როგორც იქნა გავედი გამოცდაზე და ჩავაბარე, საბედნიეროდ პირველივე გასვლაზე, მაგრამ დაფეთებულმა, ერთი ამოსუნთქვით და ინსტიქტურად.
დავწერ ჩემს შთაბეჭდილებებს და იქნებ ვინმეს გამოადგეს.
თავიდან ვიტყვი, რომ ვისაც უკვე ყავს მოტო და აქვს მისი ტარების გამოცდილება და ქალაქშიც უვლია - ეს გამოცდა რომ ვერ ჩააბაროს შანსი არაა, ფანტასტიკის სფეროა, იმდენად მარტივი იქნება ასეთი ადამიანისთვის.
რაც შეეხება ვისაც არ აქვს მოტოს ტარების გამოცდილება და მხოლოდ მოსამზადებლად მივიდა, მოემზადა და აპირებს გამოცდაზე გასვლას. აქ ცოტა უფრო რთულადაა საქმე.
მე პირადად და ჩემი მეგობარი დავდიოდით საელჩოსთან. სასტავი ძაან კარგია, მირიანს განსაკუთრებული მოკითხვა, მომეწონა ეგ ბიჭი, მაგრამ ერთი შენიშვნა მექნება - მოტო რომელზეც ასწავლიან საკმაოდ განსხვავდება იმ მოტოსგან რომელზეც გიწევს რუსთვაში ჩაბარება.:
1. სასწავლო მოტო არის უფრო მძლავრი (უფრო მეტი ცხენის ძალა აქვს, მაგრამ უფრო ნაკლები კუბატურა) ვიდრე საგამოცდო მოტო. აქ პრობლემა ისაა რომ სასწავლო მოტოს შეუძლია პირველში ჩაგდებულზე თავისი გაზით იაროს და ასევე თავისი გაზით დაიძრას, ხოლო საგამოცდო მოტოს უეჭველად ჭირდება გაზის მიცემა, სულ მცირე დაძვრისას.
2. სასწავლო მოტოს უყენია გაზის შემზღუდავი, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სასწავლოზე ბოლომდე გადაჭერილი გაზითაც კი სადღაც 30-ით თუ წახვალ მაქსიმუმ და ისიც აჩქარება აქვს მდორე. საგამოცდო მოტოზე კი ეგეთი რაღაცა არ აყენია, ოდნავი გადაჭერაც კი ძაან რესკად აჩქარებს მოტოს და გაზის აშვებაც ასევე რესკად ანელებს.
მე საბედნიეროდ სკუტერი მყავს და ასე თუ ისე მანევრირების გამოცდილება მაქვს ორ-ბორბლიანი ტრანსპორტის. შესაბამისად, სასწავლებლად რომ მივედი, პირველივე ჯერზე შევასრულე ყველა ელემენტი უშეცდომოდ და ასევე პირველის შემდეგ ყველა გასვლაზე უშეცდომოდ ვაკეთებდი ყველაფერს, ანუ 100% შედეგი მქონდა სასწავლო მოტოზე. მაგრამ რაც მიჭირდა ეგ იყო გაზი-ცეპლენიას თემა დაძვრის დროს. როგორც ზემოთ დავწერე სასწავლო მოტოზე ეგ პრობლემა არ იყო საერთოდ, მაგრამ მე ჩემს თავს დავაძალე და გამოცდის წინ რომ მივედი "გასახურებლად" ერთ გაკვეთილზე, ყოველ დაძვრაზე გაზით ვძრავდი და ასევე გაზით დავდიოდი, რომ ეგ მომენტი დამემუღამებინა.
და კიდევ კარგი ასეც მოვიქეცი, რადგან გამოცდაზე იმის შიშით რომ არ ჩამქროდა რასაც ქვია სულ "ძიორგანიებით" ვიარე. მივცემდი გაზს, რესკად აჩქარდებოდა, შემეშინდებოდა რამე მანევრი არ გამემაზე, ავუშვებდი გაზს, რესკად შენელდებოდა, შემეშინდებოდა რომ არ ჩამქვრალიყო და ასე გაზის თამაშით, ერთი ამოსუნთქვით და ერთი 10 წლის სიცოცხლის მანდ დატოვებით

ჩავაბარე გამოცდა. ტორმუზი და ცეპლენია საერთოდ არ მიხმარია შენელებისთვის. მანევრირება როგორც მივხვდი ინსტიქტების დონეზე მქონდა უკვე გამჯდარი და მთელი ყურადღებაც დაძვრა/არ ჩაქრობას მივუძღვენი და მოკლედ გაამართლა.
ჩემს მეგობარს კიდე არ გაუმართლა. იმას ჩემსავით არ შეეძლო მანევრირება, უფრო მეტი გაკვეთილი დაჭირდა რომ სასწავლოზე გამოცდის ელემენტები გაეკეთებინა უშეცდომოდ (ჩიხი უჭირდა რა თქმა უნდა, თან აქვე გამახსენდა, რეალურად გამოცდაზე ორჯერ გიწევს ჩიხის გაკეთება, ერთხელ ოფიციალურად, ზიგზაგიდან გასვლისას და მეორედ ვირტუალურად, რვიანში შესვლისას). შესაბამისად უფრო მეტ ყურადღებას მანევრირებას აქცევდა, და დაძვრა/გაზი-ცეპლენიას თემა მიაფუჩეჩა, რადგან როგორც ვთქვი სასწავლო მოტოზე ეგ თემა ძაან მარტივად იყო. მე კი ვეუბნებოდი რომ გაზს მიაქციე ყურადღება მეთქი, მაგრამ ვერ აღიქვამდა წესიერად. საბოლოო ჯამში, დაძვრისას ჩაუქვრა და გამოუშვეს ისე.
ხოდა ჩემი აზრით, ვინც დააპირებთ მომზადებას, 125-იან ბაიკზე დაამუღამეთ კარგად დაძვრა და დიდ ბაიკზე მანევრირება, იმ აგრანიჩიტელსაც თუ მოუხსნიან და მაქსიმალურად დაამსგავსებენ საგამოცდო ბაიკს მთლად უკეთესი იქნება.
წარმატებები ყველას
* * *
Renne2015-ში თუ გაქვს აღებული B კატეგორია, მაშინ უეჭველი უნდა ჩააბარო თეორია, მაგრამ გიხაროდეს რომ ეგრე. ცოტას გაიჭირვებ მაგ ბილეთების სწავლას, სამაგიეროდ მანქანასავით უფასო გასველბი გექნება. აი 2015-მდე ვისაც აქვს ჩაბარებული, მაგათ ეგრევე პრაქტიკაზე კი უშვებენ, მარა ყოველი ცდა ფასიანია.
მე როგორც გავარკვიე, 2015-მდე ა და ბ კატეგორიებს ქონდათ ერთი თეორია, და ამიტომ ბ-ს რომ ჩააბარებდი, ითველბოდა რომ ა-ს თეორიაც გქონდა ჩაბარებული. 2015-დან გაიყო, ა და ბ ცალ-ცალკეა უკვე, მაგრამ ბილეთები ფაქტიურად იგივეა, ოღონდ ერთი 200-ით უფრო ცოტაა დაჟე

ასევე, ყურადღება მიაქციე, როდესაც კატეგორიას იმატებ პრავაზე (ამ შემთხვევაში ბ გაქვს უკვე და ა გინდა რომ დაიმატო)
ფისხოში უეჭველი ჩააწერინე ორივე - ანუ "ვარგისია AB კატეგორიის ტრანსპორტის სამართავად". მე მხოლოდ A ჩამიწერეს და მომიწია მაგის გამო ახლის აღება. ხო კიდე, პრავაც უნდა მიიტანო.