შეიძლება ძალიან ბევრმა უკვე მიაგნო ამ ფუნქციას (პატარა ხრიკია) მაგრამ ვინც არ იცით, მათთვის საკმაოდ მარტივი იქნება პირველი კლიენტების აყვანა (და უფრო მეტის) blackhatworld.com-ზე;
ეს მეთოდი სრულად არის blackhatworld-ის შესახებ; ეს არის ფორუმი ციფრულ მარკეტინგზე;
მე პირადად დიდი გულშემაკტივარი არ ვარ ამ ფორუმის თუმცა ძალიან ბევრი დამქირავებელი/სერვისის მყიდველი ტრიალებს აქ და რატომაც არ უნდა ეძებოთ აქ კლიენტები?
ფორუმზე არსებობს ასეთი კატეგორია -
https://www.blackhatworld.com/forums/hire-a-freelancer.76/მანდ მხოლოდ დამქირავებლები ხსნიან თემებს და ეძებენ ვირტუალურ ასისტენტებს, სერვისებს ან პროდუქტს;
დამკვეთების 99%-ი ეძებს სერვის/პროდუქტს შემოკლებულ ვადებში, ამიტომ ვინც პირველი გამოეხმაურება 99% მისია ეს შეკვეთა;
დამიჯერეთ ძალიან ბევრი კლიენტი და ბევრი დიდი შეკვეთა გამიკეთებია ასე; წლებია ეს პატარა ხრიკი მუშაობს და კიდევ ბევრი წელი იმუშავებს;
1) მოკლედ პირველ რიგში საჭიროა იმ იმეილ პლატფორმის აპლიკაცია გქონდეთ ტელეფონში რომლითაც დარეგისტრირებული ხართ ფორუმზე; მე @gmail მქონდა ამიტომ მისი აპლიკაცია მქონდა გადმოწერილი მობილურში და
ჩართული მქონდა ყველა ახალ მოსულ მეილზე ნოტიფიკაციების მიღება;2) როდესაც ამ კონკრეტულ კატეგორიაში შედიხართ, მარჯვენა ზედა მხარეს არის ღილაკი "Watch Forum"

3) ამ ღილაკის დაჭერის შემდეგ ამოვა ახალი ფანჯარა იქვე და მონიშნეთ შემდეგი ადგილები
Send notifications for - New Threads
Send notifications via - Emails
გააკეთეთ ისე როგორც სურათზე არის ნაჩვენები;ამით თქვენ ჩართეთ იმეილზე ნოტიფიკაცია ყველა იმ ახალი თემის რომელიც ამ კატეგორიაში გაიხსნება;
პირადი გამოცდილებით გეუბნებით რომ იმ ფორუმზე არსებულ დამკვეთებს ძალიან სიამოვნებთ როცა თემის გახსნიდან რამდენიმე წუთში ვინმე გამოეხმაურება იმეილზე, სკაიპში ან პერსონალ მესიჯში (ფორუმზევე);
დღეში 15+ თემა იხსნება; ზოგი არის მოკლე ვადიანი შეკვეთა, ზოგი ძალიან გრძელვადიანი (მაგალითად ვირტუალური ასისტენტი რამდენიმე თვიანი კონტრაქტით, SEO გამართვა ვებსაიტებისთვის რამდენიმე თვიანი კონტრაქტით და ასე შემდეგ)
ტელეფონი ყოველთვის თან გქონდეთ და როცა მეილი მოგივათ ახალ თემაზე წაიკითხეთ პირველ რიგში მეილის სათაური ანუ შეიძლება არ გაწყობდეთ კონკრეტული საქმე (რომელიც დასახელებულია თემის სათაურში) ამიტომ შეგიძლიათ დააიგნოროთ ეგ იმეილი - მაგრამ ყოველთვის მზაფყოფნაში იყავით;
დაიმახსოვრეთ - შიგნით თემაში პასუხის უფლება უბრალო მომხარებელს არ აქვს, მხოლოდ VIP მომხარებელს აქვს ამ კატეგორიის თემებში პასუხის გაცემის უფლება (იქვე დაპოსტვის) და ის სტატუსი ღირს $99 ყოველწლიურად,
თუმცა არც ხართ ვალდებული რომ იქ გასცეთ პასუხი. შეგიძლიათ მისწეროთ პირადი მესიჯი (PM) ფორუმზევე (რაც ცოტა სარისკოა) ან უმრავლესობას თემაში ეწერება საკონტაქტო მეილი, ტელეფონის ნომერი (ვათსაპისთვის) ან სკაიპის მისამართი და იქ დაეკონტაქტეთ; ყოველდღე ბევრი თემა იხსნება და ბევრი დამკვეთი ელოდება სერვისების ახალ მიმწოდებელს ამიტომ ერთ დღეს თუ ვერაფერი გამოგივათ არ დანებდეთ; მოკლედ Consistency აუცილებელია;
This post has been edited by Skinheada on 20 Mar 2020, 22:10