოსავლებში ნულს აჩვენებენ.
ასეა თუ ისე, ყველაზე მიახლოებულს სოუშელბლეიდი ანგარიშობს. ვიდაიქიუ მაგარი დამხმარე სისტემაა, მაგრამ შემოსავლებში სადღაც ღრუბლებში დაფრინავს და რეალურთან შედარებით ხანდახან ათმაგსაც აჩვენებს ხოლმე (ნეტა ჩემს არხზე რასაც მიწერს ვიდაიქიუ, იმდენს ვშოულობდე თვეში და ვალებიდანაც ამოვიდოდი, სამსახურსაც დავანებებდი თავს და სტუდიას ხელახლა ავამუშავებდი

)...
მთლიანობაში, არხიდან ვიდეოს, განსაკუთრებით ბევრნახვიანი ვიდეოს წაშლა რამდენიმე თვის განმავლობაში დამანგრევლად მოქმედებს არხის რეიტინგზეც და სარეკლამო მიმზიდველობაზეც. თუ რაღაც გარდაუვალი აუცილებლობა არაა, არხიდან ჩანაწერი არ წაშალოთ...
This post has been edited by AraGviani on 19 Apr 2018, 18:06