მადლობა ვებდიზაინერ93-ს რჩევებისთვის.
დღეს ვიყავი და ავიღე A კატეგორია.
მე უკვე მქონდა B 2007 ში აღებული.
პროცედურები ასეთია:
1) იღებ ფსიქოს, ფორმა-100-ს, ოღონდ აქ ჩააწერინეთ ექიმს, რომელი კატეგორიისთვის იღებ ამ ფორმას.
ჩემს ცნობაში მხოლოდ ზოგადად ჩაწერა ექიმმა "მართვის მოწმობისთვისო" და ამაზე ცოტა დაიჯღანა მიმღები ინსპექტორი, კატეგორია უნდა ჩაეწერაო. (მარა გაატარეს).
2) მიდიხარ ავტობაზრობაზე, რისთავში, შედიხარ საინფორმაციოში და ეტყვი რა გინდა (A კატეგორია).
ამოგიბეჭდავს ბანკის ნომერს და მიდიხარ იმ ნომერზე გადასახდელად.
3) იხდი თანხას და ქვითრით მიდიხარ სექტორ-A-ში.
დგები რიგში (შენს წინ ასე 10-15 კაცი მინიმუმ იქნება)
4) მოგივა რიგი, ჯდები სკამზე, ინსპექტრორ - ოპერატორი ავსებს რაღაცეებს კომპში. გადაგიღებენ სურათს, მოგცემენ პირადობას და მართვის მოწმობას (თუ უკვე გაქვს და ამატებ კატეგორიას).
5) მიდიხარ პრაქტიკულ გამოცდაზე, იქვე, იმავე შენობის გვერდით, ასიოდე მეტრიც არ იქნება.
6) გმანაწილებელი ინსპექტორი გეტყვის მოიცადე, მოვა მოტო გამომცდელი და წაგიყვანსო.
7) მოვა, მოტოები იქვე დგას. გკითხავს სრულ A-ს იღებო? (ანუ A1 იც არის). მოგცემს ჩაფხუტს, სამუხლეებს, საიდაყვეებს და მიგითითებს აგერ იქ ჩადი და დამელოდეო.
8) ჩადიხარ მოედანზე. ჩამოვა ცოტახანში მოტოთი ინსპექტორი, აგიხსნის რა უნდა გააკეთო და თავადვე გაჩვენებს მოტოთი.
შემდეგ ჩააქრობს მოტოს და გეტყვის, აბა ჰე, წარმატებები, შეცდომის დაშვების უფლება არ გაქვსო: ანუ არ დაადგა ფეხი ასფალტს და არ გასცდე მითითებულ საზღვრებს მოტოთი. ქულების დაკლების პრინციპი მანდ არ მოქმედებს - 1 შეცდომა და აიდა პაშიოლ.
9) ქოქავ, აგდებ პირველში, შედიხარ ზიგზაგში, მერე ჩიხში მოუხვევ, გამოხვალ თუ არა თხლეშავ მეორე სიჩქარეს და 8-ს ურტყავ ერთ წერს მეორე სიჩქარით და მერე პირველი სიჩქარით შედიხარ 8-ში. გამოხვალ 8-დან და იქვე გხვდება გამომცდელი და ჩააქრეო. ჯდება თვითონ და მიჰყავს მოტო.
10) შეცდომის არდაშვების შემთხვევაში გეკითხება, დაჩქარებული გინდა თუ 5 დღიანი.
11) თუ ირჩევ დაჩქარებულს, მიდიხარ ისევ საინფორმაციოში, ეტყვი რო დაჩქარებული გინდა, მოგცემს ისევ ბანკის ფორთოჭკის ნომერს, მიდიხარ, იხდი და ამ ქვითრით მიდიხარ სექტორ-A-ში, ოღონდ რიგში აღარ დგები. აწვდი ამ ქვითარს და პირადობას (ასევე ძველ მოწმობას თუ ამატებ კატეგორიას) და ელოდები ამ სექტორის მარჯვნივ.
12) სადღაც 30-40 წუთში გამოდის ინსპექტრორი აცხდებს შენს გვარს და გადმოგცემს მოწმობას და გისურვებს უსაფრთხო მგზავრობას.
სულ ესაა, მოფრინავ გახარებული

ოღონდ, ერთი მომენტია, მოტო მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგია, ახალია და პრობლემები არ აქვს, მაინც მძიმეა და ყველაზე მეტად ჩიხია დასამუღამებელი. ძაან ადვილია რო ვერ ჩაეტიო ჩიხში მოხვევისას და გასცდე ფარგლებს ან წაგექცეს.
ამიტომ 1-2 გაკვეთილი ჯობია გაიაროთ, თუ თავად არ გყავთ მაღალკუბიანი მოტო.
დენილანდია ძაან კაი სასტავი, მაღლივთან არიან ეხლა. მე პირადად ზუსტად 2 გაკვეთილი გავიარე. ერთი რამდენიმე კვირის უკან და მეორე გუშინ, გამოცდის წინ, მაინც შევიგრძენი მაღალკუბიანის წონა-ზომები.
დანარჩენი უმარტივესია, თუ კარგად ფლობ წონასწორობას მძიმე მოტოზე.
This post has been edited by asphurcela on 14 May 2019, 16:36