Boss Onlineამჟამად ოთხი კლიენტი მყავს, ოთხივე უცხოელი ( ქართველი დამკვეთი არ მყოლია და არც ვცდი წესით რადგან იმდენს ვერ გადამიხდიან რამდენსაც უცხოელები იხდიან)
ყველაფერი დამოკიდებულია ნიშაზე და შესაბამისად კლიენტის ბიუჯეტზე
ერთია ჩემი ანაზღაურება მეორეა რამდენის ჩადებას აპირებს კლიენტი თავად საძიებო სისტემების ოპტიმიზირებაში
თუ ლარებში გაინტერესებს, 2000-3000 ლარი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ანაზღაურება როგორ სეო სპეციალისტისთვის;
თუ სრულად უნდა გაუმართო სისტემა და თავად კლიენტი არ გეხმარება (ანუ ცოდნის მხრივ, ბიუჯეტი არ იგულისხმება) მაშინ 5000-6000 ლარის ფარგლებში;
თავად კლიენტი საშუალოდ თვეში უნდა ხარჯავდეს 2500-3000$; (უფრო მეტად გესთ პოსთინგში და სეო tools-ში (მე ვიყენებ: ahrefs, kwfinder, majestic, semrush და scrapebox);
ანუ რა შედის ხოლმე ჩემს მოვალეობებში
1. პირველ რიგში მთავარი კივორდზე საიტის ოპტიმიზირება (ON PAGE)
2. სრული ონ ფეიჯი, მათ შორის SSL ინტეგრაციები და საიტის speed-ზე ზრუნვა; LSI ქივორდები და ყოველდღიური აფდეითები;
3. ეხლა რაც შეეხება ოფფ-ფეიჯს, ანუ ლინკ ბილდინგს, აქ კლიენტს ყოველთვის ვაძლევ არჩევანს ან White-hat ან grey
4. გააჩნია თვითონ გუგლის მარკეტსაც; გერმანიაში სურს ლოკალურ დონეზე გასვლაზე თუ პოლონეთში და ა.შ.;
5. მაგალითად გერმანული გუგლის ალგორითმი ძალიან ჩამორჩენილია, ჯერ კიდევ იმ ეტაპზეა რაზეც იყო 2010ში ალგო გლობალურ დონეზე
6. ანუ ამ სიძნელეების თუ სიმარტივეების გათვალისწინებით უკვე ლინკ ბილდინგ სქემის განსაზღვრა
7. 90% შემთხვევაში კლიენტი ირჩევს Guest Post-ებით ფონს გასვლას, და ძალიან ცოტა გექნება შემთხვევა როცა სურს PBN
ნუ ვადებსაც გააჩნია საშუალოდ 3-6 თვე
თუმცა როცა უკვე ხვდება დამკვეთი რომ უმაღლეს ხარისხს დებ, რა თქმა უნდა აგრძელებს ურთიერთობას
ყველაზე მეტად აქ ვიპოვე ჩემი თავი; დამღალა თავის დროზე ედსენსების ექაუნთების ბლოკელმა და წამდაუწუმ ნერვიულობამ
რჩევა: Linkedin არის უბრალოდ საოცარი ადგილი (სიტყვებით ვერ გადმოვცემ) სადაც შეგიძლია ნახო უამრავი მიკრო/მინი/საშუალო ბიზნესის მფლობელები ან ვებმასტერები ან დირექტორები და გაუკეთო მათ პირდაპირ ოფერტი;
This post has been edited by Skinheada on 13 Nov 2018, 17:48