bonapartiკი........................................
საინტერესო ინფოა
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაციის მიზნით, საქართველოს მთავრობა ცვლილებებს ამზადებს.
როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"–ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, გია ხუროშვილმა განუცხადა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია - საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროს ზუსტი რეგლამენტაცია და მისი მიახლოება საერთაშორისო სტანდარტებთან.
მისი თქმით, A კატეგორიის მართვის მოწმობა მოტოციკლეტზე გაიცემა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა. A 1 კატეგორია 17 წლის ასაკიდან გაიცემა და გამოცდის ჩაბარება სავალდებულოა.
„ასეთი პირი მხოლოდ იმ მოტოციკლს მართავს, რომლის ძრავის მოცულობა 125 კუბურ სანტიმეტრს არ აღემატება, ხოლო მისი მაქსიმალური სიმლავრე - 11 კილოვატს. თუ პირი ორი წლის განმავლობაში, A 1 კატეგორიის მართვის მოწმობით სარგებლობს და დარღვევა არ აქვს, მას 21 წლის ასაკიდან A კატეგორიის მართვის მოწმობა მიეცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, A კატეგორია 24 წლის ასაკიდან გაიცემა“, - განმარტავს ხუროშვილი.
მთავრობის საპარლამენტო მდივნის განცხადებით, სიახლეები ეხება კვადროციკლებისა და მოტორიზებული ტრიციკლების მართვის მოწმობებს და ცვლილებებით, ამ ტიპის სატრანსპორტო საშუალებებზე - B 1 კატეგორია 16 წლის ასაკიდან გაიცემა, ასევე B 1 კატეგორიის მოწმობა გაიცემა ავტომობილების მართვაზე 17 წლის ასაკიდან, თუმცა დროებითი მოწმობის სახით, ხოლო 18 წლის ასაკიდან მუდმივი სახით.
წყარო
http://internet.ge/?l=GE&m=1&sm=0&ID=3500იქვე:
მთავრობის საპარლამენტო მდივნის, გია ხუროშვილის ინფორმაციით, ცალკე იქნება ასევე მსუბუქი მისაბმელებით ავტომანქანის მართვის უფლება B e კატეგორიიის მართვის მოწმობაზე.
„მსუბუქი ავტომობილების მართავაზე B კატეგორიის მართვის მოწმობა 17 წლის ასაკიდან შეზღუდული ვადით გაიცემა, ხოლო 18 წლიდან მუდმივი სახით. მოძრაობის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ცალკეულ შემთხვევაში, ასაკების გადახედვა ხდება. კერძოდ, დიდი ავტობუსის მართვაზე (იგულისხმება 16 ადგილიანი ავტობუსი) მართვის მოწმობა გაიცემა 21 წლის ნაცვლად 24 წლიდან, ხოლო 21 წლიდან მართვის მოწმობა მიკრო ავტობუსებზე 16 ადგილამდე გაიცემა. ამას გარდა, ასაკი C და C e კატეგორიის მართვის მოწმობებზე იზრდება, რაც ითვალისწინებს ნებისმიერი წონის სატვირთო ავტომობილის მართვას ან აღნიშნული ავტომობილის ნებისმიერი წონის მისაბლემთან ერთად მართვას 21 წლის ასაკიდან, ნაცვლად 18 წლისა“, - აღნიშნავს მთავრობის საპარლამენტო მდივანი ‘’ინტერნეტ.ჯი"- სთან საუბარში.
ამას გარდა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებებით, P კატეგორიის მართვის მოწმობაზე, ანუ ტრაქტორების მართვაზე, ასაკი მცირდება და ამ ტიპის ტრანსპორტისთვის მართვის მოწმობა 18 წლის ნაცვლად 17 წელზე გაიცემა.
ცვლილებებისა და სიახლეების მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი კატეგორიის მართვის მოწმობის ასაღებად აუცილებელია - როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. თუმცა, პროექტი ითვალისწინებს ზოგიერთი კატეგორიის მართვის უფლების ავტომატურად მოპოვებას. ხუროშვილის მტკიცებით, თუ ადამიანს C კატეგორიის მართვის მოწმობა აქვს, ის C 1 კატეგორიას ან C e 1 კატეგორიის მართვის მოწმობას ავტომატურად მოიპოვებს.
„უკვე მინიჭებული კატეგორიები თავის იურიდიულ ძალას ინარჩუნებენ. ასევე მოხდება ძველი მართვის მოწმობების შემთხვევაშიც, უბრალოდ, მართვის მოწმობის გამოცვლის შემთხვევაში, მოქალაქეები ახალი ფორმის მართვის მოწმომებებს მიიღებენ“, - აცხადებს ხუროშვილი.
This post has been edited by COLONELO on 22 May 2012, 22:57