თეორიული გამოცდა
ნებისმიერი კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე დასაშვებად კანდიდატმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
განცხადება (ივსება ადგილზე);
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); ფსიქო (მიუთითეთ რომელი კატეგორიის აღება გინდათ A1; A. აგრეთვე არსებული კატეგორიები, რომლებიც გაქვთ.)
პირადობის მოწმობა;
კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები. (მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე დაშვების საფასური - 40 ლარი; მართვის მოწმობის საფასური - 15 ლარი);
სატრანსპორტო საშუალების იმ კატეგორიის შესაბამისი სწავლების დამადასტურებელი მოწმობა, რომელზეც გავლილია პროფესიული მომზადება ან გადამზადება ("A" და "B" კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებად დასაშვებია მძღოლობის კანდიდატთა დამოუკიდებელი მომზადება).
არასრულწლოვანი მოქალაქისთვის (17 წლის)
წარსადგენი დოკუმენტები:
განცხადება (ივსება ადგილზე);
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა); ანუ ე.წ. ფსიქო (მიუთითეთ რომელი კატეგორიის აღება გინდათ A1; A. აგრეთვე არსებული კატეგორიები, რომლებიც გაქვთ.)
პირადობის მოწმობა;
დაბადების მოწმობის დედანი (ან ასლი ნოტარიულად დამოწმებული);
მშობელი (ან მშობლის თანხმობა ნოტარიულად დამოწმებული);
საჯარო სკოლის მოწმობა ან ავტოსკოლის მოწმობა;
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).
სტუდენტის სტატუსი მქონე მოქალაქისთვის(18 წლის)
წარსადგენი დოკუმენტები:
განცხადება (ივსება ადგილზე);
ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა IV 100/ა);
პირადობის მოწმობა (ID ბარათი, სტუდენტის სტატუსით);
საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითრები (პირველადი დაშვების საფასური - 15 ლარი).
კანდიდატს საშუალება აქვს გამოცდისთვის განკუთვნილი ტესტი სასურველ ენაზე ჩააბაროს, მათ შორის: ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენაზე.
თეორიული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში კანდიდატს საშუალება აქვს 30 დღის განმავლობაში, 7 დღეში ერთხელ გავიდეს პრაქტიკულ გამოცდაზე (ფასიანი გასვლა ულიმიტოა), ხოლო თეორიულ გამოცდაზე ჩაჭრის შემთხვევაში, განმეორებით გამოცდაზე დაიშვება 7 დღის შემდეგ, საფასურის თავიდან გადახდის შემთხვევაში.
ზღვრული ასაკი
“A” კატეგორიის მისაღებად გამოცდებზე დაიშვებიან 24 წლის ასაკიდან (21 წლიდან, თუ ამ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მოთხოვნამდე არანაკლებ 2 წლით ადრე პირს მინიჭებული აქვს „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება);
“B” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
“ჩ” კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
“D” კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
“BE” კატეგორიაზე - 18 წლის ასაკიდან;
“ჩE” კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
“DE” კატეგორიაზე - 24 წლის ასაკიდან;
“თ” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
“შ” კატეგორიაზე - 18 წლის ასაკიდან;
“ტრამვაი”-ს კატეგორიაზე - 21 წლის ასაკიდან;
“A1” კატეგორიაზე - 17 წლის ასაკიდან;
“B1” კატეგორიაზე - 16 წლის ასაკიდან;
“ჩ1” კატეგორიაზე-18 წლის ასაკიდან;
“D1” კატეგორიაზე- 21 წლის ასაკიდან;
“ჩ1E” კატეგორიაზე - 18წლის ასაკიდან;
“D1E” კატეგორიაზე - 21წლის ასაკიდან.
პრაქტიკული გამოცდა
პრაქტიკულ გამოცდაზე დასაშვებად, ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველს ჩაბარებული უნდა ქონდეს თეორიული გამოცდა, რომლის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში კანდიდატს 7 დღეში ერთხელ შეუძლია პრაქტიკულ ნაწილზე გასვლა. შეზღუდვა არ არის დაწესებული ფასიანი გასვლის შემთხვევებში. გარდა მექანიკური გადაცემათა კოლოფის ავტომობილებისა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია ავტომატურ გადაცემათა კოლოფის ავტომობილზე. იმ შემთხვევაში თუ 30 დღის განმავლობაში ვერ მოხერხდა პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება, კანდიდატი თეორიულ გამოცდას აბარებს თავიდან.
57 ლარი ერთი ცდა (40+15+2 საბანკო მომსახურება). ჩაჭრის შემთხვევაში: 7 დღე +40 ლარი; 7 დღე +40 ლარი; 7 დღე +40 ლარი.........................................
„A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატი ვალდებულია ჩააბაროს შემდეგი ელემენტები:
ა) „ზიგზაგი“;
ბ)„საგაბარიტო წრეში მობრუნება“
გ) „რვიანი“; ( გადაცემათა კოლოფი მე-2 სიჩქარეში)
P.S. სასურველი იქნება პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის წინ, გაიაროთ ტარების 1-2 კურსი (ამერიკის საელჩოსთან, 1 სთ- 25 ლარი, 599 50 11 70;
http://avto-moto-skola.ge) იგივე მოტოციკლეტი ყავთ, რითაც გამოცდაზე უნდა გახვიდეთ.
ამომწურავი პასუხის მისაღებად :
http://sagency.ge/ ან დარეკეთ 2 41 91 91
წარმატებები!!!!!!