#62642993 · 1 Jul 2026, 16:36 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რა სერვისები მუშაობს საქართველოსთვის, საიტზე ონლაინ საერთაშორისო გადახდის სისტმის ინტეგრაციისთვის საბსქრიფშენების (Recurring Payments) მხარდაჭერით, ვერაფერს მივაკვლიე, ერთი კვირაა მივაკვდი ზედ.
გადავაბრუნე ფორუმის მთელი ისტორია, ბოლო პოსტები ამ თემაზე 2018, 2020 წლებისაა
Stripe არ მუშაობს საქართველოში (Stripe + US LLC ძვირი და გრძელი გზაა). Payze.IO მოკვდა აღარ ვმუშაობთ საქართველოსთანო, TBC ბიურიკრატიული გზაა და, Recurring მხარდაჭერაზე 6 თვე თანხების გაჩერებას ითხოვს, ამის გარდა + საგარანტიოდ გაყინულ დეპოზიტს. UniPAY დიდი საკომისიო და ასევე აღმოჩნდა რომ არანაკლები ბიუროკრატია, Paddle.com პროცენტი დიდი აქვს მაგრამ დანარჩენი საკითხები არ შემიმოწმებია, არ მიმიწერია ჯერ.
თუ ხალხი ხართ, თუ იყენებთ, ან თუ გაგიგონიათ ვინმე იყენებს... 2026 წელია ამის დედა ვატირე, არაფერი არ არის სიახლე ამ კუთხით?!
გეხვეწებით არ დაიზაროთ პასუხის გაცემა.
ანუ მჭირდება საერთაშორისო გადახდების სისტემა საიტზე, საბსქრიფშენების (Recurring Payments) მხარდაჭერით.
გასაყიდი პროდუქცია საიტზე არის პროგრამული (SaaS) სერვისი
|