მოკლედ, გადავიკითხე მთელი დროპშიპინგის ისტორია ფორუმზე
ყველაფერი გასაგებლარია, ახლა კითხვები, პირადი გამოცდილებიდან ვინც იცით მათთვის.
გასაგებია, რომ ქართულ პპ-ს ჯობია იყოს ამერიკული პპ. დაბალი საკომისიოები და ა.შ.
მყავს ოჯახის წევრები ამერიკაში და შემიძლია გავაკეთებინო, მაგრამ:
1. ლოგიკურად გამოდის, რომ იბეის ექაუნთიც სხვის სახელზე უნდა გავაკეთო, რომ ერთმანეთს ემთხვეოდეს პპ და იბეი ექაუნთების მონაცემები, ხო?
2. არის რისკი ჩარიცხული თანხების დროებით დაკავების, რეალურად აზრს კარგავს პპ ბარათის გაკეთება ამერიკაში მყოფ პირზე, თუ მაინც დაიბლოკება და ვერ გამოვიყენებ ამაზონზე რა აზრი აქვს? დაბალი საკომისიოს გარდა ამის პლიუსი ხო ის არის, რომ პირდაპირ პპ-ით შემიძლია ვიყიდო ამაზონზე და აღარ ვიწვალო რამდენიმე ბარათით.
მეორე ვარიანტად რომ განვიხილო:
1. გავაკეთო პპ ექაუნთი ქართული, მივაბა აქაური ვიზა.
2. პარალელურად ამერიკაში გავაკეთო მეორე ექაუნთი, როცა დამჭირდება ამაზონზე პპ-ით ყიდვა ჩემი ქართული პპ-დან გავაგზავნო ამერიკულზე თანხა და ვიყიდო იქიდან?
თუ ძაან ჩავხლართე?
ყველაზე მარტივ გამოსავლად ვხედავ გარკვეული თანხა საწყის ეტაპზე ვიქონიო ჩემს ბარათზე, რომლიდანაც ვიყიდი ამაზონიდან ნივთებს და არ მექნება ტვინი საჭყლეტი. თუმცა საკომისიოები მექნება ქართულ პპ-ზე მაღალი.
ახლა კიდევ ერთი საკითხი, როგორც წაკითხული 400 გვერდიდან გამოვიტანე აზრი, პპ-ის ჰოლდიც ინდივიდუალურია და შეიძლება მაღალფასიან ნივთებს თუ არ ვეცემი საერთოდ არც მოხდეს, ახალ გვერდებს რომ გადავხედე უკვე ლიმიტებზე იყო საუბარი. ამ ლიმიტებს თუ არ გადავაჭარბებ არ დაჯდება ჰოლდზე თუ როგორაა საქმე? 90 დღე უწერია ვიღაცას წინა გვერდებზე, 90 გვერდი უკვე დიდი დროა საკმაოდ, ანუ უნდა გავითვალისწინო, რომ მეტი თანხა ვიქონიო ჩემი, სანამ იქ არსებულს ვერ მოვკიდებ ხელს?
მოკლედ ამ ჰოლდში გამარკვიეთ
კიდევ, ამერიკაში რომ ვინმეს სახელით ვაკეთებ პრობლემას არ ვუქმნი ტაქსების პონტში? ეს დაისვა რამდენჯერმე, მაგრამ კონკრეტული პასუხი ვერსად ვნახე.