lav-100Dixtosaმე A კატეგორია ავიღე თებერვალში
გორში ჩავაბარე, დიდი დიღმიდან მომიწია წასვლა და გორი უფრო ახლოს არის მგონი მაქედან

ყავთ Yamaha YBR 125, იდეალურად გამართული პეპელაა

(ვგიჟდები მაგ მოტოციკლზე)
ჰოდა, ამ ოფიცერმა საჩვენებლად გაიარა ეს საგამოცდო ტრასა და თან ამიხსნა რომ ჩიხიდან რომ გამოვიდოდი მეორე უნდა მიმეცა და
რვიანში შესვლამდე ისევ პირველში უნდა ჩამომეგდო.
მოკლედ, მოვახტი ამ პეპელას და მოვხიე, სულ დამავიწყდა სად რომელი სიჩქარე უნდა მიმეცა და ვიარე ისე, როგორც ჩვეულებრივ ვივლიდი
ზიგზაგის შუაში მეორე მივეცი, ჩიხშიც მეორეთი დავატრიალე და რომ გამოვედი ავაკრეფინე და რვიანში შესვლამდე მესამეც მივეცი

რა ჯანდაბა დამემართა არ ვიცი, მაგრამ სულ ამომივარდა თავიდან რომ სიჩქარეების გადართვაც დასაცავი წესი იყო ...
ასე რომ, ეს ჩვენი რვიანი ლამის მუხლის დადებებით შემოვიარე

მივგორდი სადაც უნდა გამეჩერებინა, ჩავაგდე ნეიტრალში, ჩავაქრე და დავაყენე ფეხზე.
მოვიდა ოფიცერი და მითხრა - გილოცავთ! თქვენ წარმატებით ჩააბარეთ გამოცდა.
ასე რომ, მგონი ნაკლებად გიყურებენ სად რომელ სიჩქარეს აძლევ, თორემ სულ პანჩურებით ვიყავი იქიდან გამოსაგდები

p.s. მე ვთვლი, პრაქტიკული ნაწილის ჩაბარებით, რომლითაც ჩვენ A1/A კატეგორიებსაც გვაძლევენ, არის სისხლის სამართლის დანაშაული