
ნახვები მანამდე ჩაკვდა. ძალიან ბევრი იპარავდა ვიდეოებს, აუდიოსაც. მარტო იუტუბზე კი არა, სავსეა ფეისბუკგვერდები, ვკონტაქტე, ადნაკლასნიკები ჩემი არხებიდან მოპარული ვიდეოებით. ამან ნახვები ჩაკლა. მე სხვის ვიდეოებს არ ვდებდი. თავიდან მქონდა პანასონიკის პატარა FDH კამერა, მერე აუდიო სტუდიაც გავაკეთე. ვიქირავე ფართი. კაბინა ავაწყვე. ვიყიდე აპარატურა. დავიწყეთ მუშაობა. ხარჯი დიდი იყო. შემოსავალი ჩაკვდა. ბავშვები, რომლებისთვისაც სტუდია და არხი გაკეთდა გაიზარდნენ და უამრავი საზრუნავი გაუჩნდათ. მუსიკისთვის აღარ ეცალათ. დანარჩენებიდანაც, ვინც კარგია და ღირდა რამედ, არავის ეცალა მუსიკისთვის. სამსახურები... ვისაც ეცალა და უფასო ჩაწერები უნდოდა, იმათი უმეტესობა... მეც სამსახურის მერე საღამოს ვაკეთებდი ყველაფერს. ხან მე არ მეცალა, ხან იმათ....
მოკლედ, არხზე დიდი ხნის განმავლობაში ახალი არაფერი ხდებოდა. არც სტუდიაში. ვალს ვალი ემატებოდა. ბოლოს სტუდია დაიხურა. ეხლაც ერთი მასტი ზის და რა ნაბოზარია იცი? თვის ბოლო და დაანგარიშების პერიოდი რომ მოდის, მაშინ ადრევით დამიქლაიმებს ჩემს საკუთარ ვიდეოებს. გავუგზავნი საპასუხოს და წელავს დროს. კი, მერე უკან რომ იხევს და სადავო პერიოდში გამომუშავებული თანხა არ ქრება, მაგრამ თვიდან თვემდე არხი სამოცდაათევროიან ბარიერს ვეღარ მიუახლოვდა. თან სადავო ჩანაწერების რეიტინგი რეკლამების განთავსებისთვის კატასტროფულად ეცემა ხოლმე და მერე ცენტებს აგროვებს თვის განმავლობაში. რამდენიმე მუსიკოსმა ჩემი საკუთარი არხი უნდა გავხსნაო და დამოუკიდებლად გავიდა. ზოგმა აღარ მომწონს ჩემი ძველი ნამღერიო და მილიონნახვიანი ჩანაწერების აღება მთხოვა. ყოველი ასეთი აღება არხს დედას უ****ვს. ყოველი ქლაიმი ვიდეოზე, გინდ ჩემს სასარგებლოდ გადაწყდეს, არხს დედას უ***ვს. ახალი არაფერი რომ არ იქმნება, ეგეც არხს დედას ******ვს. მოკლედ, ძალიან კარგად დაწყებულ საქმეში ჩამიჯვა ყველამ, ვინც როგორ ახერხებდა ისე. არადა მართალია პროფესიონალი არ ვიყავი და დიდი შემოქმედებითი ხედვის პატრონი, მაგრამ არხზე გამოჩენილი ყოველი ახალი მუსიკოსი მალე ხდებოდა პოპულარული და იკვლევდა გზას არაპროფესიონალი მუსიკოსების გარემოში. გარდა არხისა მქონდა სივრცე, სადაც შეიძლებოდა სიმღერების ჩაწერა და დაჟე აუდიო ალბომების გამოცემა. სიმღერის დაწერიდან შეფუთული მზა დისკის დამზადების ჩათვლით ყველაფერი ერთ სივრცეში მქონდა. ჩანაფიქრი იყო ასეთი. ჩაწერაში და გადაღებაში ფულს არ ვიღებდი. არხის მონეტიზაციიდან მიღებული შემოსავალის ნახევარი უნდა ყოფილიყო ჩემი შემოსავალი, ნახევარიც მუსიკოსებს და იმათ, ვინც ქმნიდა აუდიოს. არ იმუშავა. როცა უფასოდ გეძლევა რაღაც, ეტყობა არ ეკიდები სერიოზულად. იცი მუქთაა და როცა გინდა მაშინ გამოიყენებ. როცა ფასს ადებ, მაშინ კაცი ფულს რომ გიხდის, თავს მოიკლავს და საქმეს ბოლომდე მიიყვანს. ასეთი ყოფილა ცხოვრების კანონზომიერება.

სტუდიის არსებობის მანძილზე რამდენიმე ფასიანი ჩანაწერი გავაკეთე. გადაიხადეს, იმუშავეს, ჩანაწერი წაიღეს. საქმე გაკეთდა. მაგრამ ასეთი იყო ცოტა იმიტომ რომ ძირითადი მიზანი მქონდა სფეროს შემოსავლიანად ქცევა მუსიკოსებისთვისაც და ლეიბლისთვისაც. ხმამაღლა კი ჟღერს ლეიბლი, მაგრამ წესიერი მუშაობის პირობებში რთულად მიღწევადი ნამდვილად არ იყო.

მოკლედ, ბევრი მიზეზი იყო და ყველაფერმა ერთად მოკლა არხი.
ეხლა, მილიონიც რომ მომცენ თვეში, ქართულ მუსიკალურ ნიშას არ გავეკარები. ჯერ ერთი ვიდეოებს იპარავენ და ყველას ვერ აუხვალ იმდენი არიან, მეორეც - თითონ მუსიკოსები არიან ძალიან არასტაბილური ხალხი. დღეს ასე უნდა, ხვალ ისე და არანაირ ფასად არ მიღირს დროის გაფლანგვა მიუხედავად იმისა, რომ მათთან მუშაობის პროცესი სიამოვნებაა. წინ რამდენიმე მილიონს გადაცდენილი ჩანაწერის გადატანა ელოდება კიდევ არხს.
ხოდა მივეცი ლაივ კეი ბავშვებს და დაარიხინებენ ტრაილერებს. არიხინონ. საბსქრაიბერების დიდი ნაწილი წავა. ახლები მოვლენ. იუტუბი დიდია და ყველაფერს თავისი მაყურებელი ყავს. ყოველ შემთხვევაში ეხლა რაღაც ტრაფიკი მაინც გაჩნდა ყოველდღე. რამდენიმე თვის წინ მთლიანად მკვდარი იყო არხი. ხვალ რა იქნება არ ვიცი. დღევანდელი გადმოსახედიდან არ ღირს იმ რესურსით მუშაობა, რაც მე მაქვს. ხვალ შეიძლება ისევ ღირებული გახდეს. სხვანაირი ხალხი წამოვიდეს...

ყველა უბედურებასთან ერთად ის მუსიკოსები, ვინც ცალკე გადაწყვიტა გასვლა, ზიან ეხლა და ელოდებიან იუტუბისგან ყოველთვე შეცვლილი წესების მიხედვით როდის ჩაერთვებათ მონეტიზაცია და როდის აკრიფავს მაგათი არხები აუდიტორიას...
This post has been edited by AraGviani on 1 Mar 2018, 14:13